დიდებული "იუვენტუსი", უკეთესი "რომა"
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 21-ე ტურის მთავარი მატჩი ტურინში შედგა, სადაც "იუვენტუსმა" "რომას" უმასპინძლა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა - 1:0. "ვეკია სენიორამ" მიჯრით მეთერთმეტედ მოიგო და კიდევ უფრო განიმტკიცა სატურნირო მდგომარეობა.

თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და შედეგი ლოგიკურია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტურინულ გრანდს გაუჭირდა სამი ქულის მოპოვება. "რომა" კარგად დაუდგა მრისხანე მეტოქეს, ბევრი თავსატეხი გაუჩინა და ქულის აღება ნამდვილად შეეძლო. ლუჩანო სპალეტიმ უკვე დაატყო ხელი გუნდს და ეჭვი გვაქვს, რომ "ჯალოროსი" გაცილებით უკეთ ათამაშდება.

დე როსის ახალი ამპლუა

რუდი გარსიას თავკაცობით, "რომას" არასდროს უთამაშია 3-4-1-2 სქემით, სპალეტიმ კი სწორედ ამ ტაქტიკაზე შეაჩერა არჩევანი. დანიელე დე როსი დაცვის ცენტრში გაამწესა და ამ უკანასკნელმა შესანიშნავად ითამაშა და პრაქტიკულად, ყველა ორთაბრძოლა მოიგო.

ამასთან, დირიჟორობდა დაცვის თამაშს და შეტევებსაც ხშირად იწყებდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერსონა მირალემ პიანიჩი გახლდათ, რომელიც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ირჯებოდა და თამაში მიჰყავდა - როგორც თვითონ იტალიელები ამბობენ, პიანიჩმა რეჯისტას (რეჟისორი) როლი მოირგო და საქმეს თავი კარგად გაართვა.

მოკლედ, სპალეტის რამდენიმე ნაბიჯი იტალიურ სპორტულ მედიაში დადებითად შეფასდა. აი, რაჯა ნაინგოლანის გამთამაშებელად გამწესებამ კი დიდად ვერ გაამართლა - ბელგიელი უფრო მებრძოლი ფეხბურთელია და თუ სპალეტის პლეიმეიქერი სჭირდება, არჩევანი აშკარად სხვაზე უნდა შეაჩეროს.

ერთი ცხადია, ვიხილეთ საინტერესო "რომა", ძლიერი "იუვენტუსი" და ლოგიკური შედეგი, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ მიმდინარე სეზონში, "იუვენტუსი" სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტია, "რომას" პროგრამა-მაქსიმუმი კი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება.

ისევ სკანდალი

"იუვენტუსი"-"რომას" თამაში ახალი დაწყებული იყო, როდესაც დანიელე დე როსი და მარიო მანჯუკიჩი ერთმანეთს წაეკიდნენ და რომ არა გამშველებლები, საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდოდა. როგორც მატჩის შემდეგ გაცხადდა, დე როსიმ მანჯუკიჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, აგინა მას და ბოლოს, "ბოშის განავალი" უწოდა.

ეს ეპიზოდი კამერებმაც დააფიქსირა, მისი სიტყვები კი პირის მოძრაობით გაიშიფრა. როგორც ასეთ დროს ხდება, დე როსის დისკრიმინაციაში დასდეს ბრალი და მისი დასჯა მოითხოვეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ლეგა კალჩოს" სადისციპლინო კომიტეტმა ეს საკითხი განიხილოს.

მატჩის შემდეგ ამ თემაზე კომენტარი თვით "რომას" თავკაცმა გააკეთა: "მანჯუკიჩი მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდა მეტოქის პროვოცირებას და ეს გამოუვიდა კიდეც. დე როსი ემოციებს აჰყვა და შეცდომა დაუშვა. არ დავმალავ, შეგირდებს მე თვითონ ვურჩიე, რომ ისეთივე მეთოდით ემოქმედათ, როგორც თვითონ მანჯუკიჩი, მაგრამ ასეთ დროს, ყოველთვის პირზე ხელი უნდა აიფარო. მანჯუკიჩი ყველას აგინებდა, მაგრამ პირზე ხელს იფარებდა და ეს შეუმჩნეველი დარჩა, დე როსი კი სკანდალში გაეხვა".

მატჩის შემდეგ

მოკლედ, იტალიაში დიდი ამბებია - ჰომოსექსუალის და მყრალი მოხუცის შემდეგ ბოშის განავალიც გამოჩნდა, თუმცა შევეშვათ ამას და მატჩისშემდგომ კომენტარებს გავეცნოთ, რომლებიც იტალიურ სპორტულ პრესაში მრავლად გავრცელდა:

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ურთულესი მატჩი იყო, რადგან მეტოქე თამაშის საშუალებას არ გვაძლევდა. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ლუჩანო სპალეტი ასე მალე შეცვლიდა გუნდის სათამაშო სტილს. პირველ 20 წუთი კარგად ვითამაშეთ და რეალურ უპირატესობას ვფლობდით, შემდეგ კი შეცდომებს ვუმატეთ და პრობლემები შეგვექმნა.

პაულო დიბალამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩავიწერეთ აქტივში, თუმცა შეიძლებოდა, რომ თამაში ფრედ დასრულებულიყო. "ნაპოლი" პირველ ადგილზეა და ბრწყინვალედ თამაშობს, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცუდ ფორმაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ავინაცვლოთ".

ლუჩანო სპალეტი (რომა): "უძლიერეს მეტოქეს ორგანიზებული ფეხბურთი დავუპირისპირეთ. "იუვენტუსმა" თითქმის ვერაფერი შექმნა და ეს ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. თუმცა, პარალელურად, ბურთი უნდა დაგვეჭირა და უფრო აქტიურად შეგვეტია, რაც ვერ მოვახერხეთ. ყველა კომპონენტში უნდა მოვუმატოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება ევროპული ფეხბურთის გრანდებთან ტოლ-სწორად თამაში".

ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი): "ზედიზედ თერთმეტი მატჩის მოგება სერია A-ში ურთულესი საქმეა და ბედნიერი ვარ, რომ ეს სერია გრძელდება. "რომამ" დიდი ბრძოლა გაგვიმართა და შეიძლებოდა, რომ მატჩი ფრედ დასრულებულიყო. საბედნიეროდ, პაულო დიბალამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩავიწერეთ აქტივში. დიბალა მართლაც ფენომენალური ნიჭის პატრონია და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტად გაიხსნება".

რაჯა ნაინგოლანი (რომა): "შეტევაში თითქმის ვერაფერი შევქმენით, თუმცა არც "იუვენტუსს" ჰქონდა ბევრი მომენტი. აქედან ნათლად ჩანს, რომ თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ შეტევაში მოსამატებელი გვაქვს. ცუდმა შედეგებმა ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა დაუკარგა, მაგრამ ვითარება უკეთესობისკენ იცვლება და "იუვენტუსთან" მატჩი ამის დადასტურება იყო. "რომა" დღეს უფრო ორგანიზებული გუნდია, ვიდრე თუნდაც ორი კვირის წინ, პროგრესი კი აუცილებლად გაგრძელდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
მანჯუკიჩი "მილანში" ჩაირიცხა - იბრაჰიმოვიჩი მეტოქეებს ემუქრება
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
"რომამ" შესაძლოა, სერია A-ს 11 ტურის შემდეგ მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალოს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა
"მილანი" კიდევ ერთ ცნობილ ვეტერანს დაიმატებს
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"ნაპოლიც" ასე მოიქცა და იცით, შემდეგ რა მოხდა?" - დე როსიმ დიბალას არაბეთში ტრანსფერზე ისაუბრა
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"რომამ" დანიელე დე როსი გაათავისუფლა
მეორე ფეხბურთელი ისტორიაში - სილვაზე წინ ახლა მხოლოდ მანჯუკიჩია
[VIDEO] სპალეტიმ "რომას" მოუგო, გასპერინის წყალი შეუდგა?
"რომამ" დოვბიკის დამატება პრემიერლიგის კლუბებს შესთავაზა
მარიო მანჯუკიჩმა "მანჩესტერში" გადაბარგება გადაწყვიტა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
"მიქაუტაძესთან" სატელეფონო საუბარი მქონდა, თუმცა..."- დე როსიმ ქართველზე ისაუბრა
დე როსი ფრიდკინებს შეხვდა და "მილანთან" მატჩამდე ნდობა ოფიციალურად გამოუცხადეს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
მარიო მანჯუკიჩი ყატარის "ალ-დუჰაილში" გადაბარგდა
ანჩელოტი იტალიაში დაბრუნდება? - "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს