საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუსული "კრილია სოვეტოვის" მეკარე 27 იანვარს 30 წლის გახდა
გიორგი ლორია სამარის "კრილია სოვეტოვთან" ერთად არაბთა გაერთიანებულ საემიროებში შეკრებაზეა. საქართველოს ნაკრებისა და რუსული პრემიერლიგის გუნდის მეკარემ 23 იანვარს ჩინურ "ხენან ცზიანისთან" თამაშიც მოასწრო და კარიც "მშრალად" შეინახა.

ლორიამ "კრილიასა" და რუსულ პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონი ჩინებულად ჩაატარა. სხვადასხვა გამოცემამ ის რამდენჯერმე დაასახელა სიმბოლურ ნაკრებებში. ყოველკვირეული "ფუტბოლის" მიერ 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელთა გამოკითხვაში ლორია 35-ე ადგილზე გავიდა. რუსეთში ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა და შოუმენმა ოთარ კუშანაშვილმა, ნუკრი რევიშვილთან ერთად, ლორია რუსეთის პრემიერლიგის 2015 წლის "სეზონის აღმოჩენად" მონათლა.

27 იანვარს გიორგი 30 წლის გახდა, მაგრამ ცხადია, "მრგვალი" თარიღის აღსანიშნავად არ ეცალა. მას ჯერ დაბადების დღე მივულოცეთ, ხოლო შემდეგ, დროის სიმცირის გამო, პატარა კომენტარიც ჩამოვართვით. ის მიიჩნევს, რომ 30 წელი მეკარისთვის საუკეთესო ასაკია.

"მეკარისთვის ეს მართლაც საუკეთესო ასაკია. რაც მთავარია, ძლიერი ლიგის გუნდში ვთამაშობ. ვეცდები, ისევ ისე გავაგრძელო თამაში, როგორც პირველი წრე დავამთავრე. მერე ვნახოთ, რა იქნება.

რაც მთავარია, პირველი შეკრება კარგად დამთავრდა - ტრავმის გარეშე! 27 იანვარს მეორე შეკრება დაიწყო. იმედია, მთლიანად სეზონიც კარგად წარიმართება", - ამბობს ლორია.

სამწუხარო ისაა, რომ მას მშვენიერი ტრანსფერის შანსი ჰქონდა, მაგრამ ქართული პასპორტით და საქართველოს ნაკრების დაბალი რეიტინგის გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა - "ჯვაროსნებისა" და "კრილიას" მეკარეს კარიერის გაგრძელებას ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბ ლონდონის "ჩელსიში" სთავაზობდნენ.

დაინტერესებული იყო "ნოტინგემ ფორესტიც", მაგრამ დიდ ბრიტანეთში აკრძალულია ისეთი ნაკრების მოთამაშის აყვანა, რომელიც ფიფას რეიტინგში 70 ნაკრებს შორის არ არის. საქართველო კი, სამწუხაროდ, ასეულშიც არაა და ცხადია, ეს ტრანსფერიც გამოირიცხა.

იმედია, ლორიას მომავალი დაბადების დღისთვის საქართველოს ნაკრების რეიტინგიც გაუმჯობესდება და მასაც უკეთესი ლიგის უკეთეს გუნდში ვიხილავთ - 30 წელი ხომ მეკარისთვის მშვენიერი ასაკია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან