23-წლიანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ემზარ ბედინეიშვილს პარიზში არასრული გუნდი მიჰყავს
ფოტოზე: ემზარ ბედინეიშვილი (მარცხნივ) სეზონს იმედიანად იწყებს

უახლოესი უქმეები - 30-31 იანვარი ძალიან დაძაბული ექნებათ ჭიდაობის ქართველ მოყვარულებს: იქით ძიუდოისტთა "ევროპის თასი" სოფიაში, აქეთ "ბერძენ-რომაელთა" ვები ემრეს პრესტიჟული მემორიალი სტამბოლში, იქით კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირი პარიზში...

ამჯერად სწორედ ამ უკანასკნელზე ვისაუბრებთ, რომელიც უფროსებში ტარდება. თანაც, სამივე სეგმენტში - ქალებშიც, თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე ვაჟებშიც, თუმცა ჩვენგან მხოლოდ "თავისუფლები" გამოვლენ და ისიც არა ძირითადი ნაკრები, არამედ - 23-წლამდელთა ახალგაზრდული გუნდი.

ოღონდ მათგან ბევრი უკვე ეროვნული ნაკრების კანდიდატია. მაგალითად, ირაკლი მწითური 85 კილოგრამში საქართველოს წლევანდელი ვიცე-ჩემპიონია, დანარჩენებიდან კი უმეტესობა მედალოსანია.

იქ წასვლას ჩვენი ეროვნული ნაკრები ვერ ახერხებდა, რადგან სწორედ ახლა გადის ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას ბაკურიანში. ამიტომ ახალგაზრდების გამოცდა გადაწყვიტეს, რომელთათვისაც ეს შეჯიბრება მართლაც კარგი გაკვეთილი იქნება. მით უფრო, რომ 23-წლამდელები ეროვნული ნაკრების გარდა, საკუთარი, ანუ თავისი ასაკის შეჯიბრებებისთვისაც ემზადებიან.

მათთან წლეულსაც მხოლოდ ევროპის ჩემპიონატი ტარდება, თუმცა ესეც შარშან დაიწყეს. კონტინენტის ამ პირველობას, 29 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, ბულგარეთის ქალაქი რუსე უმასპინძლებს, ოღონდ, სავარაუდოდ, ჩვენები იქ მანამდე წავლენ. საქმე ისაა, რომ ერთი თვით ადრე - 26-28 თებერვალს ბულგარეთშივე, ოღონდ სოფიაში პეტკო სირაკოვისა და ივან პეტროვის მემორიალი ტარდება. ეს ტრადიციული და საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე შეჯიბრებაა, თუმცა შარშანდელიდან მოყოლებული, 23-წლიანთა ტურნირად აქციეს. ალბათ, ჩვენები იქაც იჭიდავებენ, რაც მათთვის ბოლო სასტარტო შეჯიბრება იქნება.

23-წლიანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ემზარ ბედინეიშვილს პარიზში არასრული გუნდი მიჰყავს, რადგან მონაწილე არ გვეყოლება ორ წონაში - 74 და 97 კილოგრამებში. თუმცა ასევე ორ წონაში ორ-ორ ფალავანს გამოსცდის.

წინასწარი მონაცემებით, ტურნირი ძლიერი უნდა გამოდგეს, რადგან განაცხადები წარდგენილი აქვს 30-ზე მეტ ქვეყანას. მათ შორის, ისეთ ძლიერ გუნდებსაც, როგორებიცაა აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, აშშ, ირანი, მონღოლეთი, იაპონია და სხვები. მონაწილეთა სიაში არიან შორეული და ჭიდაობისთვის ისეთი ეგზოტიკური აფრიკულ-ამერიკული ქვეყნებიც, როგორებიცაა, მაგალითად, სენეგალი და ბრაზილია.

როგორც გითხარით, ჩვენს ნაკრებს პარიზში ბედინეიშვილი უხელმძღვანელებს, რომელსაც ოთარ თუშიშვილი და გოჩა კირკიტაძე დაეხმარებიან. ტურნირზე მსაჯიც გვეყოლება - მალხაზ ჯორბენაძე. ტურნირის პირველ დღეს - 30 იანვარს 57, 65, 71 და 97 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები კი 31-ში, ტურნირის ბოლო დღეს გავლენ საასპარეზოდ.

საქართველოს 23-წლიანთა ნაკრები

57 კგ. ლევან მურცხვალაძე

61 კგ. შოთა ფარტენაძე, გიორგი რევაზიშვილი

65 კგ. კახა ელბაქიძე, გიორგი ბრეგაძე

70 კგ. ავთანდილ კენჭაძე

86 კგ. ირაკლი მწითური

125 კგ. ზურაბ ურთაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
ᓚᓣᓙᓐ ᓙᓣᓠᓢᓐᓜᓘᓫᓔᓛ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓔᓑᓘᓡ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓔᓑᓘ ᓓᓐᓐᓡᓐᓮᓔᓚᓐ, ᓓᓐᓘᓡᓐᓓᓒᓣᓠᓔᓑᓡ ᓡᓘᓛᓨᓕᓘᓓᓔ?
ქართველების ოდისეა ბუნდესლიგაში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აქაც წარმატებულია
ფედერაციის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა მოჭიდავეებს 1000-1000 დოლარი აჩუქა
გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
მოჭიდავეთა გეგმები - პირველი დმიტრი კორკინის მემორიალია
დმიტრი კორკინის ტურნირი: ყველაზე წონადი
მოჭიდავეთა ასაკობრივი ნაკრებები: ვინ - სად, ვინ - რისთვის
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ქართველი მოჭიდავეები კიევის ტურნირიდან 17 მედლით დაბრუნდნენ
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?
ჭიდაობა თავდაყირა დგება? ინტერვიუ ემზარ ბედინეიშვილთან
გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]