საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ის ეროვნულ გუნდში წინამორბედებზე 60%-ით ნაკლებ ხელფასს იღებს
დღეს, 21 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავის ხელფასზეც ისაუბრა.

"ნაკრებში რომ მოვედი, ჩემი ინიციატივით, პირველი 6 თვე უფასოდ ვიმუშავე - ერთი თეთრიც კი არ ამიღია. მე ასე ვთვლიდი სწორად - იმ 6 თვეში არანაირი თანხა არ მეკუთვნოდა. როცა ხელფასზე გადავედი, წინამორბედი მწვრთნელებისგან განსხვავებით, 60%-ით შევიმცირე ხელფასი.

ნაკრებში მუშაობა ნაყოფიერად დავიწყეთ, ფეხბურთელებს დაკარგული ოპტიმიზმი დავუბრუნეთ, ფსიქოლოგიურად გამოვიყვანეთ იმ მდგომარეობიდან, რომლებშიც იმყოფებოდნენ.

დღეს ჩემი შეთავაზება ფეხბურთის ფედერაციის მიმართ არის ის, რომ დავიკლოთ ხელფასის 25 პროცენტი, შესარჩევ ეტაპზე მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ეს თანხა უკან დამიბრუნდეს. ამის შესახებ ვესაუბრე ლევან კობიაშვილსაც.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თანახმა ვარ, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამ სისტემას ავყვე, რადგან ჩემი გუნდის მჯერა. მჯერა, რომ ისინი მინიმუმ მესამე ადგილზე გავლენ და ის 25% დამიბრუნდება", - თქვა ცხადაძემ.

ეროვნული ნაკრების თავკაცმა კონტრაქტში არსებულ ერთ-ერთ პუნქტზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას დამატებით ხელფასის 30% ერგებოდა.

"კონტრაქტის მიხედვით, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდით, ხელფასის 30% დამატებით მერგებოდა. მე ჩემს ფეხბურთელებს პირობა მივეცი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში ეს 30% მთლიანად მათი იქნებოდა", - განაცხადა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნაკრების წინა მწვრთნელის, თემურ ქეცბაიასა და მისი სამწვრთნელო შტაბის ყოველწლიური ხელფასი 2 500 000 ლარს შეადგენდა. არაოფიციალური მონაცემებით, ქეცბაიას ყოველთვიური ხელფასი, 30%-ით შემცირებამდე, 200 ათას ლარს აღემატებოდა...

ირაკლი
ცხადაძე საზღვარგარეთ მუშაობდა ჩვენებმა მოიწვიეს და კონტრაქტიც გაუფორმეს. კაცმა წინამორბედს კი არ უკბინა თქვა ხელფასი 60% შევიმცირეო ამას გარდა კიდე -25% თანხმდება( როცა კანონით აქვს უფლება შეპირებული მოითხოვოს) და რაღას ფხაკურობთ ამისთვისაც და განსაკუთრებით პოზიტიური დასაწყისისთვის შექებას იმსახურებს ცხადაძე.
ირაკლი
ქეცბაიას ვინ კბენს?! კაცმა სიმართლე რომ თქვას უხდება წინამორბედის გახსენება ხელფასის 60% რო მოიკლებ არაა პატარა საქმე. აშკარაა გუნდში პოზიტიური ძვრები შემტევ ფეხბურთზე გადავედით და ესეც რომ არაფერი ბრმად ცხადაძეს რას ადანაშაულებთ კაცი საზღვარგარეთ მუშაობდა ჩვენებმა მოიწვიეს და კონტრაქტიც დაუდეს და იმ 25%ის მოკლების შეთავაზებისთვისაც მადლობა ეკუთვნის კახას.
goga
ცხადაძე რატო აფუცხუნდი კიდე ოთხი წელი ჩვენს ნერვებზე უნდა ითამაშო თუ იცი რო მაინც ბოლოზე გავალთ და არ გინდა ფულის დაკარგვა ხო ამბობ მინიმუმ მესამე ადგილზე გავიყვან გუნდსო რატო არ თანხმდები ბონუს სისტემას უფრო მეტს აიღებ იცი რო ვერ გახვალ ვერც მეოთხეზე ესტონეთთან რო 3-0 წააგებ ააერთოდ როგორ იღებ ხმას
Odalas
და წააგო ბოლო თამაში ბერძნებთან როცა ფრეც აწყობდა
ოდალა-ს
საქართველოში ფეხბურთი სულს ღაფავდა,ეროვნული ჩემპიონატის დონე საერთოდ არ იყო და ამ დროს მწვრთნელი რო ისეთ ხელფასს იღებს ეგ ნორმალურია?
odala
რამდენი მწვრთნელი იცი რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა ისეთი დონის გუნდი როგორიც ანორთოსისი იყო და რომელიც არ აგებდა ისეთ გრანდებთან როგორიც მაშინდელი ინტერი იყო?
ქეცბა იკოტრიალე და იშოვე ფული
ცხადაძის არ ვიცი და ქეცბაია რო აზრზე არ არი მწვრთნელობის და დიდზე დიდი ფული იშოვა საქართველოს ნაკრებში ეგ იასნია
odala
წინა მწვრთნელის 60%-ს ვიღებო. ვერ მოეშვა ქეცბაიას რა. შანსს არ უშვებს რომ არ უკბინოს. თან ჯერ ამბობს იმის 60%-ვიღებო, მერე ამბობს 60% დავიკელიო. ჯერ ერთი რა დაიკელი? შენც ავტომატურად გერგო ქეცბაიას ოდენობის ხელფასი??? თან თავს გვაწონებს იმის 60%-ს ვიღებო, თან გვაყვედრის დავიკელიო. რაღაცის 60% და 60%-ის პროცენტის დაკლება, სხვადასხვა რამეა - განსვავებულ ციფრს გვაძლევს. ელემენტარული მათემატიკაა. თან რას გვაყვედრის კიდევ: მუნდიალზე თამაშზე უარი ვთქვიო. ესე იგი, საქართველოს ნაკრებში რომ ვითამაშე, ამისთვისაც მადლობა მითხარითო. პატარა გაუჭირდა და უნამუსობებზე მიდის უკვე ეს მასტი.
გიო
თუ ქეცბაიას ხელფასზე აპირებდით სტატიაში საუბარს ეს სათაური რატო დაწერეთ?
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა