ახალგაზრდული ნაკრების ახალი თავკაცის ძირითადი სამიზნე მომდევნო შესარჩევი ციკლი იქნება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საზოგადოებას ახალგაზრდული ნაკრების ახალი მწვრთნელი გია გეგუჩაძე წარუდგინა.

21-წლამდელებს აღარ აქვთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი. გეგუჩაძის ძირითადი სამიზნე მომდევნო შესარჩევი ციკლი იქნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მასთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

გეგუჩაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში ალექსანდრე ჩივაძე შეცვალა. ამას გარდა, "დინამოს" ყოფილ მთავარ მწვრთნელს ყველა ასაკობრივი ნაკრების მეთვალყურეობაც დაევალება. სწორედ მან უნდა განსაზღვროს ამ ნაკრებების საერთო სათამაშო სტილი...

ლევან კობიაშვილი: ამიტომაც ვარჩიეთ გეგუჩაძე...

- დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად წარვადგინოთ გია გეგუჩაძე. მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის "დინამოს". ჩვენ გარკვეული ხნის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები და მივედით იმ საერთო შეთანხმებამდე, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა, სჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს. მოხარული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდა...

ჩვენი საფეხბურთო ხედვა აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს. გია არის გამოცდილი მწვრთნელი სწორედაც ახალგაზრდებთან მუშაობაში. ჩვენ გვჯერა, რომ მისი საქმიანობა ამ საპასუხისმგებლო პოსტზე იქნება წარმატებული და ის არაერთ ფეხბურთელს მოუმზადებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს...

გია გეგუჩაძის კონტრაქტი სამწლიანია. ამ ციკლში, მოგეხსენებათ, აღარ არის შანსი, მომდევნოში კი ყველანაირად ვეცდებით, ერთობლივი მუშაობით დავდოთ შედეგი...

კონტრაქტი გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე. ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება მომდევნო შესარჩევი ციკლის წილისყრა. ზუსტად იგივე ანაზღაურების სისტემა იმოქმედებს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ გუნდშიც...

აქვე მინდა, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს მივულოცო წარმატებული თამაში ბულგარელ თანატოლებთან. იცით, რომ მათ ერთი შეხვედრა მოიგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს...

რაც შეეხება კახა ცხადაძესთან შეხვედრას, ის ჯერ არ შემდგარა. ვფიქრობ, რამდენიმე დღეში შევხვდებით ერთმანეთს. მე ამისთვის მზად ვარ. ჩვენი წინადადებაა, კონტრაქტი შეწყდეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე...

გია გეგუჩაძე: ჩვენი მიზანია უკეთ თამაში და უკეთესი შედეგი...

- მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის! პირველ რიგში, ვიტყვი, რომ "დინამოსთან" განშორება იოლი არ იყო. მადლობას გადავუხდი "დინამოს" ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ მომცა ნაკრებში მუშაობის საშუალება...

"დინამო" რა სტატუსის კლუბია საქართველოში, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ სანაკრებო ინტერესები ყოველთვის უზენაესია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას ჩვენი ცოდნა და გამოცდილება შევაშველოთ...

ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილების მიღების კუთხით ის, რომ ჩვენ გვაქვს ერთნაირი ხედვები. ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორიც ვიქნები და ესეც განსაკუთრებული გამოწვევაა.

- როგორია თქვენი გეგმები, მიზნები?

- ჩვენი მიზანია ყველა ასაკობრივი ნაკრების წინ წაწევა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს შედეგი, რომელსაც გულშემატკივარი ელის.

- თანაშემწეები შერჩეული გყავთ?

- ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და როცა ყველაფერი დაზუსტდება, უთუოდ შეგატყობინებთ.

- რას იტყვით იმ თაობაზე, რომელთანაც მოგიწევთ მუშაობა?

- ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იყო და არის დიდი ნიჭი. მთავარია, სწორად მოვამზადოთ ფეხბურთელი. მაგრამ 16 წლისა რომ ნიჭიერია ფეხბურთელი, ორ წელიწადში რატომ წყვეტს ზრდას? ნიჭი ხომ არ ქრება?

ამ საკითხს ახლებური მიდგომა სჭირდება, ფეხბურთელის ახლებურად მომზადება.

- რას იტყვით ასაკობრივი ნაკრებების ახალ მწვრთნელებზე?

- მეც ვიყავი მათი შერჩევის მონაწილე. ზუსტად ვიცი მათი ხედვა, მათი აზრები... ასევე, სრულად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს მათი ადამიანური თვისებები. ამ ასაკში გაგრძელდება სელექცია და უკეთესი უნდა იყოს თამაშის ხარისხი.

დოსიე

გია გეგუჩაძე

დაიბადა 1965 წლის 20 ივნისს, ქუთაისში

საფეხბურთო კარიერა

1984-86 ლოკომოტივი თბ

1988 შევარდენი თბ

სამწვრთნელო კარიერა

1999 დინამო თბ

2004-05 დინამო თბ

2009-11 ზესტაფონი

2011-13 ტორპედო ქ

2013-14 ზესტაფონი

2015-16 დინამო თბ

2016- საქართველო U21

ტიტულები და მიღწევები

საქართველოს ჩემპიონი: 2010/11

II ადგილი: 2013/14

საქართველოს თასის გამარჯვებული: 2014/15

2004 წელს თბილისის "დინამო" გაიყვანა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gulshematkivari
რა გამზადებული კაცი დახიეს უკან ვერ გარისკეს ეროვნული ნაკრებისტვის დზაან გახმაურდა 21წ ააგროვებს ვინ ვისია ვინ ვინ არის იმიტომ არის ქარტული ფეხბურტის საქმე კარგად რაც ასაკობრივ ნაკრებებში ხდება ცუდია ძმაო
gio
21 წლ აკრიფეს აქედან იქიდან ვინ ვისია კაი რა გეყო
gio
21 წლამდე ვინ ვისი დარეკილია ისე ყავტ აკრებილი ხალხი ტო რა უნდა ითამაშონ ეს კაცი კაი ადგილზე იყო ეროვნულში ვერ გაჩითეს და სად დააჯინეს ნახე ტო
Levani
გეგუჩაძემ იმედი გამიცრუა. რომელი ამბიციური მწვრთელი იტყვის უარს საკლუბო ბეხბურთზე (Yან როცა საქმე დინამოს ხება) და 21 წლამდე ნაკრებს ჩაიბარებს. 21წლამდე ნაკრებს რეალურად არანააირი დატვირთვა არ აქვს, არც ქართული ფეხბურთის ჭაობიდან ამოსვლისთვის და არც სანახაობისთვის მნიშვნელოვანი არაა. დინამოს ევროპა ლიგაში შესვლამ კი რამხელა სიხარული შეუძლია მოუტანოს ქართველ ქომაგს
dato
გეგუჩაძეს რამდენი აქვს ხელფასი
გუჯა კახაძე
ბ-ნო გია! ქართველი ფეხბურთელი 16 წლისაც ნიჭიერია და ორი წლის შემდეგაც, მაგრამ ზედმეტი დატვირთვები იმდენ ტრავმას იწვევს, ვეღარ ახერხებენ პროგრესირებას. მაინტერესებს, თქვენც თვლით, რომ ნაკრებში ფეხბურთელი ფიზიკურად მომზადებული უნდა მოვიდეს (სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ ხდება), თუ გაქვთ გეგმა, როგორ უშველით ამ პრობლემას სანაკრებო ვარჯიშებით?
Irakli 88
კარო რას გულისხმობ ?
karo
უკაცრავად, მაგრამ ამ კაცის სახელი რა გვარია?
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
U21. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა