მსოფლიოსა და ევროპის მარტყოფელმა ჩემპიონმა "ვარსკვლავთა ტურნირზე" ოქროს მედალი და სოლიდური ფულადი ჯილდო მოიპოვა
სამბისტებმა 2016 წელი ტრიუმფით დაიწყეს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, მარტყოფელმა დავით ლორიაშვილმა (100 კგ) რუსეთის ქალაქ ბარნაულში გამართულ "ჩემპიონთა თასზე" ოქროს მედალი მოიპოვა, სადაც, დებულების თანახმად, მხოლოდ სხვადასხვა წელს მსოფლიოსა და კონტინენტის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა იასპარეზეს ერთ წონით კატეგორიაში - 100 კგ-ში.

დავით ლორიაშვილს მსოფლიოს ჩემპიონობა 2015 წლის ნოემბერში მაროკოს დედაქალაქ კასაბლანკაში რომ შემთხვევით არ მოუპოვებია, ეს მან ამჯერადაც დაამტკიცა ბარნაულის ხალიჩაზე, სადაც ვარსკვლავთა ამ უნიკალურ ტურნირზე 5 ქვეყნის 11 უძლიერესი სამბისტი იბრძოდა გამარჯვებისათვის.

პირველ შეხვედრაში ჩვენმა ჩემპიონმა 6:0 სძლია მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორს, ბელორუს ვასილ კუზნეცოვს, შემდეგ კი მსოფლიოს პრიზიორ ყაზანელ (რუსეთი) სერგეი სამოილოვიჩს მიუგო. დაძაბული იყო ნახევარფინალური შერკინება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონ არსენ ხანჯიანთან (რუსეთი). მარტყოფელმა სამბისტმა 9:7 გაიმარჯვა და ხანჯიანთან საქართველოს 2015 წლის ფალავნობაზე ქართულ ჭიდაობაზე განცდილი მარცხისათვის ამჯერად რევანში სამბოში აიღო.

დავით ლორიაშვილი "ჩემპიონთა თასის" ფინალში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ბელორუს ანდრეი კაზუსენოკს დაუპირისპირდა. გამოცდილი მეტოქე 3:1 დაამარცხა და "ვარსკვლავთა ტურნირზე" ოქროს მედალს და სოლიდურ ფულად პრიზსაც დაეუფლა.

მედგრად მებრძოლ ქართველ სამბისტს ბარნეულის სპორტკომპლექს "პობედაში" იქაური ქომაგებიც კი გამოუჩნდა, რომლებიც ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებდნენ ქართველ ჩემპიონს.

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gug
როდის გახდა კასაბლანკა მაროკოს დფდაქალაქი? ლორიაშვილს ყოჩაღ
ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ძიუდო. ბუნდესლიგა: რეხვიაშვილი ზევითაც იგებს
ჩიდრაშვილმა ოქრო მოიპოვა, ლორიაშვილმა - ბრინჯაო
ძიუდო, ბუნდესლიგა: "აბენსბერგი" უქართველებოდ ვერ ძლებს
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა
ხარლამპიევის მემორიალი: ქალების ნავაჟკაცარი ვაჟების სკანდალით
ელენე ქებაძემ რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა