რაფაელ ნადალი ასე არასოდროს განადგურებულა
როგორც ჩანს, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2016 წლის სეზონშიც აპირებს დომინირებას. სერბმა ახალი წლის წლის პირველივე ტურნირზე აიღო მთავარი პრიზი - ეს მან დოჰაში შეძლო, სადაც აქამდე გამარჯვება არ ჰქონია.

ფინალში ისტორიულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი: ჯოკოვიჩი 47-ედ ხვდებოდა რაფაელ ნადალს. წინა 46 მატჩის შემდეგ, ანგარიში თანაბარი იყო - 23:23. ნოვაკი არასოდეს ყოფილა რაფასთან დუელში დაწინაურებული და სოლიდური ჩამორჩენა ბოლო ორ წელიწადში ამოქაჩა, როცა ბოლო რვა მატჩიდან შვიდში მოუგო ესპანელს. დოჰაში ბრწყინვალე თამაშის შემდეგ კი პირველად გაუსწრო პრინციპულ მეტოქეს - 24:23.

ჯოკოვიჩმა საათსა და 13 წუთში გაანადგურა ნადალი - 6:1, 6:2. სერბმა 30 "ვინერსი" მიითვალა და შვიდიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, რაფას კი მხოლოდ ცხრა "ვინერსი" და ერთადერთი გამოუყენებელი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა.

პირველად ამ მოთამაშეების ურთიერთშეხვედრებში, ერთ ჩოგბურთელს მეორეზე ასეთი დიდი უპირატესობა ჰქონდა. წინა 46 შეხვედრაში, წაგებული მინიმუმ 4 გეიმს იღებდა.

"შეიძლება მოკრძალებული ნათქვამი არ გამომივიდეს, მაგრამ ამ მატჩში ახლოს ვიყავი სრულყოფილებასთან. ყველა გათამაშებას ვაკონტროლებდი, წარმატებით ვახვევდი თავს მეტოქეს ჩემს თამაშს. კორტზე სწორი განწყობით გავედი და ამ მატჩში ყველა დასახული გეგმა განვახორციელე", - განაცხადა მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა.

"მე მიპირისპირდებოდა ჩოგბურთელი, რომელმაც ყველაფერი იდეალურად გააკეთა. ზუსტად ვიცი, რომ აქამდე არავის არ უჩვენებია ასეთი ჩოგბურთი. მას შემდეგ, რაც სპორტის ამ სახეობას ვეზიარე, არ მინახავს არავინ, ვინც ასეთ დონეზე ითამაშებდა", - ეს დამარცხებული ნადალის სიტყვებია.

გასულ კვირას, მამაკაცთა ტურში კიდევ ორი ტურნირი გაიმართა და ორივეს ფინალში შვეიცარიელი ჩოგბურთელი ვიხილეთ.

ბრისბენში როჯერ ფედერერმა ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა კანადელ მილოშ რაინიჩს. ლეგენდას მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც რაონიჩმა მოიგერია, თავად კი თითო სეტში თითო ბრეიკი შეასრულა და საათსა და 27 წუთში - 6:4, 6:4 მოიგო. კანადელისთვის ეს არის მე-8 ტიტული კარიერაში.

მეორე შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ ჩენაის ტურნირის ფინალში აჯობა ხორვატ ბორნა ჩორიჩს. აქაც შეხვედრის ხანგრძლივობა და სცენარი თითქმის იგივე იყო, რაც ბრისბენში.

ვავრინკამ თითო სეტში თითოჯერ მოახერხა მეტოქის მოწოდების აღება, ამასთან, ხუთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია - 6:3, 7:5. შვეიცარიელმა ძალიან კარგად ამუშავა თავისი მთავარი იარაღი და მატჩში 15 ეისი ჩააწოდა. სტენმა კარიერაში მე-12 ტიტული მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის