დღის სტატისტიკა და ფაქტები
რეგულარულ ჩემპიონატში გუშინ სამი მატჩი იყო დაგეგმილი, თუმცა მათ დაემატა შეხვედრა "ფილადელფიასა" და "ბოსტონს" შორის, რომელიც წინა დღეს გადაიდო უამინდობის გამო. "სელტიქსმა" შეძლო პირველი ტაიმის 15 ქულით მოგება, შესვენების შემდეგ კი განავრცო უპირატესობა და სეზონში 25-ე გამარჯვება მოიპოვა. "კელტები" აღმოსავლეთში მეხუთე ადგილზე არიან.

დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა აღმოსავლეთის ბოლოსწინა გუნდის "ბრუკლინის" შინ მოგება "ოკლაჰომასთან", რომელიც ზედიზედ შვიდი მოგებით იწონებდა თავს. თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა.

"ბრუკლინმა" მეორე მეოთხედში მცირე უპირატესობა მოიპოვა და მას საფინალო სირენამდე ინარჩუნებდა. "თანდერს" ვერ უშველა დურანტისა და უესტბრუკის 59-მა ქულამ და მათ მიერ შესრულებულმა ორმაგმა დუბლებმა.

სამაგიეროდ, გააგრძელა მოგებათა სერია "ტორონტომ". კანადურმა კლუბმა 18 ქულით გაანადგურა შინ "კლიპერსი" და ზედიზედ მერვე გამარჯვება გაიფორმა. შეხვედრა უკეთ სტუმრებმა დაიწყეს, მაგრამ მთლიანად ჩააგდეს მეორე მეოთხედი - ეს 12-წუთეული 20 ქულით დათმეს.

შესვენების შემდეგ, კალიფორნიელებმა დროებით შეძლეს ბრძოლაში დაბრუნება, მაგრამ მეოთხე მეოთხედში ყველაფერი თავის ადგილას დადგა. "ტორონტომ" თავისი არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგო ზედიზედ რვა მატჩი და ახლა, აღმოსავლეთის ლიდერს "კლივლენდს" მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება.

ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე "დალასმა" სტუმრად წააგო "ჰიუსტონთან". სეზონში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა ჯეიმს ჰარდენმა - 23 ქულა, 15 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი.

ბრუკლინი-ოკლაჰომა 116:106

30:28, 30:24, 25:25, 31:29

ბ: ლოპესი (31+10 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (18), იანგი (14+14 მოხსნა), ჯონსონი (13+6 პასი), სლოუნი (11).

ო: დურანტი (32+10 მოხსნა+7 პასი), უესტბრუკი (27+11 მოხსნა+7 პასი), იბაკა (10+8 მოხსნა), პეინი (10), კანტერი (8+10 მოხსნა).

ჰიუსტონი-დალასი 115:104

36:29, 14:29, 34:27, 31:19

ჰ: არიზა (29), ჰარდენი (23+15 მოხსნა+10 პასი), სმიტი (16), ბრიუერი (13), ლოუსონი (10).

დ: პარსონსი (31), ნოვიცკი (19), ფელტონი (16+8 მოხსნა), მეტიუზი (15), მეჯრი (10+11 მოხსნა).

ტორონტო-კლიპერსი 112:94

27:34, 35:15, 21:22, 29:23

ტ: ლოური (21+6 პასი), ვალანჩუნასი (20+8 მოხსნა), დეროზანი (18), როსი (18), ჯოზეფი (12), პატერსონი (10), ბიიომბო (10+9 მოხსნა).

კ: პოლი (23+11 პასი), რედიკი (17), ჯორდანი (15+13 მოხსნა).

ფილადელფია-ბოსტონი 92:112

25:30, 18:28, 26:36, 23:18

ფ: კოვინგტონი (25+8 მოხსნა), ნოელი (12+9 მოხსნა), ოკაფორი (10).

ბ: ტომასი (20), კრაუდერი (20), ბრედლი (19), სმარტი (16), ტერნერი (11), სალინჯერი (8+11 მოხსნა+7 პასი), ჯონსონი (3+12 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს