დღის ყველა ტრანსფერი და ჭორი
14:15 Marca წერს, რომ "ატლეტიკომ" უარი განაცხადა "ტოტენჰემში" ჯექსონ მარტინესის გაშვებაზე. ლონდონელები ფორვარდში 30 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ მადრიდელებმა უარყვეს ეს წინადადება. სავარაუდოდ, ფიფას მიერ დაწესებული სანქციების გამო.

14:30 ნემანია ვიდიჩი აღარ არის "ინტერის" ფეხბურთელი. მცველი მოელაპარაკა მილანელებს კონტრაქტის გაწყვეტაზე და კლუბი დატოვა.

14:42 "ლაციომ" თავის ვებგვერდზე დაწერა, რომ სენად ლულიჩთან გაახანგრძლივა კონტრაქტი. ახალი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

14:39 "მაინცის" შეტევების ერთ-ერთი ლიდერი იუნუს მალი, შესაძლოა, სულ მალე "დორტმუნდის" ფეხბურთელი გახდეს. Bild-ი იტყობინება, რომ "ბორუსია" უკვე მოელაპარაკა ფეხბურთელს ოთხწლიან კონტრაქტზე, ხოლო "მაინცს" 13 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას შესთავაზებს.

14:55 Sky Sport Italia-ს ცნობით, ალესიო ჩერჩი დღეს "ჯენოას" ფეხბურთელი გახდება. ფეხბურთელი სულ მალე გაივლის სამედიცინო შემოწმებას და დატოვებს "მილანს".

15:01 "ვოლფსბურგის" მცველი ტიმ კლოზე ოფიციალურად გახდა "ნორვიჩის" ფეხბურთელი. 27 წლის შვეიცარიელმა ინგლისურ კლუბთან სამწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

15:07 "ლიდსის" მცველი სემ ბაირემი "ვესტ ჰემის" მოთამაშე გახდება. The Guardian-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს "ევერტონი" ეპატიჟებოდა, მაგრამ ბაირემმა არ ისურვა იქ გადასვლა, რადგან ფიქრობდა, რომ ნაკლებ სათამაშო დროს მიიღებდა.

15:15 "ჯენოას" ფეხბურთელი კრისტიან ანსალდი "რომას", "მილანსა" და "ინტერს" აინტერესებთ. "ეს საკითხი ზაფხულში გაირკვევა", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა. ანსალდი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" ეკუთვნის.

15:22 The Daily Mail-ი იუწყება, რომ ცსკა-ს ფორვარდით, სეიდუ დუმბიათი "სუონსი" დაინტერესდა.

15:22 ბრაზილიელმა მეკარემ ჟულიო სეზარმა გადაწყვიტა, კიდევ ორი წლით გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ბენფიკასთან". ამის შესახებ წერს O Jogo.

15:28 "იუვენტუსმა" გამოაცხადა "ჯენოას" ნახევარმცველის, როლანდო მანდრაგორის ტრანსფერის შესახებ. გენუელებმა ტურინელებისგან 6 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია მიიღეს. ფეხბურთელი სეზონს "პესკარაში" ჩაამთავრებს, სადაც იჯარით თამაშობს.

15:35 "სამპდორიამ" "ინტერიდან" იჯარით აიყვანა მცველი დოდო. ამ სეზონში ფეხბურთელმა "ნერაძურის" რიგებში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, ისიც იტალიის თასზე. ამიტომაც იძულებული გახდა, წასულიყო. ამასთან, "სამპდორია" ზაფხულში არ გამოისყიდის ბრაზილიელს.

15:43 Il Tempo იტყობინება, რომ "რომა" განიხილავს "ბაიერნიდან" ჰოლგერ ბადშტუბერის შეძენის შესაძლებლობას. ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ჰყოფნის, ამიტომაც უარს არ არის რომაელებში გადასვლაზე.

15:54 Sport Mediaset-ის ინფორმაციით, "ფიორენტინამ" იჯარით მისცა პორტუგალიურ "ბელენენსეშს" მარკო ბაკიჩი.

16:27 ჯერმეინ პენანტი შესანიშნავად მოეწყო სინგაპურში. ინგლისელი იქაურ "ტემპლეინ როვერსში" გადავიდა და წელიწადში 2.5 მილიონ გირვანქას გამოიმუშავებს.

16:35 "ფიორენტინა" მოელაპარაკა "პორტუსა" და "ბარსელონას" კრისტიან ტელიოს იჯარაზე. სეზონის ბოლოს, იტალიურ კლუბს 8 მილიონ ევროდ შეეძლება ფეხბურთელის გამოსყიდვა.

16:50 "ჰამბურგის" ვეტერანი ივიცა ოლიჩი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში თურქეთში აღმოჩნდეს. Fanatik-ის ინფორმაციით, 36 წლის ხორვატს წინადადებით მიმართა "რიზესფორმა".

17:15 იაია ტურეს აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის მხრიდან ამ ზამთარს "სიტის" დატოვების შანსები ნულის ტოლია: "იანვარში ის არსად გადავა, მაგრამ ზაფხულში, შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს. მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება".

17:38 გრანიტ ჯაკამ, რომელზეც ევროპის ტოპ-კლუბების დიდი ნაწილი ნადირობს, ასეთი რამ განაცხადა სავარაუდო ტრანსფერის შესახებ: "გლადბახი" ტოპ-გუნდია. უკეთეს გუნდში გადავალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვითამაშებ და სათადარიგოთა სკამზე არ ვიჯდები".

17:59 ტელიოს გარდა, სულ მალე "ფიორენტინა" ტინო კოსტას ტრანსფერის შესახებ გამოაცხადებს. ფლორენციელთა პრესსამსახურმა უკვე დაწერა, რომ ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას გადის.

18:16 Daily Mail-ს მიაჩნია, რომ ვილფრიდ ბონი "მანჩესტერ სიტიდან" "მშობლიურ" "სუონსიში" დაბრუნდება.

18:26 Daily Star-ი იტყობინება, რომ იურგენ კლოპი ბენტეკესა და ორიჯის დასახმარებლად და ტრავმირებული დანიელ სტარიჯის შესაცვლელად ხავიერ ერნანდესის კანდიდატურას განიხილავს. მექსიკელმა "ლევერკუზენში" გადასვლის შემდეგ ცხრა გოლი გაიტანა და ორჯერ გახდა ბუნდესლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი.

19:04 Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, რომ "ვოლფსბურგი" და "ასტანა" მოლაპარაკებებს აწარმოებენ გერმანულ კლუბში პატრიკ ტვუმასის გადასვლასთან დაკავშირებით.

19:36 "ვესტ ჰემის" მცველი ანჯელო ოგბონა, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს. Football Italia-ს ინფორმაციით, "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი 11 მილიონ ევროდ შეიძლება დაუთმონ "რომას".

19:47 "ვესტ ჰემის" თანამფლობელმა დევიდ სალივანმა SKy Sports-ს შეატყობინა, რომ მაურო სარატემ, შესაძლოა, დატოვოს გუნდი, თუ უახლოეს დროში ფორმას არ აკრეფს და ძირითადში თამაშს არ დაიწყებს.

20:16 La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ "იუვენტუსმა" უარი უთხრა "ლივერპულს" ალვარო მორატას ტრანსფერზე. არადა, მერსისაიდელები ესპანელში 60 მილიონ ევროს იხდიდნენ.

20:28 "ესპანიოლს" "ჩელსის" ორი ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს. იტყობინებიან, რომ კატალონიელთა ინტერესის სფეროში მოექცნენ მცველები - კრისტიან ატსუ და პაპი ჯილობოჯი, რომლებიც ძირითად დროს ლონდონური კლუბის სათადარიგოთა სკამზე ატარებენ.

20:49 იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ არ აპირებს "სამპდორიას" დატოვებას. მანვე ხუმრობით ისიც დაამატა, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება ერთნახევარ ევროს უდრის.

21:21 Sky Sports Italia-მ, როგორც იქნა, დაადგინა, რომ ფრედი გუარინი არა "ზენიტში", არამედ ჩინურ "ჟიანსუ საინტიში" გადადის სათამაშოდ. კოლუმბიელი სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს.

21:30 სიახლე, რომელმაც, შესაძლოა, ხამეს როდრიგესის ტრანსფერი გამოიწვიოს. Marca-ს ინფორმაციით, "რეალის" მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს კონფლიქტი აქვს ხამეს როდრიგესთან. კერძოდ, ფრანგი აღშფოთებული ყოფილა კოლუმბიელის ვარჯიშებისადმი დამოკიდებულებით.

21:40 "ნიუკასლი" აპირებს "ტოტენჰემიდან" ნახევარმცველის, ანდროს თაუნსენდის შეძენას, - იტყობინება Mirror-ი. ადრე ნიუკასლელები ლონდონელებს 10 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ უარი მიიღეს. ახლა შეთავაზება 14 მილიონამდე გაიზარდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ხამესი გუნდს კვლავ გამოიცვლის - როდრიგსესთვის "რაიო ვალეკანოში" თავგადასავალი ხანმოკლე აღმოჩნდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"სანამ "რეალში" გადავიდოდი, "სიტიმ" და პსჟ-მ დიდი ფული შემომთავაზეს, პერესმა კი ასეთი რამ მითხრა..." - ხამეს როდრიგესმა "ბლანკოსში" გადასვლის ისტორია გაიხსენა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"აი, ასეთი საშინელებები ხდებოდა კატარში" - ხამეს როდრიგესი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები