შეიძლება ვთქვათ, რომ ძველი ფორმაციის პროფლიგა, რომელმაც ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი გააკეთა, გარდაიცვალა

პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფისი 2004 წელს ფეხბურთის ფედერაციის შენობაში განთავსდა, 2006 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გადაბარგდა, ახლა კი აქაურობის დატოვება მოუწევს.

საქმე ისაა, რომ პროფლიგა იჯარის თანხას ვერ იხდიდა და ორიოდე დღის წინ შენობის დაცლა მოსთხოვეს. ასე რომ, ორგანიზაცია, ფაქტობრივად, აღარც არსებობს.

ლიგამ ვერც სპონსორები იშოვა, ეროვნული ჩემპიონატიც ფეხბურთის ფედერაციამ გადაიბარა, უფუნქციოდ დარჩენილი თანამშრომლები სამსახურში არ დადიან და, ფაქტობრივად, ორგანიზაციის არსებობამაც აზრი დაკარგა.

მოკლედ, შეიძლება ვთქვათ, რომ ძველი ფორმაციის პროფლიგა გარდაიცვალა. არადა, ლიგამ ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი გააკეთა.

2003 წლის 17 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ქუთაისის "ტორპედოს" მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტ დიმიტრი რამიშვილის ინიციატივა მოიწონა და ამიერკავკასიაში პირველად ფეხბურთის პროფესიული ლიგა საქართველოში დაარსდა.

2004 წელს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგებისა და ეროვნული თასის გათამაშების ჩატარების უფლება ლიგას მიანიჭა.

ქართული ფეხბურთისთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს და ეროვნულ თასს პირველად გამოუჩნდა სპონსორები, აღდგა საქართველოს სუპერთასის გათამაშება, მიმზიდველი გახდა ეროვნული თასის ფინალური და სუპერთასის მატჩები.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელების, ფეხბურთელების, ჟურნალისტებისა და პროექტების დასაფასებლად იმართებოდა სეზონის შემაჯამებელი საღამო-კონცერტი "დია" და გამოჩნდა, რომ ქართველებმაც ვისწავლეთ პროექტების ~ლამაზად შეფუთვა".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციას ემსახურებოდა კომპიუტერული თამაში "ჩემი ფეხბურთი".

ყურადღება ექცეოდა საკლუბო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, 2005-06 წლების სეზონში ყველა გუნდში ამუშავდა პრესსამსახური, რადგან ამის აუცილებლობა დებულებაში ჩაიწერა. ჟურნალისტებისთვის სასიამოვნო იყო, რომ ლიგა მასმედიის ინტერესებს ითვალისწინებდა.

უმაღლესი ლიგის გუნდების ანალოგიით, ჭაბუკთა სამი ლიგა დაარსდა, რომელთაც უეფას სოლიდარობის ფონდი აფინანსდა.

მართალია, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სასურველ დონეს არ მიახლოვებია, იყო პრეტენზიები ჩემპიონატისა და თასის პრემიების ჩარიცხვასთან დაკავშირებით, მაგრამ მიმართულება იყო სწორი.

ეს ყოველივე იმისთვის კეთდებოდა, ფეხბურთი ბიზნესად რომ გადაქცეულიყო. მანამდე ხომ ასე არ იყო და ეროვნული ფეხბურთის გასათანამედროვებლად სიახლეები აუცილებელიც იყო.

რუსეთის აგრესიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაფერი არია. პროფლიგას ხელმძღვანელის შეცვლამაც ვერ უშველა, რადგან ქვეყანაში ფეხბურთისთვის თანხების მოძიება ერთობ გაჭირდა.

2010 წლის დეკემბერს ზვიად სიჭინავამ ფეხბურთის ფედერაციას ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზება დაავალა. ლიგას კი შენობიდან მალე გამოასახლებენ და, ჯერ უცნობია, იარსებებს თუ არა მომავალშიც ეს ორგანიზაცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა