დარიო სრნამ კი "შახტარის" ქართველი ლეგიონერი იმ ფეხბურთელად მოიაზრა, რომელიც უკრაინულ გუნდს ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს
უკრაინულ საიტზე uafootball.segodnya.ua საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ლიდერსა და დონეცკის "შახტარის" ნორჩ ფეხბურთელზე, გიორგი არაბიძეზე საინტერესო სტატია გამოქვენდა. მასში ქართველზე თავის აზრს უკრაინაში ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი, დამსახურებული მწვრთნელი სერგეი მოროზოვი გამოთქვამს, რომელსაც არაბიძე მესისა და მესხს აგონებს.

დონეცკის "შახტარის" 17 წლის ფეხბურთელი გიორგი არაბიძე თბილისის "ლოკომოტივიდან" უკრაინულ გუნდში 2015 წლის ზაფხულს გადაბარგდა. ცნობისთვის, ჯერ კიდევ 10 წლის წინ ის "ბარსელონას" აკადემიაში სტაჟირებაზე იმყოფებოდა, სადაც კარლეს პუიოლის შვილთან, ერთ გუნდში ითამაშა. ახალგაზრდა ვინგერი ძალიან მალევე იქცა "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდის ლიდერად, ოქტომბერში კი პირველი გუნდის შემადგენლობაშიც ითამაშა.

"ის უბრალოდ კარგი ფეხბურთელი კი არა, დიდი ტალანტია, რომელიც ტექნიკით ბრაზილიელებს არაფრით ჩამოუვარდება. ერთი-ორი კაცის მოტყუება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, - განაცხადა სპორტულმა ექსპერტმა სერგეი მოროზოვმა. - გიორგის ძალიან კარგი დრიბლინგი აქვს და საკმაოდ კარგი მარცხენა ფეხი.

მისი მონაწილეობით ორი შეხვედრა ვნახე, სადაც მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე ითამაშა. ჩემი აზრით, მისი შესაძლებლობების დიაპაზონი ბევრად ფართოა - მართალია, ის მემარცხენეა, მაგრამ შეტევის მთელ ფრონტზე შეძლებდა თამაშს და ასევე, გამთამაშებლადაც. თანაც, ასაკისთვის უჩვეულოდ, ფსიქოლოგიურადაც საკმაოდ მდგრადია.

აღნაგობით ლიონელ მესის მაგონებს, თამაშის მანერით კი 1950-60-იან წლებში თბილისის "დინამოს" შემტევ მიხეილ მესხს - ზუსტად ასეთივე თავისებური ფინტები და საწყისი სისწრაფე, ასეთივე არასტანდარტული თამაში, რომელიც ლოგიკას ცდება: როცა მისგან გადაცემას ელოდებიან, ის კაცის მოტყუებაზე მიდის, დარტყმას კი მოუმზადებლად ასრულებს...

იცით, ერთხელ დარიო სრნას ხუმრობით ვკითხე: "დამისახელე 2 ფეხბურთელი იმ "შახტარის" შემადგენლობიდან, რომელიც მომავალში ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს?". მან კი დაუფიქრებლად მიპასუხა: "კოვალენკო და არაბიძე", - თქვა ექსპერტმა.

კახა
ეს ბიჭი სასწაული ნიჭის პატრონია და ღმერთმა ქნას არ გაენიავებინოს ტალანტი,სამწუხაროდ ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს.მარტო ქინქლაძე გავიხსენოთ... იმედია გიორგი დიდ ფეხბურთს ითამაშებს,ყველამ ერთად ვუსურვოთ წარმატება.
გულშემატკივარი
წარმატებები გიორგის. ეს ზედმეტად შექება კი ნამდვილად არ წაადგება, ჯერ ეტყვი მესი ხარო, მერე კი თვითონ იფიქრებს სუარესი მაინცო, მერე ხამესი მაინც ხომ ვიქნებიო, მერე იქნებ რაკიტიჩიო....... ასე შეიძლება ისევ ოქრიაშვილამდე კი არა უფრო დაბლაც ჩამოვიდეს. ამიტომ უკეთესი თუ მოტივაციას გავუჩენთ, ივარჯიშე და მოირგე ეროვნულის მაისური, თავის დროზე
gigo
გიორგი შენ მაინც გაძელი, და გადაურჩი ქართველი ფეხბურთელების ავადმყოფობას, არ იზარმაცო და ასახელე შენი ოჯახი და ქვეყანა! მიაწექი კაი კაცი ბოლომდე, სანამ მესივით არ გახდები ევროპის საუკეთესო , ფფფეხბურთელი გიორგი არ ისაჩკავო, ივარჯიშე თავდაუზოგავად, ბოლომდე და მესიზეც გაგესწროს ოქროს ბურთების მოპოვებაში!
გიგლია
ავტორის და აგრეთვე რედაქტორის საყურადღებოდ, "ვინგერი" ქართულად გარემარბია და ნუ დავანაგვიანებთ ჩვენს მშობლიურ ენას. გიოს წარმატებებს ვუსურვებ! ჩვენი დიდი იმედია ეს ბიჭი.
მურთაზი
გიო,გთხოვ ზადნი არ მიცე, შენ მაინც მიაწექი
გუჯა კახაძე
არაბიძე კარგი თამაშით კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს. წარმატებები!
soxumeli
წარმატებას ვუსურვებ გიორგის !!!
ბექა
ალენ დელონი რო ვაჟა ფშაველას წიგნებით გამოვიდა დეპრესიიდან ეს სტატიაც დაახლოებით ეგეთი ბაზარია რა :დდდდდდ კაი გამოცემა ხართ და ამათი ცაში აყვანით თავებს ნუ იფუჭებთ ხოლმე,თქვენ თვითონვე გაგიტყდებათ ანჟიში ან კვიპროსის მე5 ლიგის რო გადავა მერე და იქაც დუბლებში გაუშვებენ
zura1504
მე მგონი სრნას პროგნოზი არ გამართლდება... გიორგი უკეთეს ლიგაში და უფრო სოლიდურ გუნდში მოხვდება :)))
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
დარიო სრნას მეუღლეს კიევში ავტომობილი მოპარეს
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
დარიო სრნა: ინდივიდუალური ოსტატობით ხორვატია რუსეთს 90%-ით სჯობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
დავით ხოჭოლავას თანაგუნდელს კიევში ავტომობილი მოპარეს
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
"ვინც არ ირბენს, შევცვლი" - "შახტარის" ახალმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს მკაცრად მიმართა
დარიო სრნა: "ბარსელონაში" გადასვლის წინ გულმა "შახტარი" მირჩია
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს