ველით ადებაიორს, პატოს, ამრაბატსა და სხვებს
უქმეებზე პრემიერლიგა ასოციაციის თასმა ჩაანაცვლა, რა პრობლემაა - ინგლისში გაუთავებლად შეუძლიათ ფეხბურთის თამაში - სამშაბათ-ოთხშაბათს მორიგი ტურია.

ქალაქელები "ლაითზე"

ბედკრული და ყველასგან ჩამოწერილი ბირმინგემის "ასტონ ვილა" "ბოლეინ გრაუნზე" "ვესტ ჰემს" ეწვევა. რემი გარდი მეოცნებე კაცია და იმედს ჯერ კიდევ არ კარგავს, მაგრამ თუ მისმა გუნდმა ეს მატჩიც დათმო, ალბათ, რეალობას დაუბრუნდება და მიწაზე მწარედ დაენარცხება. "ჩაქუჩებს" მეტოქის პრობლემები სულ არ ანაღვლებთ და ევროზონაში დარჩენა სურთ.

ცხადია, სლავენ ბილიჩი 3 ქულისთვის ითამაშებს და სავარაუდოდ, თავიდანვე აგრესიულად შეუტევს.

თავისი ახალი და ახალგაზრდა იარაღით, კელეჩი იჰეანაჩოთი შეიარაღებული "სიტი" "ლაითს" სტუმრობს. "ქალაქელებს" ქულების კარგვის უფლება ნამდვილად აღარ აქვთ, თორემ უკვე "ტოტენჰემმაც" გვარიანად წამოიწია და ამ წუთისთვის პრემიერლიგა 4-გუნდიანი დოღია. "სანდერლენდზე" რაღა ვთქვათ, ძლიერ მეტოქეს ხვდება თუ სუსტს, ქულებზე უნდა იფიქროს, თორემ მალე უიმედო მდგომარეობაში ჩავარდება.

შურისძიება "წმინდანებზე"?

"არსენალს" მწარედ ემახსოვრება, რა დღეში ჩავარდა "სენტ მერიზე" და არსენ ვენგერი "წმინდანებზე" შურისძიებას ეცდება. ვენდეტა ვენდეტად და ცოტა ხნის წინათ "მეთოფეები" ლიდერებად გვევლინებოდნენ, ახლა კი მესამემდე ჩამოქვეითდნენ და ყურადღებით უნდა იყვნენ. თასზე მშვენივრად ითამაშა ახალმომჯობინებულმა ალექსის სანჩესმა და ეს დიდი პლუსია.

უკვე ნახსენები "ტოტენჰემი" "ნორვიჩს" სტუმრობს და გამარჯვებასაც გეგმავს. "იადონებს" მიყოლებით სამი წაგება აქვთ და შეიძლება საუკეთესო ფორმაში არ არიან, მაგრამ მათი თამაშის ხილვა ყოველთვის საინტერესოა და, როგორც წესი, უხვგოლიანი გამოდის.

ცუდი ალექს ნილისთვის ის არის, რომ "ნორვიჩზე" მეტი გოლი მხოლოდ "სანდერლენდს" აქვს გაშვებული და "დეზებიც" ამით სარგებლობას ეცდებიან. მაურისიო პოჩეტინომ ასოციაციის თასზე რამდენიმე წამყვან მოთამაშეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა და ისინი შეხვედრას ჯანზე ხვდებიან.

ლიდერი "ლივერპულის" წინააღმდეგ

დიდ სანახაობას ველით "ლესტერისა" და "ლივერპულის" დუელისგანაც. მერსისაიდელებს ლიდერებთან კარგი სტატისტიკა აქვთ და კლაუდიო რანიერის გუნდი პირველ წრეშიც გაამწარეს. იურგენ კლოპს ახლაც რამე მზაკვრულ-ჭკვიანური ექნება მოფიქრებული და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან.

ტონი პულისის "ვესტ ბრომვიჩი", რომელსაც ცოტა თამაში აერია, "სუონსის" მასპინძლობს. "თეთრი გედები" ფრანჩესკო გვიდოლინმა ჩაიბარა. თამამად ვიტყვით, რომ 21-ე საუკუნეში ორი ასეთი ჩინებული ტაქტიკოსის დაპირისპირება იშვიათია და რა ხლართები გაებმება მინდორზე, ალბათ, თავადაც წარმოიდგენთ.

ადებაიორის დებიუტი?

"მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცდება, "სტოკი" ამჯერად მაინც დაამარცხოს, ფანები და ზოგადად, ფეხბურთის მოყვარულები კი იმას დაელოდებიან, გაიტანს თუ არა ამ შეხვედრაში მაინც ჯერ კიდევ ლუი ვან გაალის გუნდი პირველ ტაიმში გოლს.

"კრისტალ პალასმა" სწორედ "სტოკს" მოუგო თასზე და ცოტა ხასიათი გამოიკეთა, თორემ პრემიერლიგაში "არწივებს" 6 ტურია, არ მოუგიათ და აქედან 5-ში გოლიც ვერ გაიტანეს. ველით ემანუელ ადებაიორის დებიუტსაც, რომლის მიყვანითაც ალან პარდიუ ძალიან ბედნიერია და თავად ტოგოელიც გახარებული ჩანს. მეტოქე ედი ჰაუს "ბორნმუთია", "ალუბლები" 4 ქულით მოწყდნენ გასავარდნ ზონას და სულ ცოტა ხანი მაინც შეუძლიათ ამოისუნთქონ.

იქნება პატო?

დებიუტზე თუ მიდგა საქმე, ყველას ის აინტერესებს, როდის და როგორ ჩაატარებს თავის პირველ მატჩს "ჩელსის" მაისურით ევროპაში დაბრუნებული ალეშანდრე პატო. კარგი ამბავია ისიც, რომ ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ ოსკარი მშვენიერ ფორმაში შევიდა, ვილიანი ისედაც სულ ფაფხურობს, დიეგო კოშტასაც ვეღარ ვცნობთ, სესკ ფაბრეგასმა საგოლე პასების გაკეთება განაახლა, ჯონ ობი მიკელს ფრთები "ამოეზარდა", ხოლო კურტ ზუმა გაცემული ავანსების გამართლებას იწყებს.

ერთი ჯონ ტერის ამბავია სევდიანი - ეს სეზონი მისთვის "ჩელსიში" ბოლო იქნება, გუნდი კონტრაქტს აღარ უგრძელებს. ასეა თუ ისე, გუს ჰიდინკს თავისი რაზმი "უოტფორდთან" საჭიდაოდ ჩაჰყავს. კიკე სანჩეს ფლორესსაც აქვს სიახლეები - პირველ რიგში, ნორდინ ამრაბატის დამატებით. მიუხედავად ამისა, მთავარი საფრთხე "ლურჯებისთვის", რასაკვირველია, იგალო-დინის წყვილია.

მაკლარენი "გუდისონ პარკზე"

ინტერესს, ინტრიგასა და სანახაობას მოკლებული, წესით, არც "გუდისონ პარკზე" გასამართი შეხვედრა უნდა გამოდგეს. მით უმეტეს, ამ სტადიონზე ჯერჯერობით, ყველაზე მეტი გოლი გადის. "ევერტონი", რომელიც მე-12 ადგილზე ძალიან არაკომფორტულად გრძნობს თავს, ხოლო ფანები 5-თამაშიანი მოუგებელი სერიის გამო უბრაზდებიან, "ნიუკასლს" მასპინძლობს.

აბა, ჯორდების ქომაგები ისედაც სულ გაბრაზებულნი არიან და სტივ მაკლარენს ქულები ძალიან სჭირდება და არც ის დავიწყებია, როგორ მტკივნეულად წააგო "სენტ ჯეიმს პარკზე" "კანფეტებთან" ბოლო წამებზე გაშვებული ბურთის გამო.

XXIV ტური

სამშაბათი. 2 თებერვალი

ვესტ ჰემი-ასტონ ვილა 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ტომკინსი, ლანსინი, კეროლი - სანჩესი, აგბონლაჰორი, ჰატონი, ადამა ტრაორე, ამავი

ბოლო 6 მატჩი

+3 =2 -1 +1 =3 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 95 თამაში: +32 =30 -33 (148-145)

ლესტერი-ლივერპული 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დე ლაეტი - კოუტინიო, ინგსი, გომესი, სტარიჯ, როსიტერი, ორიჯი

ბოლო 6 მატჩი

+2 =3 -1 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 83 თამაში: +30 =20 -33 (114-131)

სანდერლენდი-სიტი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლარსონი - კოლაროვი, რობერტსი, მანგალა, ბონი, კომპანი, ნასრი

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +3 =3 -0

ურთიერთშეხვედრები

სულ 123 თამაში: +43 =21 -59 (181-222)

არსენალი-საუთჰემპტონი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: უელბეკი, უილშირი, კოკლენი, კასორლა - პელე, გარდოში

ბოლო 6 მატჩი

+2 =2 -2 +4 =0 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 77 თამაში: +18 =21 -38 (83-128)

ნორვიჩი-ტოტენჰემი 23:45

დისკვალიფიკაცია: ო’ნილი -

ტრავმა: - ვერტონგენი, ნ’ჟიე

ბოლო 6 მატჩი

+2 =0 -4 +4 =1 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 47 თამაში: +13 =14 -20 (53-74)

კრ. პალასი-ბორნმუთი 00:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გეილი, აპია, საკო, ბოლაზი - რენტი, კინგი, გრადელი, უილსონი, მინგსი

ბოლო 6 მატჩი

+0 =2 -4 +1 =3 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 თამაში: +0 =1 -0 (0-0)

მანჩესტერი-სტოკი 00:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: იანგი, შვაინშტაიგერი, პაუელი, კერიკი, ჯონსი, შოუ, ვალენსია - არნაუტოვიჩი, კემერონი, გივენი, შოუკროსი

ბოლო 6 მატჩი

+2 =2 -2 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 77 თამაში: +36 =22 -19 (130-91)

ვესტ ბრომვიჩი-სუონსი 00:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბრნტი, მორისონი -

ბოლო 6 მატჩი

+2 =2 -2 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 თამაში: +4 =1 -8 (17-25)

ოთხშაბათი. 3 თებერვალი

უოტფორდი-ჩელსი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჰოლებასი, ჯილმარტინი, დოილი, ჰობანი - ფალკაო

ბოლო 6 მატჩი

+1 =1 -4 +2 =4 -0

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 თამაში: +5 =3 -5 (20-21)

ევერტონი-ნიუკასლი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მაკარტი, ბრაუნინგი, ჰიბერტი - კოლბეკი, მბაბუ, ანიტა, სისე, უილიამსონი, აიდარა, ობერტანი, კრული

ბოლო 6 მატჩი

+1 =3 -2 +1 =1 -4

ურთიერთშეხვედრები

სულ 161 თამაში: +64 =34 -63 (241-239)

ბომბარდირები: 16 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 15 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 13 - რიად მაჰრეზი (ლესტერი), ჰარი კეინი (ლესტერი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), სერხიო აგუერო (სიტი); 9 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი); ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი); 8 - ანდრე აიუ (სუონსი), დიეგო კოშტა (ჩელსი); 7 - მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს