ფეხბურთი და ფული

ფინანსური ფეარ პლეი

უეფას ოფიციალური განცხადებით, ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს სატრანსფერო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს და დარწმუნებულნი არიან, რომ კლუბები გაგებით მოეკიდებიან ფინანსური ფეარ პლეის იდეას. ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული წესებით კლუბებს, რა თქმა უნდა, არ ეკრძალებათ და არც არანაირი შეზღუდვა არ უწესდებათ სატრანსფერო ბაზარზე სამოქმედოდ, თუმცა სეზონის ბოლოს სავალდებულოს ხდის საბუღალტრო ანგარიშებში სრული ბალანსის დაცვას.

დღევანდელ სიტუაციაში თვალში საცემია ერთი გარემოება: გრანდიოზული ტრანსფერები საფეხბურთო სამყაროში ფინანსური სიტუაციის სტაბილიზაციას ხელს უშლის. უეფას გადაწყვეტილი აქვს, საფეხბურთო კლუბებს 2012 და 2013 წლების ბოლომდე მყარი ფინანსური მდგომარეობის მიღწევა მოსთხოვოს. კლუბების მენეჯერები ბუნებრივია აცნობიერებენ, რომ მალე ყოველი ტრანსფერისა და შრომის ანაზღაურების შესახებ უეფას სპეციალური კომისიისთვის ანგარიშის ჩაბარება მოუწევთ. მიშელ პლატინის უწყება კი წესებიდან გამონაკლისის დაშვებას არ აპირებს. "ფინანსური ფეარ პლეის პრინციპის შემოღება უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება ფეხბურთისთვის”, - სჯერათ უეფას ჩინოსნებს.

მიუხედავად მაღალჩინოსანთა ოპტიმიზმისა, იდეით აღფრთოვანებული სულაც არ გამოიყურება “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი. “ყველას ერთი და იგივე აკერია პირზე - ფინანსური ფეარ პლეი, ფინანსური ფეარ პლეი… კი, მაგრამ რას ნიშნავს ეს? ამდენს ვლაპარაკობთ და საქმე საქმეზე როცა მიდგება თითქოს ჰაერიდან ნაშოვნი ფული იხარჯება ევროპულ ფეხბურთში. შეხედეთ, “ჩელსიმ” მარტო ბოლო დღეებში 80 მილიონი ევრო დახარჯა. რომელ სუფთა თამაშზეა ლაპარაკი?”, - გაღიზიანებულია “როსონერის” ხელმძღვანელი.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა