გაზეთ "ლელოს" კორესპონდენტი დაინტერესდა, როგორ პირობებში ვარჯიშობენ ქართველი ძიუდოისტები
ქართულ ძიუდოს არა და არ ეღირსა დამშვიდება - გუშინ, 28 იანვარს ახალი სკანდალი პარლამენტის სპორტის კომიტეტიდან ისროლა დეპუტატმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა, რომელმაც ეროვნული ნაკრების შეუფერებელ მოსამზადებელ პირობებზე ილაპარაკა. კერძოდ, გათბობის პრობლემაზე, რაშიც ფედერაცია, უფრო სწორად კი, მისი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაადანაშაულა და ამ ყველაფერს 90-იანებში დაბრუნება უწოდა.

დაპირისპირება ქართულ ძიუდოში - ზვიადაურის თქმით, 90-იანი წლები დაბრუნდა!

ირაკლი უზნაძე: გათბობა გამორთული იყო თუ ჩართული, არ ვიცი, მაგრამ დარბაზში ციოდა

ბუნებრივია, დავინტერესდით, რეალურად რა ვითარებაა ძიუდოს აკადემიაში, სადაც დღეისათვის ვარჯიშობს ეროვნული ნაკრები და იქაურობას ვესტუმრეთ.

ვერ ვიტყვით, რომ შენობაში ცხელა, მაგრამ ვერც სიცივეს დავარქმევთ. უბრალოდ, სასურველი იქნებოდა, ტემპერატურა ცოტა მეტი იყოს, რადგან სპორტსმენები ჩვენზე გაცილებით უფრო შილიფი სამოსით ვარჯიშობენ, თან ორგანიზმის გახურებასაც ბევრად მეტი სითბო სჭირდება.

თუმცა ესეც უფრო დიდ დარბაზზე ითქმის, სადაც მარტო ელექტროგამათბობლებია, თორემ დანარჩენ სამ პატარა დარბაზში დამატებით გაზის ბატარეებიცაა დამონტაჟებული და იქ გაცილებით თბილა.

სიმართლე გითხრათ, ზვიადაურის გამოსვლაში გაჟღერებული ფრაზის შემდეგ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ნაკრებს გათბობას არ ურთავსო, მეგონა, რომ შენობაში კომუნალური ხარჯების დაზოგვის მიზნით მართლა გამორთეს გათბობა, თუმცა ფედერაციაში ირწმუნებიან, რომ მთელი ეს დღეები უწყვეტად იყო ჩართული.

გაზის ბატარეები სპეციალურადაც შევამოწმე და იმდენად ცხელი იყო, 1-2 საათში იმ ტემპერატურას ვერ მიაღწევდა. უბრალოდ, სხვა საქმეა, თბილისურ ყინვასთან გამკლავება მასაც თუ უჭირს, თორემ გარეთ ოდნავ მეტი ტემპერატურა რომ იყოს, დარბაზში ჩამოცხებოდა კიდეც.

ვიმეორებ - ამას ვამბობ სამ პატარა დარბაზზე, სადაც დამატებით გაზის გათბობაცაა, თორემ მხოლოდ ელექტროგამათბობლების იმედად დარჩენილ მთავარ არენაში ცოტა მეტი პრობლემაა. თან ის გამათბობლები ჭერშია დამონტაჟებული, საკმაოდ მაღლა, თორემ გაცილებით პატარა და დაბალჭერიან ადმინისტრაციულ ოთახებში სიცივეს წარმატებით უმკლავდება.

ერთი სიტყვით, შთაბეჭდილება ასეთია: სასურველია მეტი ტემპერატურა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დარბაზში გაიყინები. თან ამ ყველაფერს თბილისურმა მკაცრმა ზამთარმაც დაატყო ავბედითი ხელი, თორემ საკმარისია, სულ ოდნავ დათბეს და დარბაზშიც მოიხსნება გათბობის პრობლემა.

მართალია, ფედერაცია მზად უნდა იყოს ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, თუმცა იქაურობა მას შარშან გადაეცა და ისიც - ძლივძლივობით, თორემ, იმედია, სამომავლოდ დროულად დაიჭერენ თადარიგს.

აქვე დაპროექტებისას დაშვებულ ხარვეზებზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ. მოგეხსენებათ, ეს დარბაზი ევროპის ოლიმპიური ფესტივალისთვის გარემონტდა და მაშინ გაზის გამათბობლები საერთოდ ჩაჭრეს.

ისევ ფედერაციამ ივარგა, რომელმაც არათუ არ გაატანა ბატარეები, მოგვიანებით თავისი ხარჯებით ისევ დაამონტაჟა. იმხელა დარბაზების მხოლოდ დენის გამათბობლების ამარა დატოვება იმთავითვე გაუმართლებელი ნაბიჯი ჩანდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

paata
სხვათაშორის ნაკრების მწვრთნელიც დაეთანხმა რომ სიცივეაო, ალბათ არიცით სიცივეში ვარჯიში და სრული დატვირთვა რა რისკფაქტორებთანაა და როდესაც სპორცმენი მტელი ცხოვრება ემზადება ოლიმპიადისთვის და იქ გამარჯვების შანსი ნებიემიერს აქვს ოდნავი რისკის გაღებაც არ შეიძლება ამით შეიძლება სპორთსმენს მთელი კარიერა დაენგრეს 10 გრადუსი ზალიან დაბალია მითუმეტეს ჩართულ გათბობაზე და როცა პრეზიდენტი ხარ და ბოლო საოლიმპიადო წელია ყველანაირი კომფორტი უნდა შექმნა სპორტსმენისთვის
giorgi
კაია
giorgi
აშკარად ახლობლობთ თქვენ ქევხიშვილთან))) როგორც კი გამოვიდა ზვიადაური მაშინვე ჩართეს რას ბოდავთ 1 2 საათში ვერ გაცხელდებოდაო გუშინვე ჩართეს და 24 საათში ხომ ცხელდება?!!!!! საერთოდ გადაცემა იყო ფედერაციისთვის სისულელე! მერია მიხედავდა ისე რომ მანდ გათბობის პრობლემა არიქნებოდა! და კიდევ არც ბანაობის საშუალებას აძლევს ხალხს წყალი და დენი იწერებაო)))))
ნიკა
დაეჯერება ზვიზდაურს? რას უბერავს, 90 -იან წლეებს ადარებს ძიუოდოსათვის ახლანდელ პირობებს, გაახილოს თვალები,პარლამენტის წევრობით ჭკუა არ ემატება კაცს, ეს სჭირს ზვიადაურსაც, მგონი, შური ალაპარაკებს
ძუდო
ხან თბილა ხან ცივა, ნელთბილად არიან რა.
giros
მოცლილები ხართ რა ეს ჟურნალისტები :)) კინჩხიც უტეხიათ თუ გათბობა არ ააქვთ მათი ბრალია
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ზურაბ ზვიადაურს ოპერაცია ესაჭიროება
"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად" - ჩერგოლეიშვილი ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?