სტუმართა დომინაცია ტურში
* სერია A-ს მიმდინარე გათამაშებამ ეკვატორს უწია, ზამთრის ჩემპიონი კი "ნაპოლია".

* "ლაციო"-"ფიორენტინას" შეხვედრაში 4 გოლი გავიდა და 4-ვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, რაც უნიკალური შემთხვევაა.

* ლორენცო პაშუტიმ "კარპის" მაისურით 5 სხვადასხვა ლიგაში გაიტანა გოლი (სერია D, ლიგა პრო A, ლიგა პრო B, სერია B, სერია A), რაც უნიკალური მიღწევაა.

სანამ გერმანიაში ისვენებენ, ინგლისში თასზე თამაშობენ, ხოლო ესპანეთში "რეალი" და "ბარსელონა" პირველივე ტაიმებში კლავენ ინტრიგას, იტალიაში სამკვდერო-სასიცოცხლო ბრძოლებია გაჩაღებული და ლიდერები თითოეულ ტურში დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან.

სანამ განვლილ ბატალიებს მიმოვიხილავთ, აღვნიშნოთ, რომ მე-19 ტურში სტუმრებმა აშკარად დაჯაბნეს მასპინძლები.

მორიგი შოკი

"ინტერმა" მიჯრით მეორე საშინაო მარცხი იწვნია და დაკარგა კიდეც პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში. მილანურმა გრანდმა "სასუოლოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

ერთადერთი და გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, თერთმეტმეტრიანი დარტყმით დომენიკო ბერარდიმ გაიტანა. პენალტი 100%-იანი იყო, რადგან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილ გრეგორ დრეფელს დარტყმის საშუალება არ მისცეს და მინდორზე დაანარცხეს.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მილანელებს შეეძლოთ არათუ ერთი, არამედ რამდენიმე გოლის გატანა. თუმცა, სტატისტის როლში არც სტუმრები იყვნენ და პერიოდულად, კონტრშეტევებზე მწარედ იკბინებოდნენ. მატჩის ბოლო წუთებში "ინტერი" დიდი ძალებით გადავიდა შეტევაში, ზონები მოაშიშვლა და "სასუოლომაც" ამით ისარგებლა. მთლიანობაში, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა კარგად ითამაშა და სამი ქულაც ალალად დაიმსახურა. საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია სტუმართა მეკარე ანდრეა კონსილი, რომელმაც რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი გოლისგან.

თამაში მართლაც საინტერესო გამოვიდა, სანახაობრივი და დრამატული, შედეგი კი მოულოდნელი, თუმცა "სასუოლოსგან" არაფერი უნდა გვიკვირდეს და თუ რატომ, ამ კითხვაზე ყველაზე უკეთ სატურნირო ცხრილი გიპასუხებთ...

იხილეთ ვიდეო

ფრე, რომელმაც მწვრთნელები იხსნა

"სტადიო ოლიმპიკოზე" "რომამ" "მილანს" უმასპინძლა და წინასწარი პროგნოზით, ამ მატჩს რომელიმე გუნდის სამწვრთნელო სკამი უნდა შეეწირა. მოიგებდა "რომა" და მილანელთა თავკაცი დატოვებდა პოსტს, "მილანის" წარმატების შემთხვევაში კი იგივე ბედს რომაელთა მესაჭე გაიზიარებდა.

თამაში ფრედ დასრულდა და ჯერჯერობით, სინიშა მიხაილოვიჩიც და რუდი გარსიაც თავიანთ ადგილებზე არიან.

პირველი ტაიმი უფრო "რომას" უპირატესობით წარიმართა და მომენტებიც სტუმართა კართან მეტი შეიქმნა, მეორე ნახევარში კი სტუმრებმა იგდეს ხელთ უპირატესობა და, სადაც სამართალია, ერთი გოლი კი უნდა შეეგდოთ. თუმცა, მილანელებმა დამაგვირგვინებელ ფაზაში უზუსტობა გამოავლინეს, რაც მიმდინარე სეზონში არაერთხელ გვინახავს, ყველაზე ნათელი მაგალითი კი ბოლო საშინაო მატჩი იყო "ბოლონიასთან".

გოლები ჩაწოდებებს მოჰყვა - რომაელთაგან ანტონიო რუდიგერი გამოირჩა, მილანელთაგან კი იურაი კუცკა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანმა პირველი გოლი გაიტანა ახალი გუნდის შემადგენლობაში. მეკარეებიც შევაქოთ, რადგან ვოიცეხ შჩესნიმ და ჯანლუიჯი დონარუმამ რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერიეს.

მივიღეთ ფრე, რომელმაც როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის გულშემტკივარს სიხარულის საბაბი ნაკლებად მისცა, მწვრთნელებმა კი ბეწვის ხიდზე გაიარეს და ჯერჯერობით, ინარჩუნებენ დაკავებულ პოსტებს...

იხილეთ ვიდეო

"ფიორენტინაც" დაეცა

"ინტერის" მსგავსად, "ფიორენტინამაც" საშინაო მარცხი იწვნია. უცნაური გუნდია "ლაციო" - ბოლო ორი გასვლითი მატჩი მოიგო, ერთხელ ლიდერი დაამარცხა, ხოლო შემდეგ მეორე ადგილზე მყოფი გუნდი, ამ ორ თამაშს შორის კი საკუთარ კედლებში "კარპის" დაუთმო ქულა. მოკლედ, "ლაციო" არასტაბილურია, ჩავარდნას გასროლა მოსდევს, ერთ-ერთი ტყვია კი "ფიორენტინას" მოხვდა.

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ფლორენციულ მატჩში გატანილი ოთხივე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა - ერთი პირველ ტაიმში, ხოლო სამი მეორე ნახევარში. თავად განსაჯეთ, 92-ე წუთი იწურებოდა, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, მატჩი კი 1:3 დასრულდა. გოლების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ სტუმართაგან კეიტა, სავიჩი და ანდერსონი გამოირჩნენ, მასპინძელთა რიგებში კი რონკალია გამოირჩა.

იხილეთ ვიდეო

"ნაპოლიმ" გაილაღა

კონკურენტების წაფორხილებით შესანიშნავად ისარგებლა "ნაპოლიმ" და "ფროზინონე" მისსავე მოედანზე გაანადგურა.

ნეაპოლელებმა 5 გოლი შეუგდეს მეტოქეს, მხოლოდ ერთი გაუშვეს და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერეს აქტივში.

გონსალო იგუაინის ანგარიშზე დუბლია, თითო გოლი კი რაულ ალბიოლმა, მარეკ ჰამშიკმა და მანოლო გაბიადინიმ მიითვალეს აქტივში. "ნაპოლის" კიდევ შეეძლო გატანა, რადგან "კარპის" კართან აურაცხელი რაოდენობის სახიფათო მომენტი შეიქმნა.

"ნაპოლი" ოპტიმალურ ფორმაშია, მატჩს მატჩზე იგებს და შედეგად, სატურნირო ცხრილში უკვე პირველი ადგილი უჭირავს. იგრძნობა ის რესურსი, რომელიც გუნდს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაში სჭირდება და ვინ იცის, იქნებ საჩემპიონო მარათონში სამხრეთელებმა "ინტერს" და "იუვენტუსს" ღირსეული კონკურენცია გაუწიონ. ჯერჯერობით, ყველაფერ აქეთ მიდის და მით უკეთესი იტალიური ფეხბურთის მოყვარულებისთვის.

იხილეთ ვიდეო

სერია A-ს მიმდინარე გათამაშება უაღრესად დაძაბულად მიმდინარეობს და იმედი დავიტოვოთ, რომ ბოლომდე ასე გაგრძელდება.

XIX ტური

9 იანვარი

კარპი-უდინეზე 2:1

გოლები: 1:0 პაშუტი (26), 2:0 ლოლო (70), 2:1 საპატა (72)

კარპი (4-4-1-1): ბელეჩი - ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო, ლეტიცია - პაშუტი, კოფიე, ბიანკო (51. ლაზანია), დი გაუდიო (66. კრიმი) - ლოლო - მბაკოგუ (90. სუაგერი)

უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - პირისი, დანილო, ფელიპე - ვიდმერი (62. საპატა), ბადუ, ფერნანდესი (82. მარკინიო), ლოდი, ალი ადნანი - პერიცა (52. დი ნატალე), ტერო

გაფრთხილება: სუაგერი - პირისი

კუთხური: 6-5; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 8-7 (5-4); ბურთის ფლობა: 47%-53%

მაყურებელი: 8 000

ფიორენტინა-ლაციო 1:3

გოლები: 0:1 კეიტა (45), 0:2 სავიჩი (90), 1:2 რონკალია (90), 1:3 ანდერსონი (90)

ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო, ასტორი - ბლაშიკოვსკი (54. პასკუალი), ვესინო, ბადელი (59. ილიჩიჩი), ალონსო - ბორხა ვალერო, ფერნანდესი (74. როსი) - კალინიჩი

ლაციო (4-3-3): ბერიშა - კონკო, მაურისიო, ჰოედტი, რადუ (76. ბრაავჰეიდი) - პაროლო, ბილია, სავიჩი - კანდრევა, კეიტა (87. ანდერსონი), ჯორჯევიჩი (64. მატრი)

გაფრთხილება: გონსალო, ბორხა ვალერო, პასკუალი - კონკო, მაურისიო, ჰოედტი, პაროლო

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 14-25; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 11-8 (6-4); ბურთის ფლობა: 59%-41%

მაყურებელი: 25 000

რომა-მილანი 1:1

გოლები: 1:0 რუდიგერი (4), 1:1 კუცკა (50)

რომა (4-3-3): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი (46. კასტანი), რუდიგერი, დინე - პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი - იაგო (56. სალაჰი), ჟერვინიო, უმარი (70. ტოტი)

მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე (79. ანტონელი), საპატა, რომანიოლი, დე შილიო - ჰონდა, კუცკა, ბერტოლაჩი, ბონავენტურა (85. ნიანგი) - ბაკა, ლუის ადრიანო (57. ბოატენგი)

გაფრთხილება: მანოლასი, ნაინგოლანი, პიანიჩი - კუცკა, ბერტოლაჩი, ლუის ადრიანო

კუთხური: 4-8; ჯარიმა: 9-17; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 8-14 (3-7); ბურთის ფლობა: 43%-57%

მაყურებელი: 45 000

10 იანვარი

ინტერი-სასუოლო 0:1

გოლი: 0:1 ბერარდი (90)

ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, მირანდა, მურილიო, დამბროზიო - ბროზოვიჩი, მედელი (90. გუარინი), კონდოგბია (86. იოვეტიჩი) - პერიშიჩი (64. პალასიო), ლიაიჩი, იკარდი

სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო - მანიანელი, მისიროლი, დანკანი (84. ბიონდინი) - სანსონე (81. ფლორო ფლორესი), ბერარდი, ფალჩინელი (72. დეფრელი)

გაფრთხილება: მირანდა, მურილიო, დამბროზიო - კანავარო, მანიანელი

კუთხური: 9-7; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 16-10 (7-6); ბურთის ფლობა: 58%-42%

მაყურებელი: 55 000

ატალანტა-ჯენოა 0:2

გოლები: 0:1 ჯემაილი (79), 0:2 პავოლეტი (81)

ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - ბელინი (82. მონაკელო), ტოლოი, პალეტა, ბრივიო - კურტიჩი (83. ესტიგარიბია), გრასი (71. მილიაჩო), ჩიგარინი - დალესანდრო, გომესი, დენისი

ჯენოა (3-4-2-1): პერინი - იძო, ბურდისო, მუნიოსი - ანსალდი, ლაქსალტი, რინკონი, რიგონი (69. ჯემაილი) - სუსო (46. კაპელი), პანაიოტისი - პავოლეტი

გაფრთხილება: პალეტა, დალესანდრო - სუსო, ჯემაილი

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 8-11 (2-2); ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 20 000

ბოლონია-კიევო 0:1

გოლი: 0:1 პეპე (79)

ბოლონია (4-3-3): მირანტე - როსეტინი (90. ფერარი), გასტალდელო, ოიკონომო, მაზინა - ტაიდერი (82. აკვაფრესკა), პულგარი, ბრიგი - მბაიე (60. ფალკო), ჯაკერინი, დესტრო

კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, დაინელი, ცეზარი, ფრეი - რიგონი, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი (13. პეპე) - ბირსა (75. მპოკუ) - პალოსკი, ინგლეზე (73. გობი)

გაფრთხილება: ოიკონომო, დესტრო - ფრეი, კაჩატორე

კუთხური: 5-4; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11-5 (2-2); ბურთის ფლობა: 56%-44%

მაყურებელი: 22 000

ფროზინონე-ნაპოლი 1:5

გოლები: 0:1 ალბიოლი (20), 0:2 იგუაინი (30-პენ.), 0:3 ჰამშიკი (59), 0:4 იგუაინი (60), 0:5 გაბიადინი (71), 1:5 სამარკო (81)

ფროზინონე (4-4-2): საპინო - მ. ჩოფანი, ბლანკარდი, დიაკიტე, კრიველო - პაგანინი (57. ტონევი), გუჩერი, სამარკო, კრაგი (62. ჩიბსა) - დ. ჩოფანი, დიონისი (67. სოდიმო)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (78. ჩალობაჰი) - მერტენსი, კალეხონი (75. ელ ქადური), იგუაინი (66. გაბიადინი)

გაფრთხილება: ბლანკარდი, დიონისი - ჰიუსაი

კუთხური: 3-9; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 7-14 (3-8); ბურთის ფლობა: 33%-67%

მაყურებელი: 10 000

ვერონა-პალერმო 0:1

გოლი: 0:1 ვასკესი (27)

ვერონა (4-4-2): გოლინი - სალა, ჰელანდერი, მორასი, სუპრაიენი - ვსზოლეკი (46. ემანუელსონი), ალფრედსონი (65. ტალები), ვივიანი, იონიცა (86. ფარესი) - პაცინი, ტონი

პალერმო (3-4-2-1): სორენტინო - ანდელკოვიჩი, გონსალესი, გოლდანიგა - ლაზაარი, ჰილემარკი, მატო (66. ჩოჩევი), მორგანელა - ვასკესი, ტრაიკოვსკი (89. კრისტანტე) - ჯილარდინო (85. ჯურჯევიჩი)

გაფრთხილება: ტონი, პაცინი - მორგანელა, გოლდანიგა, მატო, ვასკესი

კუთხური: 10-3; ჯარიმა: 16-25; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 23-6 (7-3); ბურთის ფლობა: 59%-41%

მაყურებელი: 18 000

ტორინო-ემპოლი 0:1

გოლი: 0:1 მაკარონე (56)

ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - პერესი, გაცი, ბენასი (81. ვივესი), ბაზელი, მოლინარო (60. ძაპაკოსტა) - მარტინესი, ბელოტი (69. მაქსი ლოპესი)

ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ბარბა, კოსტა, მარიო რუი - ზელინსკი, პარედესი, ბუჩელი (51. კროჩე) - საპონარა - მაკარონე (86. პიუ), ლივაია (51. პუჩარელი)

გაფრთხილება: მოლინარო, ბელოტი - ლაურინი, ბარბა, ბუჩელი, პარედესი, მაკარონე, ლივაია

კუთხური: 7-1; ჯარიმა: 21-19; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 11-10 (6-4); ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 18 000

სამპდორია-იუვენტუსი 1:2

გოლები: 0:1 პოგბა (17), 0:2 ხედირა (46), 1:2 კასანო (64)

სამპდორია (4-3-3): ვივიანო - კასანი, მოისანდერი, ზუკანოვიჩი, რეჯინი - სორიანო (37. ივანი), ფერნანდო, ბარეტო (73. მურიელი) - ედერი (85. ალეჰანდრო), კარბონერო, კასანო

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - რუგანი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი (65. კუადრადო), ხედირა, ერნანესი, პოგბა, ევრა - დიბალა (89. პადოინი), მორატა (77. ძაძა)

გაფრთხილება: კასანი, კარბონერო - ბონუჩი, ხედირა, ერნანესი, პოგბა

გაძევება:მოისანდერი (90. სამპდორია)

კუთხური: 5-8; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9-12 (3-6); ბურთის ფლობა: 49%-51%

მაყურებელი: 32 000

იხილეთ ვიდეო

ბომბარდირები: 18 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 11 - მარტინს ედერი (სამპდორია); 10 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 9 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა); 8 - კარლოს ბაკა (მილანი), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი), მასიმო მაკარონე (ემპოლი), ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა)

მომდევნო ტური

16 იანვარი:

ატალანტა-ინტერი, ტორინო-ფროზინონე, ნაპოლი-სასუოლო

17 იანვარი:

ჯენოა-პალერმო, კიევო-ემპოლი, რომა-ვერონა, უდინეზე-იუვენტუსი, ბოლონია-ლაციო, კარპი-სამპდორია, მილანი-ფიორენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი