ლეგენდარული უელსელი ფულბეკის, ბილი ბენკროფტის დებიუტი კარდიფში, შოტლანდიის ნაკრებთან მატჩში შედგა. მან ეროვნულ გუნდში 33 კეპი მოიხვეჭა და რაგბიდან 1901 წელს წავიდა

1890 წელი

ლეგენდარული უელსელი ფულბეკის, ბილი ბენკროფტის დებიუტი კარდიფში, შოტლანდიის ნაკრებთან მატჩში შედგა. მან ეროვნულ გუნდში 33 კეპი მოიხვეჭა და რაგბიდან 1901 წელს წავიდა.

1930 წელი

შოტლანდიელთა ნაკრებმა უელსის ეროვნულ გუნდს "მერიფილდზე" 12:9 მოუგო. "სკოტებს" გამარჯვება მატჩის ბოლო წუთზე არეკნით მოუტანა გერბერ უოდლმა.

1958 წელი

ინგლისის ნაკრებმა "თვიქნემზე" ავსტრალიის ეროვნული გუნდი 9:6 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი ლელო პიტერ ჯექსონმა მატჩის ბოლო წუთზე გაიტანა.

1969 წელი

უელსის ნაკრებმა მზადების მოძველებული სისტემა შეცვალა და შედეგიც მიიღო. ხუთი ერი პირველ შეხვედრაში უელსელებმა სტუმრად, "მერიფილდზე" დაამარცხეს შოტლანდიის ეროვნული გუნდი 17:3. უელსელთა რიგებში დებიუტი ჰქონდათ მერვინ დევისს და ჯი პი არ ვილიამსს.

1975 წელი

საფრანგეთის ნაკრებმა "თვიქნემზე" ინგლისის ეროვნული გუნდი 27:20 დაამარცხა. ამ მატჩში შედგა ლეგენდარული ფრანგი მორაგბის, ჟან-პიერ რივის დებიუტი. მან "ლე ბლეს" შემადგენლობაში 59 კეპი მოიხვეჭა და ფრანგული რაგბის ვარსკვლავებთან, ჟან-კლოდ სკრელასტან და ჟან-პიერ ბასტიასთან ერთად, მსოფლიოს რაგბიში ეპოქა შექმნა.

მხარის ტრავმის გამო ჟან პიერი 1984 წელს რაგბის გამოეთხოვა და მოქანდაკის შესანიშნავი კარიერა შექმნა. მისი ნახელავია "ჯუზეპე გარიბალდის თასი", რომელიც საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩში თამაშდება.

1986 წელი

უელსის ნაკრების ფულბეკმა პოლ ტორბერნმა საჯარიმო ყველაზე შორი მანძილიდან გაიტანა. უელსელებმა, იმ დღეს კარდიფში, შოტლანდიის ეროვნულ გუნდს 22:15 მოუგეს. პოლმა ხუთი საჯარიმო მიითვალა, ამათგან ერთი 70 იარდიდან დაარტყა.

2009 წელი

ახალი ზელანდიისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი დენ კარტერი, რომელიც ფრანგული "პერპინიანის" ღირსებას იცავდა "სტად ფრანსესთან" მატჩში დაშავდა, როცა ანგარიში 13:13 იყო. კარტერი, შედეგად, ექვსი თვის განმავლობაში მკურნალობდა. არადა, კატალონიურ კლუბთან მას საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. კარტერს წელიწადში 700 ათასი ევრო უნდა მიეღო. მან "პერპინიანის" შემადგენლობაში ხუთი მატჩის თამაში მოასწრო.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა