ვალენსიაში რიკარდო ტორმოს სახელობის ავტოდრომზე მიმდინარე მეორე სატესტო დღე "ფერარის" ესპანელმა პილოტმა მოიგო

ვალენსიაში რიკარდო ტორმოს სახელობის ავტოდრომზე მიმდინარე მეორე სატესტო დღე "ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ მოიგო. ესპანელმა დაახლოებით ნახევარი წამით აჯობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სებასტიან ფეტელს, რომელიც წინა დღის ლიდერი გახლდათ. ამჯერად "რედ ბულის" წევრი მეორე ადგილს დასჯერდა და ფერნანდოსთან 0.3 წააგო. სამეული შეავსო "ფორს ინდიას" შოტლანდიელმა დებიუტანტმა პოლ დი რესტამ. სხვათა შორის, DTM-ის სერიის მოქმედმა ჩემპიონმა ყველაზე მეტი - 111 წრე გაიარა.

მეოთხე ადგილზე გავიდა ბრიტანელი ლუის ჰემილტონი "მაკლარენის" შარშანდელი ბოლიდით, შემდეგ იყო პოლონელი რობერტ კუბიცას "ლოტუს რენო", ხოლო მეექვსე ადგილი მოულოდნელად HRT-ის პილოტმა ნარაიან კართიკეიანმა მოიპოვა.

ინდოელმა პილოტმა უკან ჩამოიტოვა ნიკო როსბერგი "მერსედესიდან", რომელსაც უფრო პროდუქტიული დღე ჰქონდა, ვიდრე სამშაბათს, როცა ჰიდრავლიკასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ტესტების შეწყვეტა აიძულა. ამჯერად გერმანელმა 69 წრე გაიარა. დღეს ნიკოს მიხაელ შუმახერი შეცვლის.

ტესტების მეორე დღეს დებიუტი ჰქონდა "ლოტუსის" ახალ მანქანას. მისმა ფინელმა ჰეიკი კოვალაინენმა პილოტმა ბოლო შედეგი აჩვენა, თუმცა კმაყოფილი დარჩა ახალი შასით.

აღსანიშნავია, რომ ტესტები ოთხჯერ შეწყვიტეს წითელი დროშებით. ამის მიზეზი მორიგეობით გახდნენ - რუბენს ბარიკელო, პოლ დი რესტა, ნიკო როსბერგი და სებასტიან ბუემი.

ტესტების მეორე დღის შედეგები:

1. ალონსო (ფერარი) 1:13.307 (108 წრე)

2. ფეტელი (რედ ბული) +0.307 (43)

3. დი რესტა (ფორს ინდია) +0.537 (111)

4. ჰემილტონი (მაკლარენი) +1.046 (83)

5. კუბიცა (ლოტუს-რენო) +1.105 (104)

6. კართიკეიანი (HRT) +1.165 (80)

7. როსბერგი (მერსედესი) +1.338 (69)

8. გლოკი (ვირჯინი) +2.101 (34)

9. ბარიკელო (უილიამსი) +2.716 (51)

10. პერესი (ზაუბერი) +2.891 (42)

11. მალდონადო (უილიამსი) +2.959 (29)

12. ბუემი (ტორო როსო) +3.052 (46)

13. ალგერსუარი (ტორო როსო) +3.167 (64)

14. უებერი (რედ ბული) +4.058 (17)

15. კოვალაინენი (ლოტუსი) +7.342 (15)

avtuko
საწყალი მასააა ძრავი დაეწვა :(
avtuko
მე მჯერა ფერარის , უფრო ზუსტად ალონსოსი :) ისე მასას შედეგებიც საინტერესო იქნება,
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე