საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც სერბეთი მასპინძლობს, სასტარტო შეხვედრას გამართავს
გუშინ, 10 იანვარს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საზეიმოდ გაიხსნა წყალბურთელ ვაჟთა ევროპის 32-ე ჩემპიონატი, რომელშიც საპრიზო ადგილებისთვის 16 ქვეყნის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ასპარეზობის პირველ ეტაპზე ისინი ჯგუფებში წრიული სისტემით ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში იტალიას, რუმინეთსა და გერმანიას დაუპირისპირდება.

დღეს, 11 იანვარს, ქართველი წყალბურთელები ჩემპიონატის პირველ მატჩში რუმინელებთან გაარკვევენ ურთიერთობას. შეხვედრა თბილისის დროით 12:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" "მეორე არხი" წარმოადგენს.

ეს გუნდები საერთაშორისო სარბიელზე აქამდე ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ ქართველებმა კარპატელები ორჯერ თურქეთის ტურნირებზე დაამარცხეს: 2013 წელს - 10:9, 2015 წელს - 12:9, ოთხჯერ კი მეტოქეს დანებდნენ: ორი შეხვედრა ჩვენებმა რუმინელებთან 2011 წელს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში დათმეს (5:9, 6:16), ერთი - 2014 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე - 6:11 და ერთიც - თბილისში შარშან, პირველ დეკემბერს მსოფლიოს ლიგაზე - 11:13.

ბელგრადში ჩასვლამდე საქართველოს ნაკრებმა წლეულს სამი ამხანაგური მატჩი გამართა: ჰოლანდიაში ერთი ორთაბრძოლა მოიგო - 12:11, მეორე კი დათმო - 9:13, ნოვი სადში კი ბრაზილიას აჯობა - 9:8.

დღეს ოფიციალურ მე-7 მატჩში (ჩვენი დროით 12.30 სთ) გუნდები ასეთი შემადგენლობით ითამაშებენ:

საქართველო:

ნიკოლოზ შუბლაძე 27.12.1993. "ლოკომოტივი" (თბილისი)

ბექა ქავთარაძე 09.07.1990. "ლოკომოტივი" (თბილისი)

დამირ ცრეპულია 16.01.1984. "გეზირა" (ეგვიპტე)

მარკო ელეზი 09.09.1980. "ტრიესტა" (იტალია)

ანდრია ბითაძე 17.05.1997. "ბარსელონა" (ესპანეთი)

მარკო ელაჩა 15.12.1982. "სპორტმენეჯმენტი" (იტალია)

გიორგი ხვედელიანი 13.04.1988. "თბილისი" (თბილისი)

მიხეილ ბაღათურია 09.05.1987. "თბილისი" (თბილისი)

ზურაბ რურუა 08.06.1987. "ლოკომოტივი" (თბილისი)

კოტე გეგელაშვილი 07.051983. "ლოკომოტივი" (თბილისი)

ხვიჩა ჯახაია 16.09.1996. "ლოკომოტივი" (თბილისი)

რევაზ იმნაიშვილი 09.08.1997. "სეგედ ბეტონი" (უნგრეთი)

ივან სტრუიჩი 13.10.1981. "იადრანი" (ხორვატია).

მწვრთნელები - იოვან პოპოვიჩი, ვლადიმერ ისელიძე

რუმინეთი:

დრაგოშ სტოენესკუ 30.05.1979. "დინამო" (რუმინეთი)

მატიუშ ტიჩი 09.09.1996. "ორადეა" (რუმინეთი)

კოსმინ რადუ 09.09.1981. "პრიმორიე" (ხორვატია)

ტიბერიუ ნეგრეანი 01.09.1988. "ორადეა" (რუმინეთი)

მიხნეა ჩიოვეანუ 21.08.1987. "ორადეა" (რუმინეთი)

მიხნეა გეორგე 15.01.1994. "სტიაუა" (რუმინეთი)

ალექს პოპოვიციუ 02.08.1990. "ორადეა" (რუმინეთი)

როლანდ საბო 18.09.1996. "ორადეა" (რუმინეთი)

ანდრეი ბუსილა 10.11.1980. "დებრეცენი" (უნგრეთი)

დიმიტრი გოანტა 17.07.1987. "ლილი" (საფრანგეთი)

ალექსანდრუ ჩიბანი 12.10.1986. "სტიაუა" (რუმინეთი)

დანიელ ტეოხარი 11.05.1993. "სტიაუა" (რუმინეთი)

ნიკოლაე ოანტა 14.08.1990. "სპორტული" (რუმინეთი)

მთავარი მწვრთნელი: დეიან სტანოიევიჩი.

დღესვე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

18.45. რუსეთი-თურქეთი (D ჯგუფი)

21.45. გერმანია-იტალია (C ჯგუფი)

23.15. უნგრეთი-საბერძნეთი (D ჯგუფი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
რუსეთი VS საქართველო - ყაზანში რევანშის ასაღებად
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა [VIDEO]
წყალბურთი. რუსეთი-საქართველო [LIVE]
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები თითქმის ევროპის ჩემპიონატზეა
მსოფლიო ლიგა: საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები ყაზანში გაემგზავრა