"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ჩელსის" დიდ შენაძენზე ისაუბრა
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "ევერტონთან" მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ჩელსის" დიდ შენაძენზე ისაუბრა.

"ჩელსის" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ორ ტრანსფერზე 75 მილიონი ფუნტი გამოყო. ფერნანდო ტორესის "ლივერპულიდან" გადმოსაბირებლად მხოლოდ 50 მილიონი ფუნტი დაიხარჯა, რაც სიდაბრიტანული ტრანსფერების რეკორდია.

აბრამოვიჩს, რომელიც აქამდე კლუბისგან განცალკევებით იდგა, ფეხბურთისადმი ინტერესი დაუბრუნდა. მან დიდი ფულის ჩადება გადაწყვიტა და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზაფხულში ჯიბეზე ხელს კიდვ გაიკრავს. რატომ გადაწყვიტა "ჩელსის" მფლობელმა სატრანსფერო ბაზარზე კვლავ ეაქტიურა, მხოლოდ თავად თუ გიპასუხებთ. გაზეთები წერდნენ, რომ აბრამოვიჩმა კლუბის საქმეებში მონაწილეობის სურვილი დაკარგა, მაგრამ "ჩელსი" სიჩუმის შემდეგ სატრანსფერო ბაზარს ხმაურიანი შენაძენით დაუბრუნდა და ზაფხულში კიდევ განახორციელებს ასეთივე ტრანსფერს.

"ჩელსი" განსაკუთრებული შემთხვევაა, ისევე როგორც "მანჩესტერ სიტი". დილას "ლურჯები" 70 მილიონის ზარალზე საუბრობენ, სადილობის შემდეგ კი 75 მილიონად ორ ფეხბურთელს ყიდულობენ. სად არის ლოგიკა? ისინი სამართლიანი თამაშის ფინანსური პრინციპების დაცვაზე საუბრობდნენ, ოფიციალურად ამას მხარს უჭერდნენ, მაგრამ მათი მოქმედებები სხვა რამეზე მეტყველებს.

მათ ბრწყინვალე მოთამაშე (ტორესი) იყიდეს, რომელმაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამის შემდეგ ნათელია, რომ ყველაფერს თავის ფასი აქვს და მთავარია შეგიძლიათ თუ არა მისი გადახდა. "ჩელსის" ამის შესაძლებლობა აქვს", - აცხადებს "არსენალის" თავკაცი.

ვენგერი, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ ტრანსფერებზე დიდ თანხებს არ ხარჯავს და ახალი ფეხბურთელების შეძენას ყოველთვის ფრთხილად ეკიდება, იანვარში "ჩელსის", "ლივერპულის" და "მანჩესტერ სიტის" დახარჯული ფულით გაოცებული იყო.

"გასულ წელს ისინი ბაზარზე საკმაოდ მშვიდად იქცეოდნენ, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. ასე ხშირად ხდება- ან ყველაფერი ან არაფერი. თქვენ აძლევთ ფულს კლუბს, ის კი მას ისევ ხარჯავს - ახლა ფეხბურთი ასეა მოწყობილი. საერთოდ პატარა გუნდები იმით არსებობენ, რომ ფეხბურთელებს ტოპკლუბებში სოლიდურ თანხად ყიდიან", - დასძინა ვენგერმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა