ანუ ამბავი იმისა, თუ რას ნიშნავს ნებისყოფა და ფეხბურთის სიყვარული
გუშინ ერთი ისეთი ამბავი შევიტყვეთ, ვფიქრობთ, ჩვეულებრივი ტრანსფერის ფარგლებს სცილდება: 27 წლის თავდამსხმელი რევაზ ბარაბაძე კვიპროსის უმაღლესი ლიგის კლუბ ახნას "ეთნიკოსში" ჩაირიცხა, სადაც შოთა გრიგალაშვილი თამაშობს.

ამ გუნდში ნახევარი სეზონი ბექა ტუღუშიც გამოდიოდა, რომელიც ახლახან ქუთაისის "ტორპედოს" დაუბრუნდა. სხვათა შორის, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ეთნიკოსში" შოთა გრიგალაშვილის ძმა, ელგუჯა გრიგალაშვილიც გადავიდა.

ეს ჩვეულებრივისგან განსხვავებული ტრანსფერი იმიტომ არის, რომ ბარაბაძეს, რეალურად, 7 წელი მაღალ დონეზე არ უთამაშია. ცხოვრება უცნაურია - ეს ტანმაღალი (190 სმ) თავდამსხმელი 16 წლის იყო, როცა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და მალე მასზე სპეციალისტები ალაპარაკდნენ. 17 წლისა დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" ჩაირიცხა და სამი მატჩიც ჩაატარა. მერე იმხანად გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე, ჩვენთვის კარგად ნაცნობ იენის "კარლ ცაისში" გადავიდა.

სწორედ იქიდან წამოსული ისინჯებოდა მილანის "ინტერის" ახალგაზრდულ გუნდში. გასაგებია, რომ ეს ბევრს არ სჯერა, არც ის, რომ მისით ლონდონის "ჩელსიში" მუშაობის დროს ლუიშ ფელიპე სკოლარი დაინტერესდა, ხოლო გელზენკირხენის "შალკეში" რეკომენდაცია "თბილისის" ყოფილმა დამრიგებელმა ლუის ცაკარიასმა გაუწია. ჩვენთან მსგავს ამბებს "ზღაპარს" უწოდებენ. თუმცა, ეს ამბები რეალურად ხდებოდა და არა - ზღაპრებში.

2008 წელს, პორტუგალიის ნაკრებთან თამაშის შემდეგ, რევაზ ბარაბაძეს დიდი იმედები ჰქონდა, მაგრამ იმავე წლის ზაფხულში ყველაფერი აირია და ოცნებების ზღვარზე მყოფი ბარაბაძის იმედებს წერტილი დაესვა - იმ დროს უკვე მახაჭყალის "ანჟის" თავდამსხმელს მუხლი დაუზიანდა.

მას შემდეგ სამწელიწად-ნახევარი გავიდა და მოედანს დიდი იმედებით უბრუნდებოდა: რამდენჯერმე მივიდა რუსთავის "ოლიმპში", მერე გორის "დილაში", ქუთაისის "ტორპედოში", თბილისის "ლოკომოტივში"... მაგრამ იმდენჯერ დაშავდა და იმდენი მძიმე ოპერაცია გადაიტანა, ეს სისტემა, ალბათ, ჯანდაცვის მინისტრზე უკეთაც გაიცნო. მოედანზე თავის გამოჩენა კი უჭირდა. უმაღლესი ლიგის რამდენიმე ლიდერ გუნდში გამოსვლის შემდეგ იმედგაცრუებული რჩებოდა.

ბევრჯერ უფიქრია ფეხბურთიდან წასვლაზეც. ეს შარშან ზაფხულში თქვა - გულდაწყვეტილი იყო, ნუთუ ჩემი ფეხბურთიდან არაფერი გამოვაო? ბოლო იმედად პირველი ლიგის ცხინვალის "ლიახვი" დარჩა - თუ აქაც ვერაფერი გავაკეთე, ფეხბურთს მართლა შევეშვებიო.

მან ეს შანსი გამოიყენა. "ლიახვის" მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია ბარაბაძეს ენდო და არც ინანა - ფორვარდმა პირველ წრეში 16 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა, ანუ უფრო მეტი, ვიდრე - ბოლო 7 წელიწადში.

27 წელი ის ასაკი არ არის, ფეხბურთელმა თავის გამოჩენა ვერ მოახერხოს და იქნებ ამ ნიჭიერმა შემტევმა ახნას "ეთნიკოსში" მაინც მოახერხოს თავისი შესაძლებლობის რეალიზება. მისი ნებისყოფისა და ფეხბურთისადმი სამაგალითო სიყვარულის მქონე მოთამაშე ამას ნამდვილად იმსახურებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gela
მე პირადად, როგორც სტაჟიან გულშემატკივარს, ნანახი მაქვს აბ ახალგაზრდის თამაში და ყოველთვის მომწონდა. იქნებ გაუღიმოს ბედმა, ტრამვიანობამ აღარ შეაწუხოს და შედეგი აუცილებლად ექნება. განსაკუთრებით თავით თამაში მომწონდა მასში. წარმატებები მისურვებია და ვგრძნობ ასეც იქნება.
დათო
სად ნახეთ ამის მაღალი დონის ფეხბურთი! ძალით გაქაჩვას ცდილობდნენ სულ და დღემდე არ ეშვებიან
gizog
რეზო გაიხარე, სულ წარმატებები გქონოდეს, შენი დიდი იმედი გვაქს, კარგად მახსოვს ახალგაზდულში თავით გატანილი შენი ულამაზესი გოლი. ასეთები ასეულობით ყოფილიყვეს შენს მომავალ კარიერაში. ბევრი ფეხბურთელი ამ ასაკიდან იწყებს დიდი ფეხბურთის თამაშს.
origi
რამდენი შეუძლია მუხლჩაუხრელად შრომასა და რწმინას იმისა, რომ ჩავარდნის მიუხედავად, საკუთარ თავს დაარწმუნებ იმაში, რომ შეგიძლია დადგე საკუთარ თავზე მაღლა და მიაღწიო სასურველ შედეგს. არც პირადად ამ კაცს ვიცნობ და საკმაო ხანია მისი მონდომების შესახებს ბევრს არავის სმანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მიაღწვევს კიდევ ბევრ რამეს მის კარიერაში. არ არის მართლად ვარკვლავური კლუბი, მაგრამ მჯერა, რომ მისი შედეგებით გულშემატკივარს გაგვახარებს და მათ შორის მეც, რომელიც პირადად ვარ იმ ფეხბურთელების ფანი, რომელიც უაზრო ცდუნებებს არ შეყვებიან და ალალი, კაცური, და ჟინითთ სავსე გულით გააგრძლებენ მიზნისთვის ბრძოლას...
ლაშა
უმაგრესი ფეხბურთელი ძალიან გვიხარია რეზის წარმატება ყველა ქართული ფეხბუთის გულშემატკივას. წარმატებები ვუსურვუთ ამ ღირსეულ სპორტსმენს.
გიო
წარმატებები.
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
"ტორპედომ" ბექა ტუღუშის გუნდიდან წასვლა იუწყა
"ტორპედო" საქართველოს თასის 1/2-ფინალში გავიდა
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
ლიცენზირების პროცესი დასრულდა - 8 ქართულმა კლუბმა უეფას ლიცენზია მიიღო
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
რევაზ ბარაბაძე: "ეთნიკოსში" უდიდესი სტიმული გამიჩნდა
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
ლეგიონის უქმეები: ქართველი ფეხბურთელების 11 გოლი! [VIDEO]
"ლიახვმა" პირველი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს
თასი. 1/4-ფინალი: მესამელიგელი და ომში გამარჯვებული "ტორპედო"
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ელგუჯა გრიგალაშვილის ჰეთ-თრიკი - მისი გუნდი უზბეკეთის თასის ნახევარფინალშია
მანჯუკიჩი შესაძლოა "ბარსელონაში" ვიხილოთ - 21 აგვისტოს დაიჯესტი
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...
ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?
საქართველოს თასის მეოთხედფინალში ეროვნული ლიგის მხოლოდ 2 წარმომადგენელი გავიდა
პატივი ეცით ჟურნალისტის საქმიანობას! - Sportall.ge-ს სოლიდარობა "აჭარასპორტის" ჟურნალისტს!
ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ლეგიონის უქმეები: ჰეთ-თრიკი, დუბლი და 3 საგოლე პასი [VIDEO]
გიორგი ილურიძე: ადრე თუ გვიან, ნაკრებში ვითამაშებ!
ლეგიონის უქმეები: 3 ქართული გოლი [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: 3 გოლი, მჭედლიძის დაბრუნება, კიტეიშვილის დებიუტი [VIDEO]
იანვრის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით [VIDEO]
რევაზ ბარაბაძე: სულ ვფიქრობ, ჩვენი თაობის ტრავმიანობა რისი ბრალია?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
კიდევ ერთი გარიგებული მატჩი - "ლიახვი" და "იმერეთი" მკაცრად დაისაჯნენ
ეროვნული ლიგა. XXIX ტური: ბათუმის "დინამომ" "დილა" დაამარცხა [VIDEO]
გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"ლიახვი" ლიცენზირების აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილებას ტრიბუნალში გაასაჩივრებს
ქართული ლეგიონის "შაბათობა" - 4 გოლი [VIDEO]
ნიკა კაჭარავა და გიორგი ილურიძე კვიპროსის "ეთნიკოსში" გააგრძელებენ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]
ცხინვალის "ლიახვი" განცხადებას ავრცელებს
ლეგიონი გუშინ: კახა ცხადაძე და გოგიტა გოგუა ყაზახეთის თასის 1/4-ფინალში