...ამ ბიჭს ფიზიკურად მოვამზადებ და ძალიან ძლიერი ფეხბურთელი გაგვეზრდებაო
ქუთაისის "ტორპედოში" დიდი საკადრო ცვლილებებია. ასე რომ, მეორე წრეში გუნდი განახლებული შემადგენლობით ითამაშებს. მოსამზადებელ ეტაპზე, ცვლილებებსა და ბევრ სხვა სიახლეზე "ლელოს" კლუბის დირექტორი ზურაბ ჩაკვეტაძე ელაპარაკა...

რატომ შეყოვნდა შტელინი?

- 8 იანვრიდან გუნდი საღორიას ბაზაზე შეიკრიბება. ფეხბურთელები ადგილზე მოემზადებიან და ქართულ გუნდებთან რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებენ. სპარინგებს ვგეგმავთ ლანჩხუთის "გურიასთან" და წყალტუბოს "სამგურალთან", მაგრამ არ ვიცით, ამინდი რა კორექტივებს შეიტანს ჩვენს გეგმებში და რეალურად ვისთან მოვახერხებთ თამაშს. დიდი თოვლია და არ არის გამორიცხული, დროებით ქუთაისის მძლეოსნობის მანეჟში მოვემზადოთ...

სხვათა შორის, უამინდობის გამო ალექსანდრ შტელინი სტამბოლის აეროპორტში შეყოვნდა...

27 იანვარს "ტორპედო" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება და სიდეში დაბინავდება. იქ 5 საკონტროლო მატჩს გავმართავთ საკმაოდ ძლიერ მაკედონიურ, უკრაინულ, ყაზახურ და რუმინულ გუნდებთან...

ქიმაძე? ტყუილია!

- ყველა საკადრო ცვლილება შტელინის მითითებით განხორციელდა. მას სურს, რომ სამწვრთნელო შტაბიც და შემადგენლობაც მისთვის სასურველი კადრებით დაკომპლექტდეს...

ჯერჯერობით, ოფიციალურად, მხოლოდ მეკარე რევაზ თევდორაძემ დაგვტოვა. მისი მადლიერნი ვართ, რადგან, როგორც პიროვნებამ და როგორც მეკარემ, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. მაგრამ თბილისელი კაცია, "ლოკომოტივში" გადასვლა შესთავაზეს და უარი ვერ ვუთხარით...

კონტრაქტი დაუმთავრდა მეკარეების მწვრთნელ თამაზ ოდიკაძეს და მის ნაცვლად დავით მამარდაშვილი იმუშავებს. ცნობილია, რომ პირველი ლიგის კლუბ ცხინვალის "ლიახვიდან" მეკარე მაქსიმე ქვილითაია დაგვიბრუნდა. ის "ტორპედოში" 2006-07 და 2010-13 წლებში თამაშობდა...

ახალწვეული არც კვიპროსული "ეთნიკოსიდან" წამოსულ ბექა ტუღუშზე ითქმის, რადგან ჩვენთან ადრეც თამაშობდა და მიმაჩნია, რომ გუნდის გაძლიერება შეუძლია. ორივე მათგანთან კონტრაქტს 8 იანვარს გავაფორმებთ...

ტყუილია, თითქოს, გიორგი ქიმაძე თბილისის "დინამოში" გადადის. ის მშვენიერი მარცხენა მცველია, მისი დიდი იმედი გვაქვს და ჩვენთან დარჩება. ოფიციალურად, დღემდე ჩვენი მოთამაშეები არიან გიორგი სომხიშვილი, დავით ოდიკაძე და გიორგი კახელიშვილი...

წილოსანი მოიყვანეთო...

- სხვათა შორის, წასვლამდე შტელინი ძალიან მოწადინებული იყო, ლანჩხუთის "გურიიდან" ვანო წილოსანი დაგვემატებინა. ამბობდა, ამ ბიჭს ფიზიკურად მოვამზადებ და ძალიან ძლიერი ფეხბურთელი გაგვეზრდებაო...

საბედნიეროდ, ეს ტრანსფერი გამოვიდა, წილოსანთან კონტრაქტი უკვე გავაფორმეთ და ის ოფიციალურად გახდა "ტორპედოს" მოთამაშე. არ დავმალავ, რომ სულ 22 ფეხბურთელის სია გვქონდა, მათ შორის საუკეთესოებს ხასიათების მიხედვითაც ვარჩევდით...

სხვათა შორის, კიდევ ორი ლანჩხუთელის დამატება გვსურდა - თორნიკე მოსიაშვილისა და სანდრო ბახიასი. ბახიას დაველაპარაკეთ, მაგრამ... ამ ეტაპზე მან თავი შეიკავა - "გურიაში" კიდევ მოვძლიერდები და ინტერესი თუ გექნებათ, მერე გადმოვალო...

8 იანვრიდან სინჯებზე კიდევ რამდენიმე მოთამაშეს ველოდებით. მათ შორის იქნება მარტვილის "მერანის" მცველი ჯიმი გაბუნიაც...

სასიხარულოა, რომ მალე დაგვიბრუნდებიან ტრავმამოშუშებული გურამ ადამაძე და ბაქარ მირცხულავა. გუნდში გვყავს გამოცდილი გია ნერგაძე და ნიჭიერი ანრი ჭიჭინაძე. კიდევ ორი საინტერესო ახალგაზრდაც დაწინაურდება და იმედია, მეორე წრისთვის უკეთესი შემადგენლობა გვეყოლება...

საერთოდ, არსებული კონტრაქტებიდან გამომდინარე, ზაფხულს ველოდებით და მერე კიდევ რამდენიმე სასურველ მოთამაშეს დავიმატებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
ტორპედომ ქართულ ბაზარზე უნდა იაქტიუროს ტორპედოში თამაშზე ყელა დათანხმდება.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორად ხაშურის ყოფილი გამგებელი დაინიშნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - თავით და კლასით [VIDEO]
ცვლილებები თბილისის "დინამოში" - უკრაინელი წავიდა, ქართველი მოვიდა
ვანო წილოსანი: ქართულ ფეხბურთს ვერაფერი გავუგე!..
საუკეთესო ნოკაუტი - ქართველების წარმატება ხელჩართული ბრძოლების მსოფლიო თასზე [VIDEO]
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა თბილისის "დინამოც" დასაჯა და ქუთაისის "ტორპედოც"
რევაზ ჩელებაძე: ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ?!
კახა ჩხეტიანი: მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ მსგავს ანგარიშს არ ველოდი
ტორპედო-მლადოსტი 5:1 - ქუთაისური ტორნადო
ქუთაისის "ტორპედო": ტატო ხაინდრავა იქით, კახა მეშველიანი აქეთ
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
ქუთაისის "ტორპედო": მბარგა აიბარგა - დაწუნებული ფრანგი და მარცხი თურქებთან
"ტორპედო" მაქსიმე ქვილითაიამაც დატოვა
კახა ჩხეტიანი: მიხარია, რომ ფინალში ლამაზი ფეხბურთით გავედით
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"კოლხეთის" დირექტორი: 2018 წელს რა დონის გუნდი გვეყოლება, ფინანსებზე იქნება დამოკიდებული
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
ფეხბურთელები გაუშვეს, ჩხეტიანი "ტორპედოს" მეპატრონის საკითხის გადაწყვეტას ითხოვს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ტორპედო-ვერეია 3:1 - თორნიკე კაპანაძის სამი გასროლა
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
"ტორპედო" მე-9 ფეხბურთელმა დატოვა - კლუბი ღრმა კრიზისშია
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა. XXVII ტურის წინ: ვამთავრებთ "კლასიკოთი"!
ტორპედო-ჰობრო 2:1 - მოგება დანიის სუპერლიგელთან [VIDEO]
კახა ჩხეტიანი: "ტორპედოს" მიზანი ყველა მთავარი ტიტულისთვის ბრძოლაა
"ტორპედოში" ირანელები გამოჩნდნენ, შტელინი ბრიუსელის ტერაქტებმა დააბრკოლა
ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
ქუთაისის "ტორპედო": გიორგი გურული დაბრუნდა, სამეული დარჩა
ქუთაისის "ტორპედო": უგოლო ზავი "დესნას" ქართველებთან [VIDEO]