"დალას მავერიკსმა" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა
"დალას მავერიკსმა" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა. ამის მიზეზი "სან ანტონიოა", რომელიც შინაურ არენაზე მიმდინარე სეზონში არ დამარცხებულა და ეს არც ზაზა ფაჩულიას გუნდთან თამაშისას დაუშვა.

ტეხასურ დერბიში დალასელები მეორე პერიოდის შუაწელამდე ღირსეულად იბრძოდნენ, თუმცა მასპინძლებმა მოახერხეს თამაშზე კონტროლის დაწესება და მატჩის ბოლომდე უპირატესობას გამუდმებით ზრდიდნენ. საბოლოოდ "სან ანტონიომ" 29 ქულის სხვაობით - 112:83 მოიგო.

ზაზამ 21 წუთი ითამაშა და სროლები არ წაუვიდა: 7-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიამ შეხვედრა 5 ქულით, 7 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით დაასრულა. სანანტონიოელმა ტიმ დანკანმაც 21 წუთი ითამაშა და შეხვედრა 2 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა, თუმცა ფარქვეშ თავი ლამარკუს ოლდრიჯმა გამოიჩინა, რომელმაც 23 ქულით "სან ანტონიოს" დიდი დახმარება გაუწია.

ქართველმა ცენტრმა პატი მილსთან უხეშობისთვის არასპორტული ჯარიმა მიიღო, ხოლო დალასელთა მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაისლი მოედანზე შეჭრის გამო თამაშიდან გააძევეს.

18.01.16. სან ანტონიო-დალასი 112:83

დალასელთა სასტარტო ხუთეულის წევრთაგან მხოლოდ ვესლი მეთიუზი ასცდა 10-ქულიან ზღვარს და 12 ქულა მიითვალა. დირკ ნოვიცკი 4 ქულას დასჯერდა, ჩანდლერ პერსონსმა 5 მიითვალა, დერონ უილიამსის ანგარიშზე კი 8 ქულა დაგროვდა.

18.01.16. ზაზა ფაჩულიას პასი და პაუელის ჩატენვა

ფაჩულიას გუნდს 23 მოგება და 19 მარცხი აქვს. ანალოგიური შედეგი გააჩნია "მემფისს" და ეს გუნდები დასავლეთ კონფერენციაში მე-5-მე-6 ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩს "დალასი" ხვალ, შინაურ არენაზე "ბოსტონ სელტიქსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ