ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

აი, რას ნიშნავს ზაზა "დალასისთვის" - ESPN-ის სტატია ფაჩულიაზე

აი, რას ნიშნავს ზაზა "დალასისთვის" - ESPN-ის სტატია ფაჩულიაზე

"დალასის" მწვრთნელი რიკ კარლაილი ქართველ ცენტრს იდეალურს უწოდებს

"დალასი"-"ბრუკლინის" მატჩის შემდეგ გამოცემა ESPN-ზე საინტერესო სტატია გამოქვენდა, რომელიც ზაზა ფაჩულიას ეხება. ტიმ მაკმაჰონის პუბლიკაციას კი ასე ჰქვია: "ზაზა დაბრუნდა და "მავსს" შეახსენა, რამდენად აკლდა იგი გუნდს".

"ზაზა ფაჩულიას საფუძვლიანი არგუმენტი აქვს საიმისოდ, რომ "დალას მავერიქსის" სეზონის საუკეთესო კალათბურთელად ვაღიაროთ. თუმცა, იგი იმ ტიპის ადამიანი არ არის, MVP-ის ჯილდო ხმამაღლა მოითხოვოს.

ბოლო ოთხმა მატჩმა ნათლად დაგვანახა, რას ნიშნავს ზაზა "მავსისთვის". ვიდრე ფაჩულია აქილევსის მყესს მკურნალობდა, მისმა გუნდმა სამი მატჩი ჩაატარა და 2 მოიგო. ის ერთი შეხვედრა ბოლო წამებზე გადაარჩინა "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან", მაგრამ ფაჩულია პარასკევს ღამით მოედანს დაუბრუნდა და "მავერიკსმა" "ბრუკლინ ნეთსს" 91:79 აჯობა. ტანმაღალმა ქართველმა დიდი როლი ითამაშა ამ გამარჯვებაში.

მან 16 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ეს მისთვის 21-ე "დაბლ-დაბლი" იყო მიმდინარე სეზონში, რაც კარიერის რეკორდის გამეორებაა.

- არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - ზაზა ფაჩულია ის კალათბურთელია, რომელიც ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა. გონიერია, პასებსაც მშვენივრად არიგებს და ქულებსაც აგროვებს. იგი არ ღელავს საკუთარ სტატისტიკაზე, მხოლოდ მოგება აინტერესებს. ყველას მოსწონს ასეთი კალათბურთელი თავის გუნდში. ზაზა ჩვენთვისაც დიდებული არჩევანია, - განაცხადა გერმანელმა დალასელმა დირკ ნოვიცკიმ.

ფაჩულიას შემცვლელები, ჯევეილ მაკგი და სალაჰ მეჯრი  შედარებით ეფექტურად ტენიან, აფარებენ, მაგრამ ზაზა დალასელებს უფრო სჭირდებათ. მათთვის სასიამოვნო ნამდვილად არ იყო გუნდის მფლობელ მარკ კუბანის გვერდით ტრიბუნაზე მჯდომი ფაჩულიას ყურება.

- როცა კალათბურთი გიყვარს, ყოველთვის გინდა, მოედანზე იყო. ტრიბუნაზე, სამოქალაქო სამოსში ჯდომა ძალიან ძნელია, - გამოტყდა ზაზა ფაჩულია. - განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდს დახმარება სჭირდება და გრძნობ, რომ ეს შეგიძლია. მეც მიყვარს ეს თამაში და მსურს ყოველთვის თანაგუნდელების გვერდში, მოედანზე ვიყო.

ფაჩულია ზოგიერთი ცენტრივით ეფექტურ ბრუნებს არ აკეთებს, ვერ დაფრინავს, მაგრამ მწვრთნელ რიკ კარლაილს არაერთი ფურცლის ამოხევა მოუწია ტაქტიკის წიგნაკიდან, როცა ზაზა ისვენებდა. ზაზას სხარტი აზროვნება, ბლოკები და პასები დალასის კალათბურთელებს ვრცელ "გამზირს" უხსნის მეტოქის კალათამდე. ამის გაკეთება NBA-ს ბევრ სახელოვან ცენტრსაც არ შეუძლია.

- იგი ჭკვიანი მეპასეა, - ამბობს "მავერიქსის" მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი, - ასევე, შეუდარებელია ბლოკებისას და ბურთის კომბინაციური ტრიალისას. ზაზა უნიკალური კალათბურთელია. მას პერიმეტრის მოთამაშის მენტალობა აქვს. დავაკონკრეტებ: გამთამაშებლის მენტალობა - იმაზე ადრე შეუძლია განჭვრიტოს მოვლენების განვითარება, ვიდრე რეალურ დროში მოხდება. აქედან გამომდინარე, პასის დროულად გაცემაც ეხერხება და მიზანში მორტყმაც. გავიმეორებ: იგი უნიკალურია.

ფაჩულიას ნახტომზე გასახდელში ხშირად ხუმრობენ, თუმცა სწორედ ამიტომ არის არატრადიციული მეფარე. თამამად შეიძლება დაიწეროს, რომ "მავსი" გაცილებით კარგია დაცვაში მაშინ, როცა ფაჩულია მოედანზეა. ამის მიზეზი მისი გონიერებაა. იგი დაცვას თავისებურად მართავს და მეტოქეებს პოზიციურად ყოველთვის სჯობნის.

ფაჩულია ფიზიკურადაც ღონიერია. იმდენად კარგადაა მომზადებული, რომ შეუძლია ერთი-ერთზე, თანაგუნდელების დაუხმარებლად დახვდეს ლიგის საუკეთესო წინახაზელებს. ამის მაგალითი "ბრუკლინთან" მატჩი იყო: ბრუკ ლოპესს დალასში წინა სტუმრობებისას ორჯერ მოუგროვდა 38 ქულა. ამჯერადაც ნაყოფიერად გაისარჯა, 28 ქულამდე ავიდა, მაგრამ საამისოდ ბევრი ტყორცნა დასჭირდა. ბევრიც ააცილა - 21-დან 10 ორქულიანი ჩააგდო.

- წინა შეხვედრებში ძალიან გვაკლდა ფაჩულიას ბრძოლისუნარიანობა და ენერგია, - გვახსენებს მისი თანაგუნდელი ჩენდლერ პარსონსი, რომელმაც ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა, 19 ქულა, 10 მოხსნა.

ფაჩულია ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ზაფხულს აყვანილ კალათბურთელთა შორის. მას მერე, რაც "დალასმა" დეანდრე ჯორდანის გადაბირება ვერ მოახერხა, "მილუოკისგან" საინტერესო წინადადება მიიღო - ზაზა ფაჩულია დრაფტის მეორე წრის არჩევნის სანაცვლოდ. ასე შერჩა "დალასს" "მოსიარულე დაბლ-დაბლი", როგორც ზაზას პარსონსი უწოდებს.

ქართველმა წინახაზელმა გუნდს უკვე იმაზე მეტი მისცა, რასაც მისგან ელოდნენ. ეს თავად მწვრთნელმა, რიკ კარლაილმაც აღიარა.

ფაჩულიამ სამი მატჩი აქილევსის მყესის ტრავმის გამო გამოტოვა. მას ამ არეში 2013 წელს ოპერაცია აქვს გაკეთებული. გუნდის მწვრთნელმა გადაწყვიტა, ფაჩულია საგარეო მატჩებში დაესვენებინა, რომ ფეხი დაცხრომოდა და სეზონის მომდევნო მატჩებში ჯანმრთელად ეთამაშა.

- მცირე ტკივილი პრობლემა არ არის, - ამბობს ფაჩულია.

ფაჩულიასთვის არა, მაგრამ "დალასისთვის" დიდი პრობლემაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ღმერთმა გვიმრავლოს ფაჩულიას მგზავსი სპორტსმენები სპორტის ყველა სახეობებში.

• მიროსან

კაპიტანიშეეეეეეე

• F

NBA-ს ერთი მფრინავი ქართველი უნდა მივაწოდოთ.

• ფუთიშა

ღმერთო გთხოვ 5 ფაჩულია საქართველოს კალათბურთის ნაკრებს აჩუქე, 11 ფაჩულია საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს და ნახევარი ფაჩულია საქართველოს უი-უი პოლიტიკურ ელიტას

მეამაყება ასეთი ქართველები!

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე

17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში

[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ჯეიმსის ისტორიული მატჩი - "ლეიკერსმა" "იუტა" დაამარცხა [VIDEO]

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

ლუკას 43 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა, "კლიპერსს" ლეონარდმა ულიდერა [VIDEO]

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

"კლიპერსმა" "დალასი" რის ვაი-ვაგლახით დაამარცხა

27-ქულიანი ქამბექი და გამარჯვება - "ლეიკერსმა" "დალასი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]

ლუკას ისტორიული მაჩვენებელი და გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან" [VIDEO]

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

ლუკას საოცარი მატჩი - 50 ქულა და 10 ასისტი [VIDEO]