საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის განცხადებას გამოეხმაურა.

ცხადაძის თქმით, ეროვნულ ნაკრებიდან მისი გაშვების მთავარი ინიციატორი ტარიელ ხეჩიკაშვილია.

"სპორტის მინისტრმა პირადად მითხრა - შენთვის ხელფასის გადახდას არ ვაპირებო"

"მოგესალმებით. მინდა განმარტება გავაკეთო, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებაზე.

პირველ რიგში მინდა განვმარტო, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის დანიშვნა და საერთოდ სამწვრთელო შტაბის დაკონკრეტება არის ფეხბურთის ფედერაციის და აღმასკომის პრეროგატივა. სპორტის სამინისტრო ამ საქმიანობაში არ ერევა.

რაც შეეხება დაფინანსებას, პირველი დღიდან, რაც დავინიშნე მინისტრად, პირველივე თვეს, როცა ფეხბურთის ფედერაციამ მოგვმართა დაფინანსებით და ეს თანხა იყო საკმაოდ დიდი... მე არ შემიძლია კონტრაქტის პირობების გამჟღავნება, მაგრამ შემიძლია მხოლოდ ეს ვთქვა, რადგან ეს საჯარო ინფორმაციაა - ფეხბურთის ფედერაციამ მოგვმართა თხოვნით, რომ მწვრთნელი დაფინანსებულიყო თვეში დაახლოებით 100-120 ათასი ლარით.

ბუნებრივია, ჩემთვის ეს მიუღებელი იყო გამომდინარე შედეგებიდან. ამიტომ, მაშინდელ ფედერაციას მივმართეთ ჩვენი წინადადებით, რომ მათ გამოეძებნათ ეს თანხები. ისევე შეუძლია დღევანდელ ფედერაციას მოიძიოს თანხები თუ მიაჩნია, რომ ეს მწვრთნელი უნდა მუშაობდეს, ეს მისი გადასაწყვეტია.

სახელმწიფო შედეგიდან გამომდინარე ამხელა თანხას ვერ გადაიხდის.

ფედერაციები არიან დამოკიდებელი სუბიექტები და მათ შეუძლიან მოიძიონ თანხები და თავად განსაზღვრონ ვის რა თანხას მისცემენ.

ფედერაციის საქმიანობაში არ ჩავრეულვარ და არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ მწვრთნელის არჩევის საკითხში მინისტრმა მიიღოს მონაწილოება.

ჩემი აზრით, ახალ ფედერაციაში ხელმძღვანელობას საკმაოდ კომპეტენცია აქვთ, რომ ღირსეული გუნდი დააკომპლექტონ და იმუშაონ.

ასევე იხილეთ:

"მე არ მივდივარ, თუ სფფ-ს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა უნდა, თქვას!"

რამდენი იყო ბოლო დრომდე კახა ცხადაძის ხელფასი საქართველოს ნაკრებში?

ფერნანდო
სვანს ფეხბურთში რომ მეტია "სტავკები" ახალი არაა. მთავარი სხვა რამეა -თუ ახალიზელანდიიდან ჩამოსულ მაღალი დონის სპეციალისტს , რომელმაც კარგი შედეგიც დადო ყოფნის თვეში 25000 ლარი, ადგილობრივ სპეციალისტისათვის 4-5 ჯერ მეტი ფულის გადახდა აუცილებელია? მე მომწონს ცხადაძე , მაგრამ არ მომწონს ბიუჯეტის განიავება. საქართველოს ეკონომიკა, სამწუხაროდ საკმაოდ სუსტია და ძალიან ბევრ , ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში, მწვრთნელებს გაცილებით მოკრძალებული ხელფასები აქვთ.
murtalo
საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი რომ გახდა ოტო რეჰაგელს 300 000 ჰქონდა წელიწადში ხელფასი...დამდეგი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მწვრთნელების ხელფასები ეგება გამოგექვეყნებინათ ვაიჟურნალისტებო, დარწმუნებული ვარ მათ ნახევარზე მეტს ჩვენ მწვრთნელზე ნაკლები აქვს ხელფასი...გავიდნენ მსოფლიოზე და თუნდაც მილიონიანი პრემია(ბონუსი) აიღონ, მგონი ყველა დამეთანხმებით.
realoba
ცნობისათვის: მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე მექსიკის ნაკრების ტრენერის ხელფასი შეადგენდა წლიურ 150,000 აშშ დოლარს!!! ცხადაძის საშუალო ხელფასი გამოდის დაახლოებით წლიურად 540,000 დოლარი!!!
გია თუთბერიძე
სირცხვილია ამ თანხაზე საუბარი,სირცხვილი.....!
bebeto
მწვრთნელს რათქმა უნდა ხელფასი უნდა ქონდეს მაგრამ შედეგიც გათვალისწინებული უნდა იყოს კონტრაქტში.ისე ფული ქართულ ფეხბურთშია სწორად დასახარჯი და არა ერთი მიმართულებით.
vishi
ჯერ ეს ერთი სავარაუდოდ ლარზეა საუბარი.. რაც სავარაუდოდ 35 000 -40 000 დოლარია.. და ამ თანხით სავარაუდოდ უნდა იაროს და მოინახულოს ნაკრების ფეხბურთელები როგორ სად და რას თამაშობენ.. და ა.შ. 25 % -ით თუ იმცირებს -გამოდის რომ რჩება სადღაც 25 - 28 000 დოლარი.. ამას გამოაკელი ის ხარჯები რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას უნდა (ფეხბურთელების თვალის დევნებას) და რა დარჩება ვნახავთ :) იმ ნარჩენი თანხით კიდე ვის მოყვანას ვგეგმავთ მაინტერესებს
ბუტკისტებს
ოცნება 450 მილიონს იღებს ყოველწლიურად პრემიებად უსაქმურობაში და ფეხბურთის მწვრთნელისთვის რომელიც ყველა ქვეყანაში ძვირი ღირს ხელფასის მიცემა არ უნდათ.ამ ფულიდან მთავარი მწვრთნელი რამოდენიმე მწვრთნელს ხელფასებს უხდის.რაც შეეხება კალაძე რომ ხელფასს არ იღებს...კაცი რომელიც ბენზინების წილშია 5000 ლარი მისთვის არაფერია.ახლა გაზპრომს ეჩალიჩება
qutaiseli
რაგბშიც იდება ფული მაგრამ არა მწვრთნელების გამდიდრებაში და ყველამ კეთილი ინებოს და მიეჩვიოს იმას რომ თუ ფეხბურთში ვინმე ინვესტორი ყოველწლიურად ჩადებს 50 მილონ ლარს ის არ მოხმარდება ნაკრების მწვრთნელებს და მოხმარდება მის მომავალს ეს უნდა შეიგნოს ყველამ და ვისაც ამის გაგება არუნდა ჯობია სხვა საქმეს მიხედოს.ესარი რეალობა და არ ჭირდება დღევანდელი ნაკრების გაწვრთნას 120 ათასი თვეში.მორჩა და გათავდა დამთავრდეს უნდა ეს ვათხანალია ადრე თუ გვიან და ყვეკლაფერს დაერქვას თავის სახელი.ხოლო ისეთი ადამიანი რომელიც ამ თანხას ჩადებს ფეხბურთში მე ეგეთს მხოლოდ ერთს ვიცნობ და მეტი არ მახსენდება და თუ ის ფეხბურთს გვერდში დაუდგება ფეხბურთი ამით მხოლოდ მოიგებს ისე როგორც მოიგო რაგბმა.
bebeto
100-120 ათასი თვეში შედეგის მიუხედავათ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ბევრია,ბონუსური სისტემა ცუდი არ არის ევროპის ბევრ ქვეყანაში მიღებული მეთოდია,ისე ფეხბურთში კი არა ყველა სფეროში ეგრე უნდა იყოს შედეგის და მიხედვით უნდა იღებდენ ხელფასებს.
_svani_
სვანს :) ქველმოქმედებაშიო :DDDDD შენ მისი მოადგილე ხარ რა ხელფასიც აქ ზუსტად იცი? ან ერთად მიდიხართ კათარზისში??
ლიო
ხეჩიკაშვილს ჯერ არც ხელფასი აუღია, არც პრემია და არც დანამატი. ყველამ იცის ეს
სვანს :)
მინისტრის ხელფასი 5 000 ლარია თვეში, არანაირი პრემია, არანაირი დანამატი... გავრცელებული ინფორმაციით ხეჩიკაშვილი და კალაძე არ იღებენ ხელფასს, თანხას ქველმოქმედებაში რიცხავენ
Zviad
არ უნდათ საქართველოს გამარჯვება, შიგნიდან გვებრძვიან შიგნიდან გვბლოკავენ რომ ერი არ იყოს წარმატებული. შიგნიდან გვანადგურებენ ბრძანებებს კი გარედან იღებენ. ეხლა რაგბის დამორჩილება მოინდომეს ისინი არიან ნათელი წერტილი ესეც უნდა მოსპონ. ან ეგენი ან ჩვენ.
_svani_
ფერნანდო რაგბს ნუ ადარებ ფეხბურთთან! ფეხბურთში რა ფულიც ტრიალებს იმის ნახევრის ნახევარი ტრიალებს რაგბში )) ნახე ერთი ტოპ 14 რამდენი აქვთ კლუბებში ხელფასი მორაგბეებს ან სუპერ რაგბში))
_svani_
გუჯა კახაძე შენი ჭირიმე რაააა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2 და მითუმეტეს პირველზე არასდროს გავსულვართ ჯგუფში არც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე რა სამარცხვინოა 3 ადგილი რეებს ლაპარაკობთ ეგ ამბიციები გვღუპავს სწორედ რეალობის შეგრძნებას რომ გაკარგვინებს ადამიანს))))))) განა მე არ მინდა ჩემი ქვეყანა პირველი იყოს მსოფლიოში ))))))
lio
_svani_ მინისტრს ხელფასი ჯერ არ აუღია, არც დანამატი და პრემია. საქველმოქმედო ფონდებში ირიცხება ხეჩიკაშვილის ხელფასი პირდაპირ. ყველამ იცის ეს ამბავი
_svani_
პირველი: მთავარი დაპირება 200 000 მილიონი ლარი უნდა ჩადებულიყო ფეხბურთში როცა არჩევნები დამთავრდებოდა და კობიაშვილი გაიმარჯვებდა (მეც კობის ვუჭერ მხარს) ეს დაგავიწყდათ? pholad კაცი იძახის 25 პროცენტი ჩამომაჭერით თუ მესამე ადგილზე ვერ გავიყვან ნაკრებსო))) ცნობისთვის ქეცბაიას წელიწადში 2 500 000 ლარზე მეტი ქონდა ანუ თვეში 200 000 ლარზე მეტი და მთავარი კაცმა 6 თვე უხელფასოდ იმუშავა ეს დაგავიწყდათ და კიდე როგორ ლაპარაკობთ ხელფასის გამო ჩამოვიდაო ერთი ხეჩიკაშვილი რამდენს იღებს წელიწადში თავისი პრეეეემიიიიებიიიით?!!!!
ფერნანდო
რაგბის მწვრთნელის ( მილტონ ჰეიგის) ხელფასი 9000 ევროა, ანუ 4-5 -ჯერ ნაკლები და როგორც საუბარში ეტყობა-კმაყოფილია.
გუჯა კახაძე
როცა ხელფასს სახელმწიფო გიხდის ეს ხალხის ფულია და ხალხსაც ჰკითხეთ თანახმა არის თუ არა გადაყაროს ფული ფეხბურთში, როდესაც ნაკრების შემდეგ ეტაპზე ვერგასვლა წარმატებად ჩაითვლება (მესამე ადგილი ასეთ ჯგუფში სამარცხვინოდ უნდა ითვლებოდეს)! საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოძებნოს სპონსორი და თუნდაც ორჯერ მეტი გადაუხადოს, ეს არავის საქმე არ იქნება ფედერაციის გარდა.
ფერნანდო
კახას აზერბაიჯანში (იქაური პრესის თანახმად) ქონდა საგრძნობლად ნაკლები ხელფასი---$ 30 000 კახას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ქართული რეალობიდან გამომდინარე , თვეში 120 000 ვფიქრობ 2-3ჯერ გადაჭარბებულია-როცა საქმე ბიუჯეტიდან პირდაპირ ან ირიბ დაფინანსებას ეხება.
romandro
ვეთანხმები იმ აზრს რო ცხადაძე უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი,მაგრამ ვრც ხეჩიკაშვილზე ვიტყვი არასწორს ამბობსთქო,მართლაც დიდი თანხა 100-ათას თვეში,საქართველო ისეთი ქვეყანა არარის რომ ამხელა ხელფასი ვინმეს დაუნიშნონ.
Zviad
ცხადაძემ მოახერხა და ნაკრები შეკრა,ბიჭებს რწმენა ჩაუსახა,ადამიანურად მიუდგა მათ და ბევრის ხუშტურსაც გაგებით მოეკიდა და ესეთ დროს როცა კაცმა მოიპოვა ავტორიტეტი და პატივისცემა როგორც გუნდში ისე გულშემატკივრებში არ უნდა დაეწყო არც ფედერაციას და არც მინისტრს ეს უღირსი საუბარი ფულზე და შედეგებზე,უნდა გაერთიანებულიყვნენ და ერთად ეფიქრათ რითი შეიძლება გაძლიერებულიყო ნაკრები!ეხლა იმას მიაღწიეს რო დაძაბეს სიტუაცია და ბიჭებზეც აისახება ეს აუცილებლად,რამეთუ იტყვიან არაფერი არ შეცვლილა და ისევ ის ნაგვობა ხდებაო და ... დაიკიდებენ!!!
Zaza
არ ვიცი,ვის არ ინტერესები ამოძრავებს,მაგრამ ნაკრების მწვრთნელს(შტაბს)100–120 ათასს ხელფასს სახელმწიფო არ უნდა აძლევდეს!...თუ შედეგს დადებენ ,არ ვარ წინააღდეგი(და თუნდაც მეტიც მაშინ),მაგრამ მოჭრილად 100–120ათასი ბიუჯეტიდან მხოლოდ ნაკრების მწვრთნელთა შტაბზე ნამდვილად აშკარად არაადეკვატური ხელფასია(ძალიან რბილი შეფასებით) და თან კიდევ საკუთარ შვილს ათამაშებდა(კარგად იცის,რომ სახელმწიფო წყობაა მთლიანად ნეპოტიზმზე დაფუძბებული და ფეხბურთშიც აითვისა)(((....თუმცა აქ უკვე საერთო სახელმწიფო პრობლემასთან გვაქვს საქმე–მინისტრების და საჯარო მოხელეების კომპეტენცია რამდენად შეესაბამება მათ ხელფასებს,პრემიებს,დანამატებს?ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა ბატონ მინისტრს საერთოდ მთლიანას შეეფასებინა,რომ საერთოდ რამდენად შეესაბამაბა ქვეყნის ეკონიმიკური მდგომარეობა სახელმწიფო მოხელეთა ხელფასებს,პრემიებს ,დანამატებს?,როცა მოვიდნენ ხელისუფლებაში და რომ ეცნენ ნაციონალების დატოვებულ ბიუჯეტს და ყვლიფეს უნამუსოდ,ვინმემ აგო პასუხი?
Soso
120 000 არა მარტო თავის ხელფასად მოითხოვა, არამედ მაგ ფულით უნდა გადაEხადა თAვისი თAნაშEმწეების ხელფასები, დაახლოებით 6-7 ასისტენტი ეყოლება და Iმათაც სჭIრდებათ ხელფასი. Eრთია რო Nაკრები ყოველ თVე არ თAმაშOბს და მაინც საჭIროა ხელფასები, მაგრამ უფრო Iაფად ვის კანდიდატურას Xედავთ ?
_svani_
პირველი: ხომ იძახდა მთავრობა 200 მილიონ ლარს ჩავდებთ ფეხბურთში როგორც კი გფფ არჩევნები დამთავრდებაო?!! როგორც თვითონ უნდოდათ (და მეც) გაიმარჯვა კობიაშვილმა სად არის ის 200 მილიონი?!!! და მთავარი ქეცბაიას წლიური ხელფასი 2 500 000 ლარს აღემატებოდა ანუ თვეში 200 000 ლარზე მეტი!!! pholad ხალხოოოოოოოოო კაცი იძახის მესამე ადგილზე თუ არ გავედი ხელფასის 25 პროცენტი არ მომცეთო თქვენ ვინა ხართ ბოლოს და ბოლოს 6 თვის განმავლობაში უხელფასოდ იმუშავა დაუნახავო "ადამიანებო" ერთი თვითონ მინისტრი რამდენს იღებს??! ხელფას პრეეემიეებთან ერთად????
a
ჩემი კომენტარები უკვე იბლოკება მაგრამ მაინც ვცდილობ! მაქსიმალურად შევეცდები გავერკვე ვინ შეიყვანა ოცნება შეცდომაში და ყიFიანის ნაცვლად დასვა, ადამიანს თავისი აზრის ქართულად გადმოცემა არ შეუძლია.სპორტის ორი სახე იყო, რომელიც ნერვებდაწყვეტილ ქართველებს გვანუგეშებდა იმის ნაცვლად, რომ ნიჟარაძე ზარზეიმით გაგვეცილებინა რა ტრაგიკომედა დატრიალდა? ვინ ავალებს ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობის თავზე აღებას?
gff
ცხადაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ, ამხელა თანხა ცოტა არიყოს ბევრია იმ ნაკრების მწვრთნელისთვის რომელ ნაკრებსაც არანაირი შედეგი არააქვს, თუ შედეგს დადებს მეტსაც იმსახურებს! დანარჩენს კობი გადაწყვეტს კალასთან ერტად ))
vishi
რაგბის ნაკრების მწვრთნელს რამდენი აქვს? რომელი ნორმალური მწვრთნელი გინდათ რომ მოიყვანოთ, მაგრად მაინტერესებს? ტოპმიულერს რას უხდიდნენ ნეტა? ჟირესს? ქეცბაიას? სირცხვილია.. ხელფასების ესე სახალხოდ გაჟღერება.. არ აფინანსებ ნუ აფინანსებ. ფედერაციამ მიხედოს..
ალეკსანდრე
ამ ეტაპზე მცვრტნელის შეცვლა არ გირს,რამდენიმე ტვე რჩება შესარჩევის დაცკებამდე,ცხადაძემ გუნდიშეკრა და რაგაც უკეტესობა გამოჩნდა,გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ჯობს რაგაც კომპრომისის მიგცევა
gio
დარწმუნებული ვარ ცხადაძეს აზერბაიჯანში სამჯერ მეტი ანაზღაურება ქონდა მაგრამ მაინც ნაკრები არჩია. ექვსი თვის განმავლობაში უხელფასოდ იმუშავა შემდეგ 60 პროცენტიით ნაკლებს აძლევდენენ ახლა კი თანახმაა 30 პროცენტით ნაკლები აიღოს და ესენი კიდე უმადურებია არიან.,................................. ასეთები ვართ ქართველები. მინისტრს კიდევ სხვა განზრახვები ამოძრავებ მწვრთნელის ხელფასზე საბრამდე ჯერ ეთქვა ერთი თვითონ რამდენს იღებს ხელფასს
pholad
ბაქოდან წამოვიდაო... წამოვიდოდა აბა რას იზამდა 10ჯერ მეტი ხელფასის ასაღებად! ასეთი ხელფასები საქართველოს დონის ნაკრების მწვრთნელს და ცხადაძეს დონის მწვრთნელებს არ ეკუთვნით მითუმეტეს უთხრეს შედეგს დადებ დიდ ბონუსს მიიღებ! ხომ იძახის დარწმუნებული ვარ ამ გუნდთან ერთად შედეგს ვაჩვენებო მაშინ რატომ არ თანხმდება??? მე მომხრე ვარ დარჩეს ცხადაძე ნაკრების მწვრთნელად მაგრამ არ ეკუთვნის ამხელა ხელფასი თუ შედეგი არ ექნა წაიღებს იმ ფულს და წავა როგორც მისმა წინამორბედებმა წაიღეს და ....
დუბც
მთლიან შტაბს აქვს მაგდენი
saba
კი ხორხე თვეში 120 000 ლარი აქვს
Xorxe
120 000??? ას ოცი ათასი აქვს ხელფასი???
lsd
ძაან სამარცხვინოა ეს უკვე.რა გინდათ რატო გვჭამთ
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი