"ვიტესის" ნახევარმცველმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა
sportall.ge-ს ვერსიით, 2015 წლის საუკეთესო ლეგიონერი არნემის "ვიტესის" 22 წლის ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილია.

საიტი ყოველთვიურად ასახელებს თვის საუკეთესო სამ ლეგიონერს, 2015 წელს თვის სამი ლეგიონერი ათჯერ შემოგთავაზეთ (ივნისში ლეგიონი ისვენებდა, ივლის-აგვისტო გავაერთიანეთ).

10-დან 6 შემთხვევაში პირველ ადგილზე სწორედ ყაზაიშვილი გავიდა! ორჯერ კი ვაკო მეორე ადგილზე გავიდა. ყაზაიშვილმა 22 ქულა დააგროვა და უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა.

მეორე ადგილზე გავიდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც წლის პირველ ნახევარში "დნიპროში" თამაშობდა, ხოლო მეორეში - ფრანგულ "რეიმსში". კანკავამ 8,5 ქულა აიღო.

5,5 ქულით მესამე ადგილზეა "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე, რომელმაც ყველა ქულა წლის პირველ ნახევარში მოაგროვა.

4. გურამ კაშია - 5 ქულა; 5. მათე ვაწაძე - 4; 6-9. ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი არაბიძე, გიორგი ლორია, ლადო დვალიშვილი - 2-2 ქულა; 10-16. - გიორგი მერებაშვილი, ჯანო ანანიძე, სანდრო კობახიძე, ლუკას ჰუფნაგელი, რომან ჭანტურია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი მაკარიძე - 1-1 ქულა.

ყაზაიშვილს მართლაც დიდებული წელიწადი ჰქონდა, წლის პირველ ნახევარში ანუ 2014/15 წლების სეზონის დასკვნით ეტაპზე მის ანგარიშზე 21 თამაშში 10 გოლია. წლის მეორე ნახევარში ანუ 2015/16 წლის პირველ ნახევარში 16 თამაშში 6 გოლია. ჯამში 37 თამაშში 16 გოლია.

2014 წლის საუკეთესო ლეგიონერი sportall.ge-ს ვერსიით საბა კვირკველია (რუბინი) გახდა, რომელსაც 2015-ში ქულაც არ მოუპოვებია, ისევე, როგორც თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი ჭანტურიას.

2015 წლის თვის ლეგიონერები

იანვარი

1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. ელგუჯა გრიგალაშვილი, 3. ლევან მჭედლიძე.

თებერვალი

1. ჯაბა კანკავა, 2. ვაკო ყაზაიშვილი, 3. გიორგი მერებაშვილი.

მარტი

1. ლევან მჭედლიძე, 2. ვაკო ყაზაიშვილი, 3. ჯანო ანანიძე

აპრილი

1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. მათე ვაწაძე, 3. ჯაბა კანკავა.

მაისი

1. ვაკო ყაზაიშვილი, 2-3. ჯაბა კანკავა და ლევან მჭედლიძე

ივლისი-აგვისტო

1. გურამ კაშია, 2. მათე ვაწაძე, 3. სანდრო კობახიძე

სექტემბერი

1. ჯაბა კანკავა, 2. გურამ კაშია, 3. ლუკას ჰუფნაგელი

ოქტომბერი

1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. გიორგი არაბიძე, 3. ნუკრი რევიშვილი

ნოემბერი

1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. გიორგი ლორია, 3. გიორგი მაკარიძე

დეკემბერი

1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. ლადო დვალიშვილი, 3. რომან ჭანტურია

realoba
ამ დროს თვითონ ჰოლანდიაში კი 2015 წლის საუკეთესო მოთამაშედ მექსიკელი ლეგიონერი ქვარდადო აღიარეს! :)
bebeto
ყაზაიშვილს ვიტესზე ბევრად ძლიერ გუნდში თამაში შეუძლია და იმედია მალე უფრო ძლიერ გუნდსა და ჩემპიონატში ითამაშებს.
მურთაზი
აწყობილია ქართული ფეხბურთი-ჩვენებს ვარჯიში მაინც კი ეზარებათო და სტადიონებს მიტო ანგრევენო
saba
ვაკო არის ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი, რომელთანაც შეიძლება პრეტენზია რ გვქონდეს ქართველ ტგულშემაატკივარს. შრომისმოყვარე პროფესიონალი ფეხბურთელია ვაკო ყაზაიშვილი. კარგი იქნება თუ მას და კანკავას მიბაძავენ ახალგაზრდები (არამარტო ახალგაზრდები)
dato
რა დონეზე დავეცით, ვაკოს საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ 15-20 წლის წინ ეროვნული პირველობის დიდად გამორჩეული მოთამაშეც არ იქნებოდა.
ცინიკოსი
და ცხადაძეს რატომ ვერ ვხედავ აქ.
Бердиа
საინტერესოა ვინ ავლენს ამას და რით არიან ისინი ჩვენზე დიდი ექსპერტები ვერ გამიგია! თუნდაც იმის გამო რომ არც ჭანტურია არც ოქრიაშვილი და მითუმეტეს არც კვერკველია არ ჩანს რომელიც იდეალურ სეზონს ატარებს და მსოფლიო გრანდები არიან მით დაინტერესებული!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ