ეროვნული ნაკრების წევრმა Sportall.ge-სთან ბოლო პერიოდში მომხდარ ამბებზე ისაუბრა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტაანმა ვალერი ლიპარტელიანმა ქართულ ძიუდოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ძიუდოს სამყაროში სიტუაციის დაძაბვა ზურაბ ზვიადაურის განცხადების შემდეგ დაიწყო.

დაპირისპირება ქართულ ძიუდოში - ზვიადაურის თქმით, 90-იანი წლები დაბრუნდა!

შემდეგ კი არსებულ განხეთქილებაში ნაკრების წევრებიც ჩაებნენ.

[დღის თემა] სკანდალი ქართულ ძიუდოში - სამშობლო როსკიპი ქალი არაა

Sportall.ge ეროვნული ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს დაუკავშირდა და ბოლო პერიოდში მომხდარ ამბებზე გაესაუბრა.

- რეალურად, რატომ გაქვთ უთანხმოება ფედერაციასთან?

- პირადული უთანხმოება არავისთან გვაქვს. ზოგადად, ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ბოლო პერიოდში და ზუსტად ამაზე გვქონდა საუბრები და ამას მოჰყვა ასეთი ამბავი.

- ჩვენ მხოლოდ ერთი პრობლემის შესახებ ვიცით - გათბობა...

- გავნმარტავ: მხოლოდ გათბობაში არაა პრობლემა, სხვა უამრავი პრობლემაცაა.

- მაგალითად?

- მაგალითად, ურთიერთობა და დამოკიდებულება, თუმცა პრობლემებთან დაკავშირებით ბოლომდე დაკონკრეტება არ მსურს. ერთი ოჯახი ვართ, ყველასთვის პრობლემების გასაჯაროება არ ღირს, არ არის ლამაზი. მაქსიმალურად მოვერიდეთ ამას და იმედი გვაქვს, ამ ყველაფერს მიექცევა ყურადღება და ზომებიც მიიღება.

- გავრცელდა ინფორმაციაც, სპორტსმენები სოციალურ ქსელში გულშემატკივარს აგინებდნენო...

- ის, რომ თითქოს სპორტსმენებმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ვაგინეთ, სრული აბსურდია. ასეთი რამ არასდროს მოხდება. თუ ვინმეს სურს, რომ სპორტსმენებს ჩირქი მოსცხოს და ჩვენზე ხალხმა ცუდად იფიქროს, არ გამოუვა იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ საქართველო ვასახელოთ და ყოველთვის ქართველი ხალხის სამსახურში ვდგავართ.

თუ სოციალურ ქსელში ჩვენი მხრიდან იყო ოდნავ რამე გადამეტებული, მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ იქნებოდა, ვისაც შეუძლია ამ სიტუაციის გამოსწორება და ამას არ აკეთებს.

- შენი მხრიდან კი საუბარი სხვა ქვეყანაში წასვლაზე იყო. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?

- მე ვთქვი, რომ ისეთ პირობებს უქმნიან სპორტსმენებს, წასვლა მოგინდება, ანუ სიტუაციიდან გამომდინარე გვაფიქრებენ-მეთქი ამას, თორემ მაგაზე არ ვფიქრობთ. სხვათა შორის, შემოთავაზება ძალიან ბევრი იყო და ახლაც არის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უარს ვამბობდით და ვამბობთ ამ ეტაპზეც.

- ევროპულ ქვეყნებზეა საუბარი?

- მაგას არ აქვს ახლა დიდი მნიშვნელობა - შემოთავაზება ბევრია. ყველა სპორტსმენს შეუძლია, რომელიმე შემოთავაზების მიღება, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვაკეთებთ ამას იმის გამო, რომ ჩვენ ქართველი გულშემატკივარი გვყავს და, შეძლებისდაგვარად, მათ გახარებას ვცდილობთ.

ვისაც არ უხარია და არ სურს ძიუდო წარმატებული იყოს, ეს უკვე მისი პირადი პრობლემაა.

- ანუ, კონკრეტულად, რომელიმე პიროვნების წინააღმდეგი არ ხართ?

- კიდევ ერთხელ ვუსვამ ამას ხაზს: პირადად არავისთან დაპირისპირება არ გვაქვს. ეს არის ქვეყნის სახეობა, ქვეყნის სპორტი და ამ სპორტს ვინც ნორმალურად არ მიხედავს, იმ ადამიანის ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნებით იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ის ვერ მუშაობს და ვერ აკეთებს თავის საქმეს. ყოველთვის ვიტყვით, რომ ეს ასე არ არის.

ასევე იხილეთ:

ქევხიშვილი ზვიადაურზე: თავში აქვს ეტყობა მაგას პრობლემა

მართლა ყინავს თუ არა ძიუდოს აკადემიაში? "ლელო" დარბაზს ესტუმრა

ირაკლი უზნაძე: გათბობა გამორთული იყო თუ ჩართული, არ ვიცი, მაგრამ დარბაზში ციოდა

დავით ქევხიშვილი: ზვიადაურის მხრიდან, სულ მართალიც რომ იყოს, ეს სისაძაგლეა

sano
ალბათ ფულია ჩარეული,მითუმეტეს როგორც ბოროტი ხმები ამბობენ ზოგს კარგი ბიზნესიც ქონიათ და ფაქტია რომ ან ერთ საქმეს უნდა დაუდოს კაცმა გული ან მეორეს,სხვანაირად არ გამოვა უბრალოდ
ქაჯობამ გვაჯობა
ბიძინას მთავრობა ყველაფერს ანადგურებს,თავისი გაუმაძღრობით და გაუნათლებლობით.
irakli Apkhaidze
ეჰ ძმებო ცდება ეს საუბარი საზღვრებს და მეორე ფრონტი (ორონდ ირონიული) გაიხსნა აქ. ეს არ ყოფილა ჩემი კომენტარების მიზანი. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ძიუდოისტებს და ამის შემდეგ მხოლოდ მათ წარმატებებზე გვეწეროს და თუ მაინცდამაინც კამათია გვეკამათოს იმაზე ე.წ. ,,მელნიცა" ჯობია თუ შუა კაური...
Irakli afxaidze=studentebs kampusidan=guga=zaza=ირაკლი აფხაიძე...
თქვენი ინტელექტით და ვაჟკაცობით "აღფრთოვანებული", აქ წარმოდგენილი საიტის მუდმივი მკითხველები და გულლშემატკივრები, ველით თქვენს მორიგ ადექვატურ(აბა, მხოლოდ (ვიღაცის?) სახელით და "სტუდბილეთით" არ ვარგა!) გამოხმაურებას. გვიგულეთ თქვენს "მხურვალე გულშემატკივრად"... აბა, ჰე!
ირაკლი აფხაიძე=zaza=...
"კლავიატურის სანგარში ღრმად თავჩაყოფილი"-??? ბარემ შენი მისამართიც დაგეწერა და ზრდილობის და არა მარტო გაკვEტილებზე ვისაუბრებდით". იმედი მაქვს "zaza"-ს მიერ მოხსენიებულ "კეთილშობილ" ლამაზთვალება არსებათა კატეგორიას არ მიეკუთვნები და უპასუხოდ არ დაგვტოვებ - (მხოლოდ) ინტერნეტში ბაქიბუქი არაა კაცების საქმე!
zaza
ირაკლი აფხაიძეს! საქართელო მუტრუკების ქეყანაა რაც უფრო მეტათ უტიფრობ მით უფრო მეტათ მიიევ წინ, ამიტომაც ძმურათ ვირებისგან წიხლი არ გეწყინოს?
irakli Apkhaidze
არასდროს ამოვფარებივარ ვინმეს სახელს და ფსევდონიმს და აქ კიდე იმიტომ არ ვწერ რამეს რომ შენნაირებს გავაგებინო ჩემი პიროვნული თვისებები კლავიატურის სანგარში ღრმად თავჩაყოფილო!
Irakli afxaidze=studentebs kampusidan=guga=...
გეყოფა!!! გავიგეთ შენი არსებობა და პიროვნულ თვისება/მონაცემებზეც შეგვექმნა "გარკვეული" წარმოდგენა... ნერვებს მიხედე და საქმე გაიჩინე.:))))
Guga
Msoflios chempionatshi rom etyvi grelka unda mogce traki ro gaitboo shegaginebs ki ara im fine as ro sisruleshi ar mოiyvans ar giკvirt? Irakli afxaize 100 procentiAni xar btat
e.w. studenteb-ს
იქნებ გაგვაგებინოთ, რატომაა ვაჟკაცი თქვენი ადრესატი? ქვეყანას მარტო "კამპუსიდან" უყურებთ? p.s. პატივცემულო მომავალო განათლებულებო, საერთოდ, ზოგად ჯგუფის სახელით წერა, ვერაა მთლად ნორმალური და თანამედროვე. ასევე, არც "ბევრი ხმის" შთაბეჭდილების მომხდენი! :)
Qvabuldze mindia -
თუ შენი სამშობლოსჰიმნს აკვრევინებენ ეს ქართველი ბიჭები ----მსოფლიოს@ უნდა მივუტევოთ და ხმა ჩავიკმინდოთ თუ მათი სწორ მამულიშვილები ვერ გახდით ჯერ ჯერობით, და მომავალის ჩვენს ენს ციცკრის ვარსკვლავის ამობრწყინებას ველოდებით დაუღალავად გარჯითა და ნიჭისა იმედით,ჩვენითა.
iraklis
ღირსეული მანამ ხარ სანამ უღირს საქციელს ჩაიდენ. მერე კი უღირსი და ,,უძღები შვილი" გქვია. მე არ ვამბობ, რომ უნდა ჩავქოლოთ ან დავასამაროთ, არა რათქმაუნდა, ამ წერილებით მოტივაციას ვუქმნით, რომ დროულად მოეგონ გონს! მეტი პატივისცემა მშობელ ქვეყანას და იმ ხალხს ვისაც მათი წარმატება უხარიათ.
studentebi kamрusidan, harvard university
ვაჟკაცი ხარ მართალი ხარ ირაკლი აფხაიძე,არ ღირს ამდენი ქაქანი იმ ქართველ ბიჭებზე ვინს სამშობლოს ჰიმნი ერთხელ მაინც ააჟღერა დუნიაზე გენაცვალეთ ქართველობაში ქართველო
Irakli apkhaidze
Aravis Namusis Mocmenda AR MINDA Ubralod Zaluan Texavs Ro tu vinme girseuli gamogvichnda unda chazirot da davasamarot. Imitomac vart sadac vart da didxans ver cavalt cin
ირაკლი აფხაიძეს
თუ ჰიმნს აკვრევინებს ესეიგი უნდა მიუტევო ქვეყნის და გულშემატკივარის შეურაცყოფა?! ჰიმნი და ჩინ მედლები რა ,,ინდულგენციაა" ?! თუ იმის გამო რომ შესაძლოა კვლად ააჟღერონ ქვეყნის ჰიმნი შენიშვნა არ უნდა მივცეთ და შეცდომებზე ვერ უნდა მივუთითოთ? შენ თუ გინდა ნამუსი მოუწმინდო შენი საქმეა! სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია! მათი ფსიქოლოგია და ბუნებაგანწყობა უკვე ერთ ადგილას კიდია გულშემატკივარს. ბოდიში მოიხადონ და სანქციას შეუმსუბუქთებათ!
Irakli apkhaidze
Me ar mitqvams ro yvelaze chkviani da patrioti var, shengan gansxvavebit saxeli da gvari miceria da klaviaturas ar vefarebi
ირაკლი აფხაიძეს!
ასეთი ფორმით, "ტონით", ტერმინებით და დიდაქტიკური პათოსით... შენს თავს მიხედე უპირველესად. არ ჩანხარ ყველაზე ჭკვიანი და პატრიოტი!
ინიციატივა
გამოვდივარ ინიციატივით შევაგროვოთ თანხები და გრელკები შევუძინოთ, რათა არ დატოვონ ქვეყანა და არ შეგვარცხვინონ.
ირაკლი აფხაიძე
ამ კომენტარის ავტორთაგან არავის აქვს უფლება რამეზე მიუთითოს ამ ბიჭებს, რომლებმაც ყველაზე მეტჯერ ააჟღერეს ქართული ჰიმნი და შეახსენეს სამყაროს საქართველოს არსებობა. სამშობლოს სახელით საუბარს ჯობია ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და დათვალოს ქვეყნისთვის რა გაუკეთებიათ. მართლა ყველა ნონა გაფრინდაშვილი ხო არაა ამ ტონით ისაუბროს ამ ბიჭებზე. ხშირად გაიგონებთ ფეხბურთში არიესო, რაგბშიც არიესო და ახლა ძიუდოშც რევენო... მსგავსი კომენტარებისა და აჟიტირების ავტორებსაც აქვთ ამ ,,არევაში" წილი და მოდი რა ყველამ ჩვენი ასარევი დავაყენოთ ერთ ადგილზე და სიტუაციის განმუხტვას თუ არ შევეცდებით უაზრო ლანძღვით და ჭკუის დარიგებით მაინც ნუ ვღიზიანებთ ამ ბიჭებს. დარწმუნებული ვარ ბევრი არეულობის მოსურნეა ჩასაფრებული ამ ბიჭების ,,დათრევაზე" ქვეყნის შიგნიტაც და გარეთაც.
salo
ნაცების დროს არც დარბაზი გქონდათ და არც გათბობა რატომ მაშინ არ მოინდომეთ სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა ხმა არავის ამოგიღიათ
berdo
ვარლამთან რა პრეტენზიებია, ვერ გავიგე. ამ კაცს ისეთი არაფერი უკადრია. რაც შეეხება კრიჭაშეკრულიშვილს თუ კრიჭაშვილს (ენა მომტყდა), ის მაგრად ჩაიჭრა. პირველ რიგში, ძიუდოს მოყვარულთა მიმართებაში. ასე არაა ზმაო. თუ კაცობას დაკარგავ, შენი ტიტულები ერთ ადგილზე აიფარე და ააფარე შენს კუმირს, ზვიადაურს, რომლის სინდისზეც არის ის, რაც ახლა ხდება.
თუ ვინმეს ოჯახის წევრი გაჭირვების გამო წასულია უცხოეთში,
არაა ძიუდოისტების თემასთან მოსატანი! იმ ხალხს(მცირე გამონაკლისის გარდა) ასარჩევად არ ჰქონდა საქმე და მითუმეტეს, სამშობლოს სახელით დროშის და ჰიმნის აღმართვის შესაძლებლობა. ვინ იცის, რამდენჯერ უოცნებიათ ასეთ შანსზე და არაა საჭირო, უხერხულიც კია, ამ თემის წამოწევა!
simartle-ს და ყველა მის გამმართლებელს(თუ თვითონვე არ "პოსტავს" თავის თავზე).
თქვენი "ლოგიკით"- თუ სხვები (შესაძლოა!) არ ვარგა, არის ვინმეს გამართლება? სიმართლე ისაა, რომ რაც არ უნდა გაწყენინონ, სამშობლო ე რ თ ი ა (!), სამშობლოს არ ეჯიბრებიან და ყველა ნორმალური ქართველი ამ ბიჭებს გულშემატკივრობს(!), ოღონდ, სანამ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს სახელით გამოდის.
simartle-ს
დედები და ოჯახის წევრები თუ უცხო ქვეყანაში შრომობენ ეს სამშობლოს ღალატი არ არის, სამშობლოს ღალატია როცა სამშობლო გაძლევს ყველაფერს სახელს დიდებას კარიერას და მერე ყიდი ამ ყველაფერს! და საფუძველველად უსუსურ ბრალდებებს უდებ! მოღალატეა ილია ილიადისი და ძმანი მისნი.
salo
ნაცების დროს არც დარბაზი გქონდათ და არც გათბობა რატომ მაშინ არ მოინდომეთ სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა ხმა არავის ამოგიღიათ
სალო
აქამდე კარგი იყო ქევხიშვილი ეხლა აღარ მოგწონთ ზვიადაურს რომ მოუნდა პრეზიდენტობა
lelo
simartle-s. 100% გეთანხმები.
urg
გეთანხმებით, რომ კაპიტალიზმის ეპოქაში ყველაფრის გაყიდვა შეიძლება მათ შორის საკუთარი მშობლის, ხოდა გაყიდეთ კაპიტალისტებო!თქვენ ეს ქვეყანა სასათბურე პირობებისთვის გინდათ! ამ ქვეყანაში ისწავლეთ ყველაფერი და შემდეგ სხვას უნდა მოახმაროთ?! დღეს შეიძლება ბევრმა ზედაპირული მიდგომების შედეგად გაგამართლოთ მაგრამ ისტორია გაგამტყუნებთ.
პირადად მე და ჩემი ყველა ახლობელი -
ვგულშემატკივრობთ ს ა ქ ა რ თ ვ ე ო ს სახელით მოასპარეზეს, თუნდაც ბრაზილიელი იყოს... თუ ვინმე სხვა ქვეყნის სახელით, მით უმეტეს, შეცვლილი- არაქართული გვარ/სახელით გამოვა ჩვენთვის/საქარველოსთვის/ დაკარგულია. თუ გაიმარჯვებს(ოღონდ არა საქარტველოს წარმომადგენელთან) ალბათ არ გვეწყინება, ზოგჯერ ვუგულშემატკივრებთ, მაგრამ... სამშობლო! ჰიმნი! დროშა!
fraternity
ვინ სთავაზობს მილიონებს ერთი ეგეც გვითხარი. ძიუდოში მილიონები არ იშოვება და ჩვენი ღარიბი ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია თავისი ძიუდოისტების მიმართ. ასე რომ ზღაპრებს ნუ ყვებით მილიონებიანი შემოთავაზებების შესახებ. ეგ არის ტყუილი. მაგდენ ფულს არავინ იხდის ძიუდოში.
kikola
simartle-s! მართალი ხარ! და კიდევ დავამატებ ხვალ რომ ამათ სხვა ქვეყნის მოქალაქბა შესთააზონ 90% 2-შაურათ გაყიდიან საქართელოს. ბიჭებს კი ვუსურვებ ოქროს მელებით დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. წარმატებები!!!!
simartle
სიმართლე იცით რა არის? აქ ვინც ვარლამს და ავთოს ცუდათ მოიხსენიებენ, იმათ 50% ცოლები და დედები ან დები, გაშვებული ყავთ სხვა ქვეყანაშ მოსამსახურეებათ. ამათ კი წლებია მილიონებს თავაზობენ და სამშობლო მაინც არ მიატოვეს !!! უნამუსობას არ ააქვს საზღვარი?
fauqa
აბა რა გგონიათ დემოკრატიის პრინციპი ყველაფერი იყიდება ფულზე მორჩა კომუნიზმის დროს ცუდები ყოფილან დამოუკიდებელი საქართველოს სახელით რო არ გამოდიოდნენ ნამდვილი პატრიოტები ეხლა გამოჩნდა ყველა სფეროში
rati
რით ვერ გაძღა ამ სპორცმენების მუცელი საბჭოთა დროს ყველაფერს იგებდნენ 200 მანეთად თქვენ იმათ ვერ დაწევით კიდე ნახევარი საუკუნე მაინც
ako
ეხ დემოკრატიას რა უთხარი თედიაშვილი ბევრი სხვა სულ ხელის გულზე ყავდათ მარა მაგათ ხომ ავადსახსენებელ კომუნიზმში უწევდათ ცხოვრება მართლა ნუ გავფიქრებინებთ რომ ის დრო ჯობდა ახლანდელებო მეტი ვაჟკაცობისკენნნნნნნნნნნ
ვანო
გასაგებია რომ მოჭიდავეა და ინტელექტი შეიძლება ნაკლბი აქვს (თუმცა ყველა ასე არაა). მაგრამ მარტო უინტელექტობა არაა პრობლემა. უნამუსობა და კავობის ნაკლებობაა. ეს კიდე აქეთ გვეუბნება წავალო. რას გვახეწნინებს თავს
davidbech
Chvenze cudi eri bevri ar iqneba!!!!umadurebi,ampartavnebi da brikvebi!!!
Tm
არ ვიცი რა წარმატებაზე შეიძლება ფიქრი,როდესაც თვალი სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლაზე გიჭირავს.
ako
ეხ დემოკრატიას რა უთხარი თედიაშვილი ბევრი სხვა სულ ხელის გულზე ყავდათ მარა მაგათ ხომ ავადსახსენებელ კომუნიზმში უწევდათ ცხოვრება მართლა ნუ გავფიქრებინებთ რომ ის დრო ჯობდა ახლანდელებო მეტი ვაჟკაცობისკენნნნნნნნნნნ
ანზორი
ეს დრეებია ვეცნობი ამ ამბებს. მარტლა გავბრაზდი. ეს ქევხიშვილი ზომიერი კაცია, არ ჰყვება ამათ დურაკობებს, ესენი კიდე ცანცარა ბიჭუშკები ყოფილან და მეტი არაფერი. მამებმა მარტო ეგ გასწავლეს და სხვა ვერაფერი? ზვიადაურს თუ გაიხდით დამრიგებლად ......
HOH!
უნდა მოგეზომატ, ეხლა ცოტა გვიანია, ბოდიში მაინც მოგეხადატ საზოგადოებისთვსი. ეს ატკაზი რაღაა
QOUQ
რარას ყვიროდით ტქვენი მართლაა ტავიდან ვე კაცურად მოქცეულიყავი თუ არ გინდოდა მაგაზე ლაპარაკი. დამრიგებელი მაინც როგორ არ გყავთ ტქვენზე უკეტესი
ეშმაკების მტერი
წადისტ სადაც გინდათ, რას იმადლებიტ, ამდენი მუქარა და სანტაჟი ტქვენი მხრიდან უზნეობაა. მოჭიდავეები თუ ხართ ენები მაინც გააჩერეტ, ენა ტქვენ არ მიოგყვებატ და თავები ტქვენ არ გიმუსავებთ და ფეხის დადება კი შეგძკლლებიათ. დაეტიეტ მაგ ტატამზე რააა. ტქვენ მარტლა ვინ ყოფილხარტ ტოო
saba
.... ზვიადაური, აბა სხვა რა ვიფიქრო, როცა ასე მოიქცევი იმის ახსნაც უნდა გქონდეს, ეგენი როგორც მახსოვს ერთად ჭიდაიობდა ყველა და ეს თუ კაცობა გონია ტანაგუნდელტან მალადეც მაგას. მეტს მაგიოსგან მაინც არ ველოდი
megreli biWi
აქ ერთგან ამოვიკითხე უმადურობაზე. კიი გვიხარია მაგათი წარმატებები, მაგრამ ასე არაა, ოთხი დრე ასციებიათ და ობიეტური მიზეზების გაგება არ შეუძლიათ და ყველა გაუგებარი კაცი არაკაცი მგონია. სეცივდატ თურმე და მაგათ ეს მიზეზი თუ გონიათ რო არაკაცობას ახსნის ძალიან შეცდებიან. აი ზალიან. მეტი კაცობა მარტებთ და თუ გაითვალისწინებენ კარგია
jimi
რაც ამ ამბებს ვუყურებ, მივხვდი რო არავუინ ღირს ასე ზედ გადაყვე, კაი საქმისთვის მადლობაას არავინ იხდის და ეს მოჭიდავეებიც თუ ასე უმადურიო ხალხი იყო მართლა არ მეგონა. ყოველთვის მეგონა რო მაგათში პ[ატრიოტიზმიც მერტი იყო და კაცობასც. ამის შემდეგ რა ვირწმუნო მაგათი საკუთარ პრეზიდენტს რა ... დაუპირისპირდნენ. ზვიადაურზე არც კი ვამბობ არაფერს ...
levani
დავით ქევხიშვილს წუხელაც ვუსმინე პირველ არხე. ეს ადამიანი ძალიან გულწრფელი, საქმიანი და კომპეტენტური ადამიანის შტაბეჭდილებას ტოვებს, ჯერ ერთი კაცს ქაშკარად განათლება მიუღია და გონზეა ამ ქვეყნის, თვალნათელია ეს ყველაფერი. ზვიადაური კი სამი წელია პარლამენტშია და იქაც ვერაფერი ისწავლა, ... ხო ხედავთ არაა? ...
tiko
მოჭიდავეებს ტავში ავარდნიათ ეს გულშემატკივრის პატივისცემა და ბალეშჩიკობა. ეტყიობა ფიქრობენ რომ ყველა მაგათ უსინდიდ\სობას მიირებს ხალხი რა უნდა ელაპარაკო იმ ხალხს ვინც ვერც მთავრობის მხარდაჭრას გრძნობს და ვერც ფედერაციის ყურადრებას. სულ არაფერიო მინდა მაგათი არც მოგება რომელიც პირველ რიგში მაგათთვის არის სარფიანი და მომგებიანი, ეგენი არავის არაფერს უყოფენ და არც არაფერს ითხოვს ვინმე, უვბრალოდ სხვისი პატივისცემაა მაგათი ვალდებულება ედა ეგ ვერ სეუგნიათ.
giorgi
ეს ყველაფერი უსინდისობაა მაგ ხალხის მხრიდან მოჭიდავეებისგანაცაც და ზვიადაურისგანაც. დაუნახავები არიან და .... ზვიადაურის აყოლა თუ მაგათ ხელს მისცემთ ნახავენ. ზვიდაური ყველამ ნახა და გაიცნო ჩემპიონობიდან სადამეც მივიდა. ბანძია, მერე რაა რო პარლამენტში მოხვდა ეს მაგას ღირსებას ვერ მატებს. ცოტა ხანში ნახავთ ვინ იქნება ზვიდაური და ნახვს მაგას ყველა. კაცს ორი წიგნი არ წაუკითხავს, .... მაგას ვინც აყვება მასზე უარესი.
ar waiges tvini!!!!
მოჭიდავებისაგან, მათ შორის ძიუდოისტებისაგან, არაფერია გასაკვირი. მათი ინტელექტუალური დონე მეტს ვერ ქაჩავს. ასე, რომ ძალიან ნუ ინერვიულებთ ზოგ-ზოგიერტები და ლაითად მიუდექით ამ საქმეს. წასვლა უნდათ და წავიდნენ. გზა ფართოა. თუმცა ყველაზე ფართო გზა რუსეთისკენაა, სადაც ყველაზე დიდი ანაზღაურება და ყველაზე კარგი გათბობა ექნებათ. დავაი, დასვიდანია!!!
ამერი
ყოველთვის გახსოვდეთ თითოეული თქვენი გამარჯვება ქვეყნის გამარჯვებაა!რიოდან ბევრი მედლებით დაბრუნებულიყავით!
invest
ჩემზე დიდი გულშემატკივარი ჩირიკასი და გინდა ლიპოსი ბევრი არ მეგულება. მაგათ სანახავად ღამეც გამითენებია და გამთენიასაც გამიღვიძია მაგრამ რაც მაგათ იკადრეს და დღემდე აგრძელებენ დიიიიდი უნამუსობაა. რა შუაშია ბოღმა
fraternity
სისულელეა ეს ყველაფერი. ზვიადაურს სულ ცალ ფეხზე კიდია ძიუდოც დაოლიმპიადაც. მას საკუთარი ინტერესები აქვს. ასე რომ არ იყოს ასეთ დროს არ ატეხდა ასეთ ამბავს. გათბობა არაფერ შუაშია, არც გაღუნული შტანკები, ეს უბრალოდ მიზეზია. ზვიადაურს მოუნდა ქევხიშვილის ჩაჩოჩება და ამათაც მხარი დაუჭირეს, ზვიადაურის გაყვანა უნდათ. ეს არის და ეს.
gurami
ვინც ვარლამს და ავთოს ცუდათ იხსეენიებს უბრალოთ ბოღმის ბუშტები არიან)))))
იპპონ
ლიპარტელიანს არ უგინებია ჭრიკიშვილმა აგინა და არც ამას გაუპროტესტებია დიდად. რაო ამ ეტაპზე არ მიდიხართოო? აბა რომელ ეტაპზე მიდიხარ? უმადურობასაც აქვს საზღვარი წადი წადი ! ლიპარტელიანი კიარა ტედი რინერი რომ იყო ეგეთი არავის ჭირდები არც შენ და არც ჭრიკიშვილი. თუმცა ტედი რინერი მაგიტომაცაა ტედი რინერი რომ თქვენგან განსხვავებით უკადრებელს არ იკადრებს (ტიტულებს რომ თავი დავანებოთ)
levan
ზუსტად რომ პარიზის გრანპრი და ოლიმპიადა რომ გველის,სწორედ მაშინ არ უნდა გაეკეთებინა ზვიადაურს აშკარად სულელური და ბანაკებად დამყოფი განცხადებები.ბევრი კარგად მიხვდა რისთვისაც იყო გამიზნული მისი განცხადება,თან მიანიშნა რომ ოცნების მხარდაჭერა აქვს.არაა ლამაზი ასეთი საქციელი ამ სპორტის სახეობაში.მიბაძონ მორაგბეებს,განა რაგბის ფედერაციაში პრობლემები არ იყო,მაგრამ ამბიციებზე მაღლა დადგნენ
goga
არ ვიცი შეიძლება მართლაც აქვს ქევხიშვილს კომუნიკაციის პრობლემა ნაკტების წევრებთან მაგრამ ერღერთი ყველაზე საქმიანი და ინიციატივიანი პრეზიდენტი(ფედერაციის) რომაა საქართველოში არ უნდა ამასა მტკიცება. რაც შეეხება ნაკრების წევრებს, მათ აქვთ 1- ქართულ რეალობასთან მორგებული საკმაოდ მაღალი ხელფასები. 2- საშუალოზე უკეთესი სავარჯიშო პირობები(ნუ გვცივაო სისულელეა უბრალოდ), 3-საერთაშორისო ტურნირებსა თუ შეკრებებზე შეუზღუდავი, ულიმიტო მოგზაურობები, და ა. შ. რაც მათ არ აქვთ ეს არის ინტელექტი, ძალიან ადვილი სამართავნი არიან თუ შეპირდები ფოჩიან კამფეტებს. სამწუხაროა ძალიოან მაგრამ ესაა სიმართლე.
ვაზა
აპატიე და კიდე შეგაგინებს! უმადური არც ჩვენი გვინდა და არც სხვისი, ვაპატიო რა პატარა ბიჭია? თუ იპონისგან ტვინი გამოულაყდა? შენ აპატიე გულითადი მოკითხვა სხვას კი გვაცალე სათმელი გვაქ
Nikoloz Guirni
პირველ რიგში იმას აღვნიშნავ რომ რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს აქ უმრავლესობის კომენტარები გადაჭარბებულია. არ შეიძლება სპორტსმენებს მივაყენოთ ამხელა ფსიქოლოგიური ზიანი, რატომ არ ფიქრობთ იმაზე რომ კვირის ბოლოს პარიზის გრანპრი ხოლო ზაფხულში ოლიმპიადა ელით? კარგით ვთქვათ მართლა დაწერა ავთომ ის პოსტი ამის გამო უნდა ჩავქოლოთ? თუ ყური ავუწიოთ? ყველა ადამიანები ვართ და შეცდომასაც ყველა ვუშვებთ. გაბრაზებულ გულზე შეიძება ისეთი რამ დავწეროთ და ვთქვათ რომ მერე ჩვენვე ვინანოთ. პირადად ვიცნობ ავთოს და შემიძია თავი დავდო რომ იგი გულშემატკივარს არასდროს შეაგინებს, პირიქით ყველა გულშემატკივარი უყვარს და უდიდეს პატივს სცემს. ეს იყო შეცდომა რომელზეც თვალის დახუჭვა ძალიან მარტივად შეგვიძლია. ჩემი მოკრძალებული და უდიდესი თხოვნა იქნება რომ თავი შევიკავოთ ადამიანის გულის ტკენისგან. მითუმეტეს დაუმსახურებელი გულის ტკენისგან. რაც შეეხება სხვა ქვეყანაშ წასვლას მრავალი წელია ამ ბიჭებს შემოთავაზებები აქვთ და არსად წასულან და ამის სურვილი რომ ქონოდათ ყოველგვარი პოსტის გარეშე გააკეთებდნენ. ვიცი რასაც გრძნობენ ეს ბიჭები და უმორჩილესად გთხოვთ რომ "ყოველი სიტყვა ავწონოთ ისე სხვისი სული არ დავაზიანოთ" და ამ ყველაფერს ისე ნუ ვიგებთ როგორც დაგვიხატეს. დაპირისპირება უნდა დასრულდეს. :) ბიჭებს კი კიდევ ერთხელ ვეტყვი თქვენ უმაგრესი ადამიანები და უმაგრესი კაცები ხართ და აკეტეთ თქვენი საქმე. ერთი-ორი თუ ვერა ღმერთი, სამშობლო და ჩვენ ვხედავთ. წარმატებები რიოს ოლიმპიადაზე. პ.ს. რაც შეეხება ფედერაციას ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი თუმცა ის ვიცი რომ პრეზიდენტი უზომოდ კარგი ადამიანია და დარწმუნებული ვვარ ეს აგორებული სკანდალიც ვიღაცეების მიერ კარგად დაგეგმილი შავიპიარია რომელმაც სამწუხაროდ უამრავი ადამიანი ჩაითრია ნებსით და უნებლიეთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ ბიჭებს და მათ ფსიქიკას გავუფრთხილდეთ. პატივისცემით ნიკოლოზ გურინი. ;)
დაითი
სათქმელი თქვეს და არავინ მოუსმინა იმ ფედერაციაში ვერ გაიგეთ თუ არ გინდათ რო გაიგოთ?! ქევხიშვილი კიდევ იმიტომ არ რთავს იმ გათბობას ისე როგორც საჭიროა რომ იმ პლეხანოვის დარბაზის ქირაობა უნდა ალბათ რამე ინტერესები აქვს ხალხო რა ვერ გაიგეთ სულ პლეხანოვის დარბაზზე რომ ლაპარაკობს ამას რა მიხვედრა უნდა?!
karthagen
ესენი მე კაცები მეგონა. ზვიადაურის ადგილზე ბიძაშვილის ავადმყოფობაზე ვიდარდებდი. ახლა სხვებიც უნდა დაავანტყოფო?
Gio
ნაკრებიდან უნდა ჩამოაშორონ, თუ ფედერაციას რამეზე მაინც აქვს პრეტენზია... ყველგან სადაც საღადაზროვნებენ შესაბამისი შედეგები მოყვებოდა, ნაკრების წევრების მხრიდან ესეთ საქციელს. ჯრიკიშვილს და ლიპარტელიანს კიდე ძველბიჭობა თუ უნდათ, ტატამზე ცუდი ადგილი შეურჩევიათ და არც ბაგაჟი ეყოფათ. ამ ეტაპზე არმიდის თურმე))
tngh
ძიუდო საქართველოში მოწინავე სპოტის სახეობაა და ოლიმპიადაზეც გაგვახარებს. ველოდები სამივე სინჯის მედალს!!!
ენლილ
ე.ი. რა გამოდის...რაღაც ეჭვებმა და შიშებმა შეაწუხათ, ერთ დღეს შესცივდათ კიდეც დარბაზში და შესჩივლეს ზვიადაურს. იმანაც მოხსნა გუდას პირი და დაფქვა ათასი სისულელე. ხალხი გაოცდა, გაბრაზდა და აგინა ზვიადაურს. ამაზე ჭრიკიშვილმა ზვიადაურის მაგინებლებს აგინა და განაცხადა-საშუალება რომ მქონდეს, საქართველოდან წავიდოდიო. ვარლამმაც აუბა მხარი (ოღონდ არ შეუგინია). და აირია მონასტერი... ასეთი იდიოტიზმის გამო ატყდა ალიაქოთი? სირცხვილია მართლა..
ლაშა
მიბრძანდით საქართველოში ძიუდო თქვენით არ დაწყებულა და არც დამთავრდება.
uchimata
გაპრავებულია, ყოველ შემთხვევაში გაპრავებულად შეიძლება ჩაითვალოს....რაც გააკეთეთ ძალიან ცუდი იყო, ავთოსგან განსაკუთრებით გამიკვირდა და მაგ გინებაზე პასუხი ავთოს უნდა გაეცა, მაგრამ აქ დასვით წერტილი...რამე შესაცვლელი თუა არჩევნებით შეიცვლება.
TYT
ერთი ამბავი ატეხეს მთელი ქვეყანა შეყარეს და ეხლა არ მინდა ამაზე სახალხოდ საუბარიო))შენ ოქროს მედალოსანო თუ არ გინდოდათ სახალხოდ ლაპარაკი და ერთი ოჯახი ხართ მისულიყავი ფედერაციაში და გეთქვა იქ შენი სათქმელი რა FB ლაპარაკობდი!რავი აქამდე ყველა იმას ლაპარაკობდა ძიუდოს ფედერაციაზე წარმატებული არც ერთი ფედერაცია არ არისო ?! გვატყუებდნენ ვარლამ?
levani
ამ ეტაპზე არ წახვალ ქვეყნიდან და იმ იმეტაპზე? თუ ვინმეს ლანძღავ უნდა დაკონკრეტდე კიდევაც, ტატამზე კი არ უნდა იყვე მარტო ვაჟკაცი!
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ