ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ტური პირენეიზე ავიდა

ტური პირენეიზე ავიდა

ტურ დე ფრანსზე ყველაზე საინტერესო ნაწილი დაიწყო

ტურ დე ფრანსზე ყველაზე საინტერესო ნაწილი დაიწყო - ველომრბოლებმა პირენეის მთებს მიაღწიეს და გუშინ აქ მორიგი სამთო ეტაპი გაიმართა, თუმცა ჯერჯერობით საერთო ჩათვლის ლიდერებს - ანდი შლეკსა და ალბერტო კონტადორს შორის სერიოზული დუელი ვერ ვიხილეთ.

გუშინდელ ეტაპს ერთ-ერთი გადამწყვეტი უწოდა გენერალური კლასიფიკაციის მესამე ნომერმა სამუელ სანჩესმა. თავიდან მონაწილეებს 100 კილომეტრზე მეტი სწორ ტრასაზე უნდა ევლოთ, რის შემდეგაც პორტ დე პალერეს უმაღლესი კატეგორიის მთა ელოდათ, ამას კი პირველი კატეგორიის სირთულის მთაზე ფინიში მოჰყვებოდა.

გაქცევის მცდელობა აუთსაიდერებს პირველივე კილომეტრებიდან ჰქონდათ. ერთ-ერთი პირველი პელოტონს განცალკევებით რბოლის სპეციალისტი, ამერიკელი დევიდ ზაბრისკი გაექცა, მას თან ორი ველომრბოლი ახლდა. მოგვიანებით ამ ჯგუფს ოთხი ფრანგი შეუერთდა კრისტოფ რიბლონის მეთაურობით, აქვე იყო ბელგიელი იურგენ ვანდევალე. გაქცეულებმა ძალიან მალე დროში სხვაობა ცხრა წუთამდე აიყვანეს, მაგრამ, როცა რბოლამ ეკვატორი გადალახა, "ასტანა" გააქტიურდა და შედეგმაც არ დააყოვნა: პალერეზე ასვლის წინ ჰანდიკაპი ოთხ წუთამდე შემცირდა.

პირველი მთა მეორეზე რთული იყო, მაგრამ მასზე გადამწყვეტი ბრძოლა ვერ ვიხილეთ. ლიდერთა ჯგუფი დაიშალა და ბოლომდე ბრძოლა მხოლოდ ფრანგებმა - რიბლონმა და ამაელ მუანარმა გადაწყვიტეს. მალე რიბლონი მარტო დარჩა და ისეთი უპირატესობა მოიპოვა, რომ ეტაპის მოგების მთავარი კანდიდატი გახდა. პელოტონში კი პირველ როლებზე, ტრადიციულად, "ასტანა" იმყოფებოდა. ძირითადი ჯგუფის ტემპს ყაზახთა გუნდის ესპანელი წევრი დავიდ ნავარო აკონტროლებდა, ამასობაში კი პელოტონიდან გაქცევა გადაწყვიტა ტურის ყოფილმა გამარჯვებულმა კარლოს სასტრემ, რომელიც საერთო ჩათვლის ლიდერებს წუთზე მეტით დაშორდა.

პელოტონიდან შეტევათა მეორე ტალღა მწვერვალთან ახლოს დაიწყო და მისი ინიციატორი "მთის მეფე" ანტონი შარტო და დამიანო კუნეგო გახდნენ. ეს უკანასკნელი მთაში ძალიან აქტიურობს, მაგრამ ჯერ ვერ აასრულა მიზანი და ამ ტურზე ეტაპი ვერ მოიგო.

პალერეს მწვერვალის გადალახვის შემდეგ, პელოტონში მაქსიმუმ 20 მრბოლელი დარჩა. ისევ ჯგუფის სათავეში "ასტანას" მრბოლელები იყვნენ, გენერალური კლასიფიკაციის ლიდერები ანდი შლეკი და ალბერტო კონტადორი კი ერთმანეთს არ შორდებოდნენ. მას შემდეგ, რაც პელოტონი ვინოკუროვმა ატარა, ჯგუფთან საბოლოოდ დაკარგეს კონტაქტი ივან ბასომ, რობერტ გესინკმა და ლევი ლაიპჰაიმერმა, თავად რბოლა კი ორ მიკროდუელად იქცა. საერთო ჩათვლაში მესამე ადგილისთვის გააჩაღეს ბრძოლა დენის მენშოვმა და სამუელ სანჩესმა.

რაღაც მომენტში შლეკი და კონდატორი ისე გაერთნენ ერთმანეთთან ბრძოლით, რომ არანაირი ყურადღება არ მიაქციეს მენშოვის შეტევას. სანჩესმაც დააგვიანა რეაგირება და კონკურენტს 10 წამით დაწინაურების საშუალება მისცა. მხოლოდ ბოლო კილომეტრზე შეძლო მან რუსთან მიახლოება და მათ ერთად გადაკვეთეს ფინიშის ხაზი, რითაც ესპანელმა მესამე ადგილი შეინარჩუნა.

XII ეტაპი

ბურ ლე პეაჟი-მანდი (210.5 კმ)

1. ხოაკინ როდრიგესი (ესპ, Team Katusha) - 4.58,26; 2. ალბერტო კონტადორი (ესპ, Astana) - იგივე დრო; 3. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, Astana) - +0,04; 4. იურგენ ვან დენ ბრეკი (ბელ, Omega Pharma-Lotto) - +0,10; 5. ანდი შლეკი (ლუქ, Team SaxoBank) - იგივე დრო; 6. სამუელ სანჩესი (ესპ, Euskaltel) - იგივე დრო...

XIII ეტაპი

როდეზი-რეველი (196 კმ)

1. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, Astana) - 4.26,26; 2. მარკ კევენდიში (ბრიტ, HTC-Columbia) - +0,13; 3. ალესანდრო პეტაკი (იტა, Lampre) - იგივე დრო; 4. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, Team Sky) - იგივე დრო; 5. ხოსე ხოაკინ როხას ჰილი (ესპ, Caisse d'Epargne) - იგივე დრო; 6. ჯულიან დინი (ახ. ზელ, Garmin) - იგივე დრო...

XIV ეტაპი

რეველი-დომენი (184.5 კმ)

1. კრისტოფ რიბლონი (საფ, Ag2r La Mondiale) - 4.52,42; 2. დენის მენშოვი (რუს, Rabobank) - +0,54; 3. სამუელ სანჩესი (ესპ, Euskaltel) - იგივე დრო; 4. ანდი შლეკი (ლუქ, Team SaxoBank) - +1,08; 5. ხოაკინ როდრიგესი (ესპ, Team Katusha) - იგივე დრო; 6. რობერტ გესინკი (ლუქს, Rabobank) - იგივე დრო; 7. ალბერტო კონტადორი (ესპ, Astana) - იგივე დრო; 8. იურგენ ვან დენ ბრეკი (ბელ, Omega Pharma-Lotto) - იგივე დრო... 10. კარლოს სასტრე (ესპ, Cervelo TestTeam) - 1,49; 11. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, Radioshack) - +1,53; 13. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, Astana) - იგივე დრო... 21. ივან ბასო (იტა, Liquigas) - +2,30; 37. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +5,39... 70. ლენს არმსტრონგი (აშშ, RadioShack) - +15,14...

საერთო ჩათვლა

1. ანდი შლეკი (ლუქ, Team SaxoBank) - 68.02,30; 2. ალბერტო კონტადორი (ესპ, Astana) - +0,31; 3. სამუელ სანჩესი (ესპ, Euskaltel) - +2,31; 4. დენის მენშოვი (რუს, Rabobank) - +2,44; 5. იურგენ ვან დენ ბრეკი (ბელ, Omega Pharma-Lotto) - +3,31; 6. რობერტ გესინკი (ლუქს, Rabobank) - +4:27; 7. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RadioShack) - +4,51... 10. ივან ბასო (იტა, Liquigas) - +6:52; 11. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, Astana) - +7,04; 12. რომან კროიციგერი (ჩეხ, Liquigas-Doimo) - +7,11... 15. კარლოს სასტრე (ესპ, Cervelo TestTeam) - +8,15... 19. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +12,39... 38. ლენს არმსტრონგი (აშშ, RadioShack) - +39,44...

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს

ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა