"საშინელება მაშინ დაიწყო, როდესაც საფეხბურთო სკოლების განადგურება დაიწყეს"
მამუკა ფანცულაია 80-იანი წლების თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი და 1985 წლის ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახლავთ. 1990 წლის პირველი ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი იმავე წელს, 27 მაისს გამართული საქართველოსა და ლიტვის ნაკრებთა ისტორიული მატჩის მონაწილეცაა...

კარიერის დასრულების შემდეგ ფანცულაიამ მწვრთნელობა დაიწყო და 11 წლის განმავლობაში საფეხბურთო აკადემია "ოლიმპში" მუშაობდა. მაგრამ ახლა მწვრთნელობას შეეშვა.

"ოლიმპში" მისი დაარსების დღიდან ვმუშაობ. რომ იცოდეთ, სკოლაში ზუსტი სტატისტიკა გვქონდა - სულ ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში ჩვენთან ნავარჯიშებმა 78-მა ფეხბურთელმა ითამაშა.

ამ სკოლაში დიდი შრომა მაქვს ჩადებული. ამ საქმეს წლებია ვაკეთებდი, იყო ათასგვარი დაპირებები. მაგრამ ბოლო წლებში იქაურობა გავერანდა, პირობები არ გვქონდა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მწვრთნელობას თავი დავანებე - ამ გაჭირვებასა და მძიმე პირობებში მუშაობა აღარ შემეძლო. ეს თავის მოტყუება იქნებოდა და წამოვედი.

არ ვიცი, რას ვიზამ, მაგრამ მწვრთნელობას აღარ დავუბრუნდები. ასეთ დღეში ბევრი სკოლაა და უნდა მიეხედოს. სხვაგვარად, საყვარელ საქმეს ჩემსავით ბევრი მწვრთნელი შეეშვება", - ამბობს ფანცულაია.

ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ქართული ფეხბურთის კრიზისის მიზეზი მხოლოდ ფინანსური პრობლემები არ არის:

"ახლა ყველა ამბობს, რომ უფულობამ დაგვაქცია. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ინფრასტრუქტურის განადგურებაცაა. შესაძლოა, ჩვენს დროს ბევრი კეთილმოწყობილი სტადიონი არ იყო, მაგრამ, სადაც არ უნდა გაგეხედა, ფეხბურთს ყველგან ითამაშებდი, საფეხბურთო სკოლა და მინი-მოედნები ყველა უბანში იყო.

საშინელება მაშინ დაიწყო, როდესაც საფეხბურთო სკოლების განადგურება დაიწყეს: პირველად ვაკეში სტუდქალაქის სტადიონს მიადგნენ და იქ სახლები წამოჭიმეს. მერე კი ერთდროულად რამდენიმე ტრადიციული საფეხბურთო სკოლა დაშალეს: ოქროსუბანში ძველი 35-ე სკოლა, ისანში - "შევარდენი", "ზეემკაზე" - "მარაკანა", ავჭალაში - "სინათლე", დიღომში - "ლოკომოტივის" საწვრთნელი ბაზა, უფუნქციოდ დარჩა ტრიკოტაჟის ფაბრიკის მოედანი ნაძალადევში...

ფეხბურთის "მკვლელობა" კი დიდუბეში "ნორჩი დინამოელის" წართმევით დაასრულეს.

ამ ყველაფერს ემატებოდა ეზოებში პატარა სტადიონების მასობრივი აღება. ამის შედეგები მხოლოდ ახლა გამოჩნდა და უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა კლასი დაკარგეს. იმიტომ, რომ ეზოში ბავშვებს მოედნები აღარ აქვთ, ტექნიკას კი სწორედ იქ თამაშებით აუმჯობესებენ.

ეს არის დიდი ტრაგედია, რომ საბჭოეთში ყველაზე ტექნიკური მოთამაშეების გამზრდელ ქვეყანაში ფინტები თითქმის დაავიწყდათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Zviad
Mართალია ბიზნესემენებმა უნდა ჩადონ ფული ფეხბურთში და ამით მომავლისთვის კეთილი საქმე გააკეთონ,მაგრამ ისინი არ ჩადებენ იმიტომ რომ ფეხბურთი წამგებიანია საქართველოში და ისეთი კიდე ძაან ცოტაა მოგებაზე არ ფიქრობდეს და უანგაროდ დაეხმაროს ქართულ ფეხბურთს.სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ბიზნესმენებს,უნდა წაახალისოს გადასახადები შეუმციროს რამე პრივილეგია მისცეს იმ ბიზნესმენს ვინც ფეხბურთს და ზოგადად სპორტს დაეხმარება და ჩადებს ფულს.კალაძეს კიდე ეკუთვნის ფული გაიღოს ბავშვებისთვის და რამე უფასო სკოლა შექმნას.აგერ შელია "ცხინვალს" უანგაროდ პატრონობს და დამხმარეც არავინ ჰყავს,გამოელევა ფული და ეგ გუნდიც ჩაიძირება,არა და ბიჭებს უფასოდ ავარჯიშებს და ბევრი დაიკარგებოდა რო არა ცხინვალის ცხინვალი. Iსე სტადიონიც კი არ აქვთ თავისი და ავაზაზე ვარჯიშობენ.მიკვირს შედეგს როგორ აღწევენ!
quTaiseli
ფეხბურთში ფული კობიმ კიარა გაქსუებულმა ბანკირებმა და ფულის მეშოკებად ქცეულმა ვითომ ბიზნესმენებმა უნდა ჩადონ ყოველდღე რო ყვლიფავენ ქვეყანას მაგრამ ზოგიერთს არც ამის გაგონება სურს და არც ამის დანახვა ფულის მეტი რა გაქვთ ხალხო რამდენი მილიონერი ბრძანდებით რამდენს გაქვთ 400 და 500მილიონი დაპაჭკული ძალიან ბევრს და კეთილი ინებეთ ბიძია და დააფინანსეთ ეს სპორტის სახეობა თუარადა ზოგიერთმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ვაი ბიზნესმენმა და ფულის მეშოკმა უნდა მოეშვას ინტრიგანობას და ბოდიშიდა გოთვერნობას რა. ხო აფინანსებს ბიძინა რაგბს ხოდა შე მამაცხონებულო ამხელა ბანკები რო გაქ და ბენზინგასამართი სადგურები მამასისხლად რო ყიდი ერთს და ასესხებ მეორეს თანხას ადექი და ჩადე სპორტში მარტო ჩოხოსნებში რო გამოიჯგიმებიან და ესავარ და ისავარო არ კმარა ბაბა.რა მანდამაინც მიშასავით უნდა აგახიოს სახელმწიფომ ფული და გაიძულოს კეთილი საქმე აკეთო.ეგარი სიმართლე და ვისაც სიმართლე არ მოწონს იმას კიდე ოთხი ვარსკვლავი ჩემგან.
zviad
Vეთანხმები ამ კაცს ,მართლაც ცოტა ხანში მარტო დინამოს აკადემია და საბურთალო დარჩება.იქ კიდე იმდენი ბავშვი ჰყავთ რომ ფიზიკურად ვერ ათამაშებენ მაგდენს და ამიტომაც უზით სკაMზე ,არადა თუ კი სადმე ყურს მოკრავენ კაი ბავშვი თამაშობს სხვა რონელიმე გუნდშიო ეგრევე ეცემიან და მიჰყავთ,მაგრამ რისთვის იმისთვის რომ ის გუნდი დაასუსტონ და კონკურენცია მოკლან,მერე კი ამ ბავშვს სკამზე დასვამენ და გააფუჭებენ.კობიაშვილმა ეს ამბავი ალბათ კარგად იცის და იმედია მიხედავს.რეგიონების გუნდები საერთოდ ვერ უწევენ კონკურენციას თბილისის გუნდებს,ასევე ძველი სკოლები "ავაზა"; ნ.დინამო;35სკოლა-ც ძალიან დაბალ დონეზე არიან იმიტომ რომ გადასახადი გაზარდეს ,არ ჰყავთ კვალიფიციური მწვრთნელები და ინფრასტრუქტურა მონგრეულია ,თან ბავშვებს დინამო და საბურთალო ართმევს და მერე ვიღებთ ელიტლიგას სადაც 8-0 ებს იგებს ეს ორი გუნდი და ბავშვებიც ვეღარ ვითარდებიან.სად არის კალაძე ან თუნდაც კობი ,რატომ არ ეხმარებიან ბავშვთა ფეხბურთს?ფულის მეტი რა აქვთ და კეთილი საქმე რო გააკეთონ რა მოხდება?!ბევრი ვილაპარაკე მაგრამ კიდე უამრავს ვიტყოდი ისე ვარ გამწარებული ფეხბურთის ამ მდგომარეობით ,მაგრამ რად გინდა" ღაღადებდე უდაბნოსა შიგა";"ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის" !!!
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
"კვარაცხელია ბრენდი "K" - ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის" - ფრანგული მედია ხვიჩაზე
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ
[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა
გაბრაზებული "კვარავაჯოს" დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე
გიორგი ფანცულაიას ტრანსფერი დონეცკის "ოლიმპიკში" არ შედგა
ინვესტორებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ! სახელმწიფომ კარლო მჭედლიძის "ოლიმპიკს" მიწა დაუკანონა
მივიდა, გაესინჯა, გაიტანა - რას ეტყვიან გიორგი ფანცულაიას "ოლიმპიკში"?
პროტესტი... სიმღერით! - გლდანის მინისტადიონის დასაცავად აქცია იგეგმება
[ოთხშაბათის საკითხავი] რისკი არის, შამპანურიც იქნება?
სკოლა "ოლიმპისთვის" ალტერნატიული სავარჯიშო მოედანი გამოიძებნა
"ჩემს გაფუჭებულს სხვას ვერ დავაბრალებ", - დაკარგული ბომბარდირის აღსარება
უცნობი ისტორიები: ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია აღმზრდელის თვალით
"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დავით ნარმანიაზე, გადარჩება თუ არა "ოლიმპი"
ბრძოლა "ოლიმპისთვის" გრძელდება - საფეხბურთო ცენტრის გადარჩენის იმედი რჩება
გიორგი ფანცულაია დონეცკის "ოლიმპიკის" გადაწყვეტილებას ელის
მამუკა ფანცულაია: თამაში მინდოდა, მაგრამ ობოლ ბიჭს ხელის წამკვრელი არ მყავდა