რუსული გამოცემის აზრით, ქართველი მცველი უკეთეს ჩემპიონატში თამაშს იმსახურებს, მაგრამ...
რუსულმა სპორტულმა ინტერნეტგამოცემა Chempionat.com-მა დასავლეთ ევროპაში მოთამაშე ის ფეხბურთელები მიმოიხილა, რომლებსაც რუსული პრემიერლიგის კლუბების გაძლიერება შეუძლიათ.

საიტმა პოტენციურ ახალწვეულთა შორის კი საქართველოს ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" მცველი გურამ კაშიაც დაასახელა.

"კარგი მცველი ჰოლანდიის ჩემპიონატში - ეს ეგზოტიკაა. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ როდესაც ადგილობრივ ლიგაში კარგი მცველი ჩნდება, მას ტოპ-ჩემპიონატების კლუბები ყურადღებას თითქმის არ აქცევენ. ჰოლანდიის ჩემპიონატი კი, მართლაც რომ არაა მაღალი დონის.

გურამ კაშია - სწორედ რომ ამ დაუფასებლობის მსხვერპლია. მან თავისი კარიერის მანძილზე უკვე დაამტკიცა, რომ იოლად შეუძლია თავისი თამაშის ხარისხის მაღლა და მაღლა აწევა.

კაშია რაინის სანაპიროზე "ვიტესის" ახალ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას მიჰყვა. თუმცა, ჰოლანდიელებს სულ ნახევარი წელიწადი დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ გურამს დამოუკიდებლად, კაბინეტებიდან მხარდაჭერის გარეშეც შეეძლო წარმატებული კარიერის აწყობა.

მიმდინარე სეზონი კაშიასთვის არნემში მეხუთეა. ამ დროში ქართველმა მცველმა მოასწრო კაპიტნობა, "ვიტესის" გასახდელში ლიდერის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება, ერედევიზიეს თვის საუკეთესო მოთამაშის (არცთუ დიდი ხნის წინ, 2015-ის აგვისტოში) ტიტულის მოპოვება და ქალაქის შეყვარება:

"ადაპტაცია მიჭირის ხოლმე, მაგრამ ახლა ჰოლანდიაზე, პრაქტიკულად, ყველაფერი ვიცი. ჩემს ქუჩასა და საყვარელ კაფეში თითქმის ყველას ვიცნობ".

ადაპტაციასთან დაკავშირებით სირთულეები ერთადერთი მნიშვნელოვანი მინუსი არაა კაშიასთვის. პლუსი კი მას გაცილებით მეტი აქვს - ფიზიკური ძალა (ამაოდ არ ჩადის ხოლმე გურამი სტანდარტულების დროს მეტოქის საჯარიმოში), თამაშის ბრწყინვალედ წაკითხვის უნარი, მწვრთნელის მითითებისა თუ მეტოქე გუნდის წყობაში ცვლილებების დროს სწრაფად გადაწყობა.

უცნაურია, რომ 28 წლის კაშია აქამდე მოკრძალებულ "ვიტესში" თამაშობს", - წერს სერგეი ტიტოვი.

ჩვენ კი დავძენთ, რომ ბოლო დროს გურამ კაშიას არნემულ კლუბში საქმეები არცთუ იდეალურად მისდის - მას ძირითადში აღარ აყენებენ, ბოლოს კი სულაც "ვიტესის" ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა. მთლიანობაში კი, საქართველოს ნაკრების მცველი გაცილებით უკეთესი ჩემპიონატისთვის გვემეტება, ვიდრე ჰოლანდიის ერედივიზიე ან რუსეთის პრემიერლიგაა.

ალეკსანდრე
რას უცუნებენ ვერ გავიგე,ჯობია ცამოვიდეს,შHესაფერის გუნდს აუცილებლად იშჰოვის
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა