თავდაცვის სამინისტროს გუნდმა, რომელიც პირველ სეზონს ატარებს, ქომაგთა მხარდაჭერით პირველი ტიტული მოიპოვა
თავდაცვის სამინისტროს გუნდი "არმია" პირველ სეზონს ატარებს. მისთვის საქართველოს თასი პირველი ტიტული იყო, რომელიც 1 თებერვალს მოიპოვა.

მთავარი კი ისაა, რომ ამ გამარჯვებით ერთეულებს არ გაუხარიათ: დარბაზში 10 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა, რომელთაგან ნახევარზე მეტი (ზუსტად ნამდვილად ვერ დავითვლიდით) "არმიას" ქომაგობდა. კალათბურთი გულშემატკივრისთვისაა. კიდევ ერთხელ უნდა განვმეორდეთ - "არმიის" შექმნით დიდი საქმე გაკეთდა.

- ბედნიერი ვარ რომ ამდენი ქომაგი გავახარეთ. ეს თასი მხოლოდ გუნდს კი არა, ყველა ქომაგს ეკუთვნის, - თქვა ნამატჩევს ანატოლი ბოისამ. მაყურებელთა ფაქტორზე ილაპარაკა კოტე ტუღუშმაც:

- "არმიამ" და გულშემატკივარმა თასი ერთად მოვიგეთ, რისთვისაც მათ მადლობას მოვახსენებ. ვფიქრობ, სადღეისოდ ჩვენი გუნდი შსს-ზე ძლიერია და ამიტომაც გავიმარჯვეთ.

კოტე ძალთა თანაფარდობასაც შეეხო. თასის ფინალში დაფიქსირებული 20-ქულიანი სხვაობა (71:51 "არმიას" სასარგებლოდ) თანაფარდობას რეალურად ასახავდა: ერთ გუნდს ყველაფერი გამოუვიდა, მეორეს - არაფერი. მაგრამ თუ შემადგენლობების სიძლიერით ვიმსჯელებთ 20-ქულიანი სხვაობა სულაც არ უნდა ყოფილიყო. მაშ რა მოხდა, როგორ მოახერხა "არმიამ" ასეთი უპირატესობით მოგება?

ამ კითხვას ერთი კონკრეტული პასუხი არ აქვს - მიზეზები მძივივითაა ერთმანეთზე ასხმული.

"არმიას" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მოსეშვილმაც აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ამ სეზონში საუკეთესო დაცვა ითამაშა. უამრავი სნაიპერით გაჯერებული შსს 51 ქულაზე მეტს რომ ვერ ჩააგდებს, დაცვას კომპლიმენტი ნამდვილად ეკუთვნის. რადგან შსს-ს ჩამგდები მეფარე დავით იმნაძე ტრავმირებულია, ხოლო ჟულივეტ ტუჯანი დაცვაში უფრო ძლიერია ვიდრე შეტევაში, არმიელებმა იცოდნენ, რომ მათი მეტოქე აქცენტს უკანახაზელებზე გადაიტანდა. ამიტომაც ბუბა ბერიშვილმა, კოტე ტუღუშმა, ანატოლი ბოისამ და სხვა დაბლებმა მაქსიმალურად შეუზღუდეს სივრცე ტროი კოტონს, ბესიკ ლეჟავას, ბექა წივწივაძეს და სხვა მსროლელებს. შედეგიც ოქმში ვიხილეთ: საწყის სამ პერიოდში შსს-ს მხოლოდ ორი სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული (40 წუთში 34-დან 4). დაცვაზე რომ ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ გიორგი შარაბიძე, რომელიც სივრცეებსაც კარგად ავსებდა და საკუთარ ფარქვეშ ბურთს არავის უთმობდა (11 მოხსნა საკუთარ ფარზე). საბოლოოდ გიორგის ეფექტური სტატისტიკა მოუგროვდა: 17 ქულა, 16 მოხსნა.

საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მიერ მატჩის ბომბარდირისთვის დაწესებული თასიც სწორედ შარაბიძეს ერგო.

- მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. საქართველოში, დიდებში პირველ სეზონს ვატარებ და პირველი ტიტულიც მოვიგე, - აღნიშნა შარაბიძემ, რომელსაც უახლოეს დღეებში უკეთესად გაგაცნობთ.

პირველ ტაიმში შეტევაში ორივე გუნდს ძალიან გაუჭირდა - 20 წუთის შემდეგ "არმია" 33:24-ს იგებდა. გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა: ბუბა ბერიშვილმა ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ორქულიანი (40:28) და შსს-ს მწვრთნელი დავით უსტიაშვილი იძულებული გახდა წუთშესვენება აეღო. "არმია" ამაზე არ შეჩერდა: ბოისამ, ბერიშვილმა და ბაბიაშვილმა თითო სამქულიანი ჩააგდეს და ტაბლოზეც 20-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა - 51:31. "არმია" იმდენად მობილიზებული თამაშობდა, რომ წარმოუდგენელი იყო 20-ქულიანი ფორა გაენიავებინა. საბოლოოდ ასეც მოხდა.

ბერიშვილის მიერ ჩაგდებული რამდენიმე საკვანძო ქულაზე უკვე მოგახსენეთ. მან სულ 15 ქულა მოაგროვა და დაცვაშიც უშეცდომო იყო. ამიტომ მატჩის შემდეგ მას ფინალის საუკეთესო კალათბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა გადასცა.

მთავარი თასი კი კაპიტანმა კოტე ტუღუშმა აღმართა. გუნდმაც გაიხარა, გულშემატკივარმაც და უფროსობამაც. კლუბის პრეზიდენტი ბესო ბერულაშვილი თასიანად ხელში აიტაცეს.

დასრულდა თასის გათამაშებაც, მაგრამ ქომაგს მოწყენის საშუალება არ ექნება - სუპერლიგის მეორე წრე 4 თებერვალს დაიწყება.

კომენტარი

ლევან მოსეშვილი (არმია):

- ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. მართალია, მატჩამდეც დარწმუნებულები ვიყავით გამარჯვებაში, მაგრამ ასეთი უპირატესობით მოგებას არ ველოდით. ამის მიზეზი უამრავი ფაქტორია, რომელთა შორის უმთავრესი დაცვაა. ვულოცავ ყველა არმიელს, გულშემატკივარსა და უფროსობას. ახლა საქართველოს ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ. ტემპი არც იქ უნდა დავაგდოთ.

დავით უსტიაშვილი (შსს):

- ასეთი ანგარიშით წაგება ჩვენთვის მოულოდნელი იყო. შეიძლება გუნდი ცოტა გადაიღალა კიდეც, რადგან ბოლო 6 დღეში 3 მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ამის გამო თავის მართლებას არ ვაპირებთ. საკუთარ კალათში 71 ქულა მივიღეთ, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ შეტევაში ძალიან გაგვიჭირდა. განსაკუთრებით პერიმეტრიდან ტყორცნებში: პირველ ტაიმში 18-დან მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩავაგდეთ. თამაში უკეთესედ რომ შეგვიძლია, წინა მატჩებშიც დავამტკიცეთ.

საქართველოს თასი. ფინალი

1 თებერვალი, თბილისი, სპორტის სასახლე

შსს-არმია 51:71

6:18, 18:15, 10:22, 17:16

შსს წთ ქ მ პ ჩ დ ფ შ

ლაფანაშვილი 12 9 0 0 4 0 0 1

ლეჟავა 34 15 1 2 3 0 4 3

ნიკოლაძე 16 6 3 2 1 0 1 1

კოტონი 33 8 5 1 3 0 2 0

მარკოიშვილი 17 0 5 0 0 0 4 0

ტუჯანი 29 2 8 0 1 0 2 1

დ. ბარბაქაძე 17 5 4 0 0 0 3 0

შერმადინი 9 0 2 0 0 0 3 1

წივწივაძე 24 4 1 4 1 0 3 3

ტომარაძე 9 2 3 0 0 0 0 2

არმია წთ ქ მ პ ჩ დ ფ შ

ბებიაშვილი 17 9 3 0 2 1 0 2

ბოისა 35 11 7 2 1 0 3 1

ბ. ბერიშვილი 32 15 7 1 3 0 3 5

ტუღუში 35 8 6 5 2 0 3 2

პირველაშვილი 6 2 0 0 0 0 2 1

მოსეშვილი 7 5 2 0 0 0 1 1

ათანელიშვილი 20 2 6 1 0 0 1 2

საყვარელიძე 11 2 1 0 1 1 1 1

შარაბიძე 37 17 16 3 1 1 4 1

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. კუპატაძე.

კომისარი: რ. ხომერიკი.

შენიშვნა: წთ - წუთი, ქ - ქულა, მ - მოხსნა, პ - პასი, ჩ - ჩაჭრა, დ - დაფარება, ფ - ფოლი, შ - შეცდომა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
თასის გათამაშების 2 ოთხთა ფინალისტი ცნობილია: ვსა და "ქუთაისი"
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე