იან სმითს საქართველოს ნაკრების ეიმედება, მაგრამ ფინანსური კუთხით შანსს ვერ ხედავს
თებერვლიდან ევროპის ერთა თასის გათამაშება იწყება. ამ პირველობას შოტლანდიური scotsman.com გამოეხმაურა.

"6 თებერვლიდან იწყება ტურნირი, რომელშიც ფავორიტი კვლავ საქართველოს ნაკრებია. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ევროპის ერთა თასზე, ანუ "სხვა ექვს ერზე", როგორც მას ხშირად უწოდებენ.

საქართველომ მოიგო ბოლო ხუთი გათამაშება და ის ამ ტურნირში ყველაზე მაღალი კლასის გუნდია, მისი მთავარი კონკურენტი კი რუმინეთია, რომელმაც მსოფლიოს თასზე დიდი ბრძოლა გაუმართა იტალიას".

სტატია ეძღვნება ერთა თასზე მოღვაწე შოტლანდიელ მწვრთნელებს, როგორიც იყო, მაგალითად, რიჩი დიქსონი. ასევე, საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების ყოფილი მწვრთნელი და "ბორჯღალოსანთა" ფიზმომზადების პროგრამის შემქნელი იან სმითი.

მას საქართველოში 19-წლამდელთა გუნდსა და რაგბის აკადემიაში უმუშავია.

იან სმითი 2014 წლიდან პორტუგალიაშია, ჯერ, როგორც ტექნიკური მრჩეველი. ამჟამად იგი პორტუგალიის ნაკრების დროებითი თავკაცია. მას გამოცემა "ექვსი ერის" რეორგანიზაციის შესახებ დაეკითხა:

"თუკი საკითხს რომანტიკული კუთხით მივუდგებით, ექვსი ერიდან ერთა თასზე და პირიქით მიმოსვლის სისტემა უნდა იყოს, ექვს ერში უარესი უნდა ვარდებოდეს და ერთა თასის საუკეთესო დაწინაურდეს.

მაგრამ, როგორც შოტლანდიელს, რა თქმა უნდა, ეს არ მინდა, რადგან შოტლანდია შეიძლება გავარდნის საშიშროების წინაშე დადგეს. პორტუგალიას ამ შემთხვევაში არ ექნება პრეტენზია დაწინაურების - ჩვენ 2 ათას ფანს ძლივს ვაგროვებთ თამაშებზე, მაგრამ აბა, რუმინელებსა და ქართველებს ჰკითხეთ!

გავარდნა-აღზევების სისტემა ექვს ერში საქართველოსა და რუმინეთში რაგბის ძირფესვიანად შეცვლის. ჩვენ ისედაც ვნახეთ მსოფლიოს თასზე, რომ ორივე გუნდს შეუძლია იყოს კონკურენტუნარიანი. იტალიამ ისე კარგად ვერ გამოიჩინა თავი ექვს ერზე, როგორც ბევრს ეგონა.

მაგრამ ფინანსური კუთხით თუ მივუდგებით საქმეს, ამ იდეის განხორციელების გზებს ვერ ვხედავ. მე ვერ ვხედავ ათასობით ფანს თბილისის ქუჩებში პერსპექტივაში, რადგან ქართველებს ჯერ არ ჰყავთ სპონსორები და არ აქვთ სათანადო ინფრასტრუქტურა განვითარებული", - განაცხადა სმითმა.

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო