რუსული კლუბის პრესსამსახურთან საუბარში, ჯანომ მის ტრავმასა და გატარებულ ახალ წელზე ისაუბრა
16 იანვარს დილით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკთან" ერთად არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრა, სადაც რუსული გუნდი ზამთრის მოსამზადებელ პირველ ეტაპს გაივლის.

გუნდმა პირველი ვარჯიშიც ჩაატარა უკვე, სადაც ანანიძემ ინდივიდუალურად ივარჯიშა.

ვარჯიშის შემდეგ, რუსული კლუბის პრესსამსახურთან საუბარში, ჯანომ მის ტრავმასა და გატარებულ ახალ წელზე ისაუბრა.

- თავს როგორ გრძნობ?

- კარგად. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა. ყოველ შემთხვევაში, ფეხის ტკივილს აღარ ვგრძნობ.

- შვებულებაში ყოფნისას სარეაბილიტაციო კურს აგრძელებდი?

- კი, თბილისში. საქართველოს ნაკრების ბაზაზე გუნდის ექიმი მეხმარებოდა. ახალ წელს კი ბაკურიანში შევხვდი.

- ბაკურიანში ცნობილი ტრამპლინი იყო, რომლიდანაც თავის რეკორდულ ნახტომებს კობა წაქაძე ანხორციელებდა...

- ამ დიდებულ სპორტსმენზე მეც მსმენია. ტრამპლინიც ნანახი მაქვს ბაკურიანში. მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს უკვე ახალი ტრამპლინია.

- სამწუხაროა, რომ თხილამურებით სრიალიც არ შეიძლებოდა შენთვის...

- საერთოდ, პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის შვებულებაში ყოფნის დროს სპორტის სხვა სახეობებით დაკავება, რბილად რომ ვთქვათ, არ არის რეკომენდირებული. მითუმეტეს, ჩემს მდგომარეობაში.

- და ახალ წელს როგორ ხვდებიან პროფესიონალები?

- სადღესასწაულო განწყობით. ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, რა თქმა უნდა. მათგან განსხვავებით გაზიანი სასმელებისა და სხვა წვენების გარდა, ახალი წლის ღამეს სხვა რამის დალევის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემდი. სიმართლე გითხრათ და, ალკოჰოლს საერთოდ ვერ ვიტან. აი, ასეთი არასწორი ქართველი ვარ (იღიმის). ასე რომ, ჩემგან თამადა ნაკლებად სავარაუდოა.

- როდის ვივარაუდოთ შენი ვარჯიში გუნდთან ერთად?

- თავს ახლა კარგად ვგრძნობ და მსურს გუნდს შემდეგ შეკრებაზე დავეხმარო, რომელიც მარბელაში გვაქვს. საბოლოო სიტყვა ექიმებზეა, თუმცა ცვლილებები უკეთესობისკენ სახეზეა. ოპერაციამდე ვერც კი დავრბოდი, დღეს კი ამის კეთება შემიძლია, თანაც თავს კომფორტულად ვგრძნობ", - თქვა ანანიძემ.

სტადიონ "ალ ზაეტ სპორტ ცენტრიდან" ჯანო სასტუმროში გუნდთან ერთად დაბრუნდა, საიდანაც სპარტაკელები პირდაპირ სატრენაჟორო დარბაზისკენ გაეშურნენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი "სპარტაკის" შემადგენლობაში უკანასკნელად მოედანზე 29 აგვისტოს "ანჟის" წინააღმდეგ გამოჩნდა.

ჯანო ანანიძეზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი ჯანო ანანიძე

bebeto
ფორმა უნდა დაიბრუნოს ჯანომ,თუ არსად წავა სპარტაკიდან ძირითადში უნდა მოხვდეს სისტემატურად.არც სპარტაკი არის ცუდი გუნდი მისთვის.
დათო
გაიპარსე შვილო პირი,რაც ხარ ის ხარ შენ მეტად აღარ ,,გაიზრდები". ნეტა რას ამარიაჟებთ ჟურნალისტები.რა ყიფიანი თუ გუცაევი.
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია