ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

სიყვარული, როგორც თამაში
ჩემთან ბევრი ჟურნალისტი მოდიოდა ინტერვიუს ასაღებად. ბევრს ვკითხულობდი და საკუთარ მოსაზრებებში მეტად მკვეთრი ვიყავი. პოლიტიკითაც დავინტერესდი.

ციხეში ლარი კინგი მეწვია და ინტერვიუ გადაიღო ორ ნაწილად. მას ძალიან უნდოდა ეჩვენებინა - როგორი იყო ჩემთვის სამყაროს მწვერვალიდან ციხის კამერამდე დაცემა.

- რომანტიკულ სიყვარულზე ვილაპარაკოთ: არ გყოფნით ეს გრძნობა? - დაინტერესდა ის.

ვერ მოვუყვებოდი ჩემს ნარკოლოგ მასწავლებელზე.

- შესაძლოა, მაგრამ რა არის სიყვარული? სიყვარული - თამაშია, შეჯიბრი, ბრძოლა. ბევრ ადამიანთან - მამაკაცებთან და ქალებთან, რომლებიც დასაბრმავებლად ლამაზები არიან, სიყვარული ყოველთვის მოდის, რადგან ისინი მუდმივად იზიდავენ ადამიანებს. მაგრამ მათ არასოდეს უბრძვიათ სიყვარულისთვის. რისთვის არიან მზად სიყვარულის სანაცვლოდ? სიყვარული - ის არის, რაც ბრძოლას გაიძულებს, რადგან თუ თქვენ გყავთ საყვარელი ადამიანი, შეიძლება გამოჩნდეს ვინმე, ვინც მის წართმევას მოისურვებს. თუ სიყვარულისთვის ბრძოლა არ გიწევთ, აუცილებლად დანებდებით.

- ცხადია, თქვენ გაცილებით უკეთ ფლობთ აქაურ სიტუაციას. რა შეგიძლიათ თქვათ კვებაზე? რაიმე კერძი განსაკუთრებულად გენატრებათ?

ვერ მოვუყვებოდი მას ზღვის პროდუქტებზე, ჩინური სამზარეულოს კერძებზე და სხვა მენიუზე, რომელიც რეგულარულად მქონდა კამერაში.

- ეს ჩემი პირადი საქმეა, - უპასუხე მე.

- უბრალოდ, მინდა მაყურებლამდე მივიტანო - რა გრძნობაა, როცა აღარ გაქვს ის, რაც ყოველდღე გქონდა, - თქვა ლარიმ.

- მომისმინეთ. არიან ადამიანები, რომლებიც ციხეში მოხვდნენ და შესაძლოა, უფრო კოშმარულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ვიდრე მე ვარ. მაგრამ, უბრალოდ, უფრო მეტად უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი. რამდენადაც მახსოვს, დრამატურგმა ტენესი უილიამსმა ერთხელ თქვა: "ჩვენ უნდა განვიცადოთ უნდობლობა ერთმანეთის მიმართ, რადგან ეს არის ერთადერთი ხერხი - დავიცვათ თავი ერთმანეთის ღალატისგან". მე მჯერა ამ სიტყვების, მთელი არსებით მჯერა. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი, ვისთანაც შეხება მაქვს ამ ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან მიღალატებს. ამაში დარწმუნებული ვარ. ბევრი იტყვის: "არა, არა, არა!" მაგრამ ამის მჯერა.

- თუ თქვენ ამის გჯერათ, შესაბამისად, უბედური ადამიანი უნდა იყოთ, - თქვა ლარიმ.

- არა, უბედური არ ვარ, უბრალოდ, საკუთარი გარემოებები მახსოვს.

- მე თქვენ გაჩუქებთ რაღაც ადამიანურს. ეჭვი მაქვს, გენატრებათ აპლოდისმენტები, - თქვა ლარიმ. - წესით, უნდა მოგნატრებოდათ.

- ალაჰის წყალობით, დღეში ძალიან ბევრჯერ თავად ვუკრავ ტაშს საკუთარ თავს. საკუთარი თავის ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მთელი მსოფლიოში არ არის არაფერი ჩემზე უკეთესი. ასე რომ, უბრალოდ, არ ვფიქრობ ამაზე. ამ ბიჭებს, რეალურად არ ესმით, რატომ მიკრავენ ტაშს. ბრწყინვალედ ვიცნობ საკუთარ თავს და ვიცი, რატომ უნდა დამიკრან ტაში. ისინი კი ნოკაუტს ესალმებიან. სულ ეს არის. მათი აპლოდისმენტები ნოკაუტსა და რინგზე გამოსვლას ეკუთვნის, მე კი ტაშს ვუკრავ იმის გამო, რომ ვიცი - ვინ ვარ მე.

ციხეში ჩემი საქმეები შესანიშნავად მიდიოდა იქამდე, სანამ ვიღაცამ მე და ჩემი ნარკოლოგი ქალი არ ჩაგვიშვა. თუ ბოლო გამოცდას წარმატებით ჩავაბარებდი, ციხეს ერთი კვირის შემდეგ დავაღწევდი თავს, მაგრამ, მოულოდნელად, შიდა გამოძიების განყოფილებიდან მოვიდა ბიჭი ჩემთან დასალაპარაკებლად. ვიღაცამ შეატყობინა მათ, რომ საათობით ვიყავი მასწავლებლთან ერთად ოთახში. ამიტომაც გამოგზავნეს გამომძიებელი ჩემს დასაკითხად.

- რამდენიმე კვირის შემდეგ თავისუფლდებით, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება, თუ დამნაშავედ გაღიარებენ, - თქვა მან მშვიდად.

ჯანდაბა! სუნთქვა შემეკრა.

- მაგრამ, მე არაფერი გამიკეთებია, სერ! ყველა დაგიდასტურებთ, რომ ბეჯითი მოსწავლე ვარ! - წამოვიძახე მე.

ამ პატარა თეთრმა ბიჭმა ძალიან შემაშინა, მის წინ ისე ვიჯექი, როგორც ბიძია თომა: "დიახ, სერ. არა, სერ".

- ზოგიერთი პატიმარი ამტკიცებს, რომ იმ ოთახში მრჩეველთან ერთად დიდი ხნით რჩებოდით, - მითხრა მან.

- ამის შესახებ არაფერი ვიცი. უბრალოდ, საკუთარ სამუშაოს ვასრულებ. რჩევა მჭირდება. ადრე, ძალიან ვეტანებოდი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს, არის ბევრი ცდუნება, რომელსაც ყოველდღე უნდა ვებრძოლო...

გზა და გზა ვიგონებდი სიტყვებს.

- იცით, მიმაჩნია, რომ თქვენს საქმეში ძალიან არ გაგიმართლათ, მაიკ, მაგრამ ეს საკითხი - სულ სხვა ხასიათისაა. ძალიან სერიოზული პრობლემაა, - თქვა მან ბოლოს.

ამ ბიჭს ძალიან შეშინებული დავშორდი. მნახველების ზონაში გავედი და უცებ შევამჩნიე - როგორ მოდიოდა ის ქალი ჩემსკენ. კინაღამ წავიქეცი. შემდეგ კი დავინახე თეთრი ბიჭი, რომელმაც ჩემი დაკითხვა დაასრულა და ნარკოლოგთან გასაუბრებას აპირებდა.

- მე ხომ არ მეძებ, ნაბიჭვარო? - ქალმა ბიჭს ყვირილი დაუწყო.

გული ქუსლებში გამეპარა, კვერცხები - ფეხსაცმელში. ყურებს არ ვუჯერებდი: ის გამომძიებელს უყვიროდა. გავიფიქრე: "ღმერთო, ყველანი უკანალში ვართ!"

- ჯანდაბა, რისი ცოდნა გსურს ჩემს შესახებ? აქ უკვე 17 წელია ვმუშაობ!

ის თავს დაესხა ბიჭს, გამოლანძღა, ბოლოს საბუთი ამოიღო. მოკლედ, ძალიან შეაშინა. შემდეგ პაემნების ოთახში შევიდა, მომიახლოვდა და ლაპარაკი დამიწყო, თან ჩემს სასქესო ასოს ეხებოდა. ბოლოს, შარვალზე, იქ, სადაც ჩემი ასო იყო, საკუთარი სახელი დაწერა.

- ჯანდაბა, ასე როგორ მოიქეცი? - ვკითხე მე.

პასუხად, მხოლოდ გამიღიმა.

ამის შემდეგ, აღარაფერი გამიგია ამ გამოძიებაზე. კურსების დასრულების შემდეგ, წარმატებით გავიარე ტესტი, თუმცა არსებობდა მისი ჩაგდების საშიშროება. ერთ-ერთ გამოცდაზე მთხოვეს დამესახელებინა ადამიანის სამი მთავარი მოთხოვნილება. მე ვუპასუხე: "სექსი, საკვები, წყალი". სწორედ ასეთი თანმიმდევრობით. დავივიწყე ჰაერი, მხოლოდ სექსი, საკვები და წყალი.

ჩემი განთავისუფლება რამდენიმე დღის ამბავი იყო. ციხიდან გამოსვლისთანავე მილიონობით დოლარს მპირდებოდნენ ტელეარხ Showtime-დან და ლას ვეგასში სასტუმრო-გასართობ კომპლექს MGM Grand-დან - იმ გარიგების წყალობით, რომელიც დონ კინგმა დადო. ბევრი ცდილობდა ჩემს გადაბირებას, მაგრამ დონი საუკეთესო ვარიანტად მიმაჩნდა. ის სხვებზე მეტ ფულს მპირდებოდა. გარეთ კი ახალი მეგობარი გოგო მელოდა.

მონიკა ტერნერს რამდენიმე წლის წინ შევხვდი. ის ჩემი ერთი ნაცნობის ბეტის მეგობარი იყო. ბეტს ჩემი და მონიკას "დაჯახება" უნდოდა, რადგან ეჩვენებოდა, რომ ჩვენგან კარგი წყვილი დადგებოდა. ამიტომაც მონიკამ კამილას სახლში წერილი გამომიგზავნა, რასაც ფოტოც დაურთო. საპასუხოდ არაფერი გამიკეთებია, მაგრამ სასამართლომდე ორი კვირით ადრე, ვაშინგტონში ყოფნისას, მის სახლს ორი ლიმუზინით მივადექი. გონებაში მისი სატელეფონო ნომერი მქონდა, რადგან ფოტოგრაფიული მეხსიერებით გამოვირჩევი. მანამდე პირადი შეხვედრა არ გვქონია.

- სად ხარ? - მკითხა მან.

- შენი სახლის კართან.

კარებშივე შევხვდი და ვცადე დამეყოლიებინა, რომ სახლში შევეშვი. მაგრამ უარი მითხრა. ჩემთან ერთად იყო კრეიგ ბეგი, რომელმაც მონიკას ჰკითხა:

- შეიძლება ტუალეტით ვისარგებლო?

და ის სახლში შეუშვა.

- რატომ მიეცი შესვლის უფლება? შენ ხომ მას არ იცნობ? - ვკითხე მე.

- შენ აქ შემოსვლა გინდა იმისთვის, რომ კიდევ რაღაც გააკეთო, მას კი, უბრალოდ, ტუალეტში უნდოდა.

ასე რომ, მხოლოდ ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და წავედი. ამის შემდეგ აღარ დავლაპარაკებივარ. მაგრამ ერთხელ მონიკასგან ციხეში წერილი მივიღე.

- ღმერთო, გთხოვ, დამირეკე, - მწერდა ის. წერილში იგრძნობოდა შეშფოთება და მზრუნველობა, ამიტომაც გადახდილი ზარით დავურეკე.

- გინდა ჩემი გოგო გახდე? - ვკითხე პირდაპირ. როგორც ყოველთვის, ერთი წუთით ვცხოვრობდი.

- ჰო! მინდა! - მიპასუხა მან.

გამიხარდა. კარგი და ჭკვიანი გოგონა იყო. ბევრი რამის გადატანა მოუწია: ცუდად ეპყრობოდნენ, რთული დროება გამოიარა. ერთი პერიოდი, მასთან რომანი ჰქონდა "ნიუ იორკ ნიქსის" ერთ კალათბურთელს, მაგრამ შემდეგ მიატოვა.

თვითმფრინავის ბილეთები გავუგზავნე და ინდიანაში ჩემოფრინდა. იმ დროს ბევრ ფულს ვერ შოულობდა, რადგან ექიმობაზე სწავლობდა.

დამინახა თუ არა პაემნების ოთახში, ტირილი დაიწყო.

- არ მჯერა, რომ აქ ხარ, - თქვა მან.

მოგვეწონა ერთმანეთი. ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდა ჩემთან შესახვედრად. ხანდახან, კვირაში ორჯერ მოსვლას ახერხებდა. სანამ ციხეში ვიყავი, სექსი არ გვქონია. გარისკვა არ მინდოდა - მეშინოდა მისთვის აქ მოსვლა არ აეკრძალათ. ყოველთვის მოუთმენლად ველოდი მონიკასთან შეხვედრას. ასეთი რამ არასოდეს მქონია.

ციხეში სამი წელი გავატარე და ახლა, როგორც იქნა, გამოსვლის დრო მოვიდა. დილით ადრე გავიღვიძე და ბარგი ჩავალაგე. ფარიდი კიდევ უფრო ადრე განთავისუფლდა, ასე რომ, ციხეში ახლო მეგობრები აღარ დამრჩა. მაგრამ სხვა პატიმრებს გამოვემშვიდობე. გარეთ ასობით ჟურნალისტი და ოპერატორი მელოდებოდა. ისინი შუაღამიდან იცდიდნენ ციხის კართან. გასასვლელად მზად ვიყავი, როცა ჩემთან ტანმორჩილი, თეთრკანიანი ზედამხედველი ქალი მოვიდა.

- ვამაყობ შენით, მეგობარო, - მითხრა მან. - არ მჯეროდა, რომ ამას გაუძლებდი, მაგრამ შენ ეს შეძელი. მათ ვერ გაგტეხეს. გილოცავ.

გარკვეული ხანი ვფიქრობდი მის ნათქვამზე. განდიდების მანია დამიბრუნდა და გავიფიქრე: "არ სჯეროდა, რომ გავუმკლავდებოდი ამას? ჯანდაბა, არ იცის საიდან მოვდივარ? ვინ ვარ მისი აზრით?"

მაგრამ მას სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში. ის ლაპარაკობდა ჩემს პატიმრობაზე და იმ საზოგადოებასთან ადაპტირებაზე, სადაც საკუთარი თავი საუკეთესოდ არ მიმაჩნდა. ჩვენ ყველანი თანაბარი ვიყავით. ის, რაც მან თქვა, აღემატებოდა ჩემს შეგნებას და მიუხედავად, ჩემი ყველა მონდომებისა, უფრო ბუნდოვანი, მიუღწევადი და ამოუცნობი ხდებოდა გარეთ, თავისუფლებაზე ყოფნისას.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• KKKx

სასქესო ორგანოა და არა სასქესო ასო :D ან სასქესო ორგანო დაწერე ან უბრალოდ ასო ნუ ბოდიალობ რაღაცეებს )))

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი

[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები

ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]

"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა

"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა

ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა

"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი