სესკი სამსაჯო სკანდალში გაეხვა

ის, რომ სამშაბათს, „არსენალისა“ და „ევერტონის“ შეხვედრის შესვენებისას, გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში „მეთოფეთა“ კაპიტანი სესკ ფაბრეგასი მსაჯს მიეჭრა და უყვირა „ლელოს“ მკითხველს კარგად მოეხსენება, მაგრამ აქამდე ცნობილი არ იყო კერძოდ რა თქვა ესპანელმა ვარსკვლავმა. თუ გახსოვთ, ვწერდით, რომ „ევერტონის“ მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა ამის შესახებ მატჩის დამთავრების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ილაპარაკა, ოღონდ ფაბრეგასის სიტყვები არ გაიმეორა - დაე, საზოგადოებას თავად მსაჯმა უთხრას რა აპატია „არსენალის“ კაპიტანსო - მოიესი ბრაზობდა, რომ ფაბრეგასს იქვე, გვირაბში არ ამოუღეს წითელი ბარათი. და აი, ახლა გაირკვა თუ რა უთხრა ფაბრეგასმა არბიტრ ლი მეისონს. ესპანელს უყვირია: „რამდენი გადაგიხადეს?“ და შემდეგ ევერტონელებზე უთქვამს, თაღლითობენო.

შეგახსენებთ, რომ „არსენალმა“ ის შეხვედრა მაინც მოიგო, 2:1. ეპიზოდი, რომლის გამოც ფაბრეგასი აღშფოთდა და მსაჯს მექრთამეობა დასწამა სწორედ ის გახლდათ, როდესაც ლივერპულის გუნდმა, კერძოდ კი მისმა ფრანგმა თავდამსხმელმა ლუი საამ ანგარიში გახსნა. ტელეეკრანზე, მით უფრო გამეორებების დროს, კარგად გამოჩნდა, რომ საა თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

მაშ ასე, ფაბრეგასი აღშფოთდა და, როგორც გაირკვა, მსაჯს შესვენებისას გვარიანი შეურაცხყოფაც მიაყენა, თუმცა მეისონმა ესპანელს არც წითელი ბარათი ამოუღო და მეტიც, ეს ამბავი არც პატაკში შეუტანია. შესაბამისად, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციას არანაირი მიზეზი არ აქვს, ინციდენტი რომ გამოიძიოს და ფაბრეგასი დასაჯოს. არის მხოლოდ ერთი ვარიანტი - „ევერტონმა“ უნდა იჩივლოს.

ფაბრეგასმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა: „ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ის გახლავთ, რომ მე ყველა არბიტრს პატივს ვცემ. მათი საქმე ძალიან რთულია, ხოლო გადაწყვეტილება საბოლოო. დიახ, შესვენებისას ძალიან განაწყენებული ვიყავი. განაწყენებული გახლდათ სტადიონზე შეკრებილი 60 ათასი ჩვენი გულშემატკივარიც. დაბლა, მოედანზე, ორივე გუნდის აღელვებული ფეხბურთელები ერთმანეთს რაღაცებს უძახდნენ და ასეთ პირობებში გავედით გვირაბში.

მე „არსენალის“ თავგადაკლული ქომაგი ვარ და როგორც ყველა ფეხბურთელს მინდა ყოველ შეხვედრაში გავიმარჯვო, ასე რომ ხშირად, მომენტის ემოცია რაღაცებს მათქმევინებს ხოლმე“.

შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ შემდეგი სამი კვირის განმავლობაში სამირ ნასრის გარეშე ითამაშებს. გარდა ამისა, გუნდის ხელმძღვანელობა ექიმებისგან ალექს სონგის დიაგნოზსაც ელის. სონგი სწორედ „ევერტონთან“ შეხვედრაში დაშავდა. შაბათს „მეთოფეებს“ „ნიუკასლთან“ აქვთ თამაში და მიუხედავად იმისა, რომ იმავ ევერტონთან კოჭი იტკინა, მოედანზე იქნება. აი, ლუკაშ ფაბიანსკის კი არ არის გამორიცხული მხარზე ოპერაცია დასჭირდეს და თუ ასე მოხდა... ნოემბრამდე ვეღარ ითამაშებს.

"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
"კრიტიკას ვერ მივიღებ" - სლოტმა "კრისტალ პალასთან" მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე