"ჩელსის" თავკაცი იმედოვნებს, რომ ესპანელის დროგბასთან შეწყვილებით ტაქტიკური სქემის კარდინალურად შეცვლა არ დასჭირდება
"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ ფორვარდ ფერნანდო ტორესს გუნდის შეტევის ხაზში ადგილს გამოუძებნის.

ესპანელი ბომბარდირის დებიუტი უახლოეს კვირასაა მოსალოდნელი, როდესაც "ჩელსი" შინ ტორესის ყოფილ კლუბს, "ლივერპულს" უმასპინძლებს.

"სად ვათამაშებ ტორესს? ნამდვილად ვიცი, რომ ის არც მეკარეა, არც მცველი და არც ნახევარცველი. ის თავდამსხმელია და ამიტომ თავდასხმაში ითამაშებს", - განაცხადა ანჩელოტიმ "სანდერლენდთან" მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა 4:2 მოიგო.

"წესით, მას დროგბასთან და სხვა ფორვარდებთან შეთამაშების პრობლემა არ უნდა შეექმნას. ჩვენ ორი თავდამსხმელით თამაში შეგვიძლია და ტაქტიკური სქემის კარდინალურად შეცვლა არ დაგვჭირდება", - დაამატა ნათქვამს იტალიელმა სპეციალისტმა.

ანჩელოტის თქმით, სამწვრთნელო შტაბი ტორესის მზადყოფნას ხუთშაბათამდე შეისწავლის და თუკი ყველაფერი რიგზე იქნება, ესპანელი "ლურჯების" რიგებში კვირასვე გამოჩნდება.

"თუ გავითვალისწინებთ, რომ ტორესმა "ლივერპულში" ბოლო მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, დიდი შანსია, ჩვენ გუნდში მისი დებიუტი 6 თებერვალსვე შედგეს", - განაცხადა ანჩელოტიმ.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა