გორგოძე, სოფიო ქვაცაბაიასთან ერთად, ტურნირის წყვილთა შეჯიბრებაში ფინალში დამარცხდა
გუშინ, 17 იანვარს, ანტალიაში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელშიც წარმატებით ითამაშა მეორე ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ.

ჩვენებურმა ზედიზედ დაამარცხა ივანა ჰორვატი (ავსტრია, 6:0, 6:1), მარიანა დრაჟიჩი (ხორვატია, 6:2, 7:6), პია ჩუკი (სლოვენია, 6:3, 2:6, 6:2), იულია გრაბნერი (ავსტრია, 6:3, 6:4), გადამწყვეტ პაექრობაში ბულგარელ ვიქტორია ტომოვას აჯობა - 6:4, 6:0 და მთავარი პრიზი მოიპოვა.

წყვილებში რეიტინგფავორიტებმა - გორგოძემ და სოფიო ქვაცაბაიამ გზიდან ჩამოიშორეს ივანა ჰორვატი (ავსტრია), იანა მორდერბერგი (გერმანია) - 7:6, 6:4, ქრისტინა ადამესკუ (რუმინეთი), ქემრა ანილი (თურქეთი) - 6:3, 6:2, ანა ბოდნარი, რებეკა სტოლმარი (ორივე-უნგრეთი) - 0:6, 6:4, 10:8 და ფინალი აგნეს ბუკტასა (უნგრეთი) და იულია გრაბნერის (ავსტრია) დუეტთან დათმეს - 6:1, 4:6, 9:11.

გორგოძე და ქვაცაბაია ანტალიაში რჩებიან და ახალ 10.000-იან ტურნირში ჩაებმებიან. გორგოძე იანა მორდერგერს (გერმანია), ქვაცაბაია კი ჩიარა გრიმს (შვეიცარია) გაუწევს მეტოქეობას.

აქტობეს (ყაზახეთი) ჩოგბურთელ ვაჟთა 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მოსინჯავენ ძალებს გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი. ისინი პირველ წრეში თავისუფალნი იყვნენ.

დღეს მე-2 წრეში ცივაძე ევგენი დანილოვთან (ყაზახეთი), ჯავახიშვილი კი დმიტრი რესნიანსკისთან (ყაზახეთი) გაარკვევს ურთიერთობას. წარმატების შემთხვევაში ორივე ქართველი ძირითად ბადეში ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა