იანვრის ბაშოს მე-9 დღე წარუმატებელი გამოდგა
ახალი წლის ბაშოს მე-9 დღეს კომუსუბი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მე-7 მარცხი იგემა. მან აღმოსავლეთის კომუსუბი იკიოისთან ვერაფერი გააწყო. ამრიგად, ჩვენებურმა წაგებების ლიმიტი ამოწურა და მომდევნო მარცხი მას რანგის დაკარგვად დაუჯდება, ლევანი რიგითი მაეგაშირა გახდება.

ეს რომ არ მოხდეს, მან ჯერ მე-3 მაეგაშირა იჩინოჯო (7:2 ურთიერთშეხვედრებში), მერე კიდევ დარჩენილი ყველა ორთაბრძოლა თავის სასარგებლოდ უნდა დაასრულოს.

წააგო მე-9 მაეგაშირა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), 199-კილოიანმა სუმოისტმა ვერ გაუძლო კიტატაიკის შეტევას და ახლა 4-5 ბალანსი აქვს. გაგამარუს მომდევნო მეტოქე გამოცდილი ტოიოჰიბიკია (5:6 ურთიერთშეხვედრებში).

IX დღე (მნიშვნ. ბრძოლები): კაკურიუ-გოეიდო (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-კოტოიუკი (უვატენაგე), ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (უვატედაშინაგე), აოიამა-კისენოსატო (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-კაისეი (იორიკირი), იკიოი-ტოჩინოშინი (შიტატენაგე), კიტატაიკი-გაგამარუ (უვატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა

9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (ოძეკი)

8-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)... 4-5: გაგამარუ (მაეგაშირა 9)... 2:7: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

X დღე (მნიშვნ. წყვილები): ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, ჰაკუჰო-კაისეი, კაკურიუ-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-გოეიდო, ტოჩინოშინი-იჩინოჯო, გაგამარუ-ტოიოჰიბიკი.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა