"იუვენტუსი" ნახევარმცველის არ დამატებისთვის გააკრიტიკეს
"კიევო"-"იუვენტუსის" შეხვედრაში სამი ხედირამ კუნთი გაიჭიმა და შესვენებაზე მწვრთნელს მისი შეცვლა მოუხდა. როგორც ტურინული გრანდის ექიმებმა გვამცნეს, 28 წლის გერმანელი არც თუ მსუბუქად დაშავდა და დაახლოებით 3 კვირის გამოტოვება მოუწევს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ხედირა ვერც "ჯენოასთან" ითამაშებს სერია A-ს მომდევნო ტურში, ვერც "ფროზინონეს" დაუპირისპირდება და რაც მთავარია, 13 თებერვალს დაგეგმილ სუპერ-მატჩსაც გამოაკლდება - ამ დღეს, ტურინში "იუვენტუსი" "ნაპოლის" შეასკდება.

აქვე ვთქვათ, რომ 23 თებერვალს ტურინში კიდევ ერთი დიდი მატჩია - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "იუვენტუსს" მიუნხენის "ბაიერნი" ესტუმრება. როგორც "ვეკია სენიორას" მთავარი ექიმი აცხადებს, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ მატჩს ხედირა სრულ მზადყოფნაში შეხვდეს, თუმცა გარკვეული რისკები მაინც არსებობს და არაა გამორიცხული, რომ გერმანელი თანამემამულეებს ვერ დაუპირისპირდეს.

რატომ არ დაიმატა "იუვემ" ნახევარმცველი?

სამი ხედირას ტრავმას "გაძეტა დელო სპორტი" გამოეხმაურა და ეს თემა საინტერესოდ გაშალა. "იუვენტუსი" არის გუნდი, რომელიც ყველა ფრონტზე გამარჯვებისთვის იბრძვის და შესაბამისად, ყველა პოზიციაზე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს სრულფასოვანი შემცვლელები სჭირდებათ.

მაგალითად, მასიმილიანო ალეგრი დაცვის ხაზში ანდრეა ბარძალის, ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის ეყრდნობა. თუ რომელიმეს ტრავმის, ან დისკვალიფიკაციის გამო, თამაშის გამოტოვება უწევს, მას ან დანიელე რუგანი ცვლის, ან მარტინ კასერესი, ან თუნდაც შტეფან ლიხტშტაინერი, რომელსაც 3-5-2 სქემაში თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ისე დაცვის სამეულში. მოკლედ, აქ ტურინელებს პრობლემა არ აქვთ...

ნახევარდაცვის ფლანგებზეც ყველაფერი რიგზეა - მარჯვნივ შტეფან ლიხტშტაინერი და ხუან კუადრადო ენაცვლებიან ერთმანეთს. ეს უკანასკნელი უფრო შემტევია და მეტწილად მაშინ ირჯება, როდესაც "იუვე" თამამად უტევს და მეტოქეს ნაკლებად უფრთხის, აი შვეიცარიელი კი პირველ რიგში საიმედო უკანახაზელია და შემდეგ, შემტევი. ასეა თუ ასე, მარჯვენა ფლანგზე "იუვეს" ყველაფერი რიგზე აქვს.

იგივე ვითარებაა მარცხნივ, სადაც პატრის ევრას და ალექს სანდროს კონკურენციას ვხედავთ - ორივე ბრწყინვალედ ირჯება და რაც დრო გადის, ალეგრის სულ უფრო უჭირს არჩევანის გაკეთება. ევრა ძალიან საიმედოა, შეცდომებს ფაქტობრივად არ უშვებს და ფლანგს სრულად აკონტროლებს, შედარებით ახალგაზრდა სანდრო კი ყველა სიკეთესთან ერთად, გოლებსაც ხშირად იტანს.

თავდასხმაზე ლაპარაკი არც ღირს, რადგან იქ მართლაც უდიდესი კონკურენციაა - მწვრთნელს პაულო დიბალას, მარიო მანჯუკიჩს და ალვარო მორატას შორის უწევს არჩევანის გაკეთება, სიმონე ძაძა კი ფაქტობრივად ოფსაიდშია დარჩენილი. არადა, ეს უკანასკნელიც ბრწყინვალე ფორმაშია და როდესაც შანსი ეძლევა, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძაძა იტალიის ნაკრების წევრი და ერთ-ერთი იმედია ევროპის ჩემპიონატზე.

სამაგიეროდ, "იუვენტუსს" პრობლემა აქვს ნახევარდაცვის ცენტრში, სადაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს ღირსეული შემცვლელი უბრალოდ არ ჰყავთ. სასტარტოში კლაუდიო მარკიზიო, პოლ პოგბა და სამი ხედირა თამაშობენ და ამ ტრიოს ნამდვილად არაფერი დაეწუნება - მაგრამ, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ტრავმას იღებს, ან დისკვალიფიცირებულია, იქ ჩნდება კიდეც ხვრელი.

ასეა ამ შემთხვევაშიც და სამი ხედირა ან დავიდე სტურარომ უნდა შეცვალოს, ან ერნანესმა, ან სიმონე პადოინმა, ან კვადვო ასამოამ. "კიევოსთან", "ფროზინონესთან" და "კარპისთან" არა უშავს, მაგრამ "ნაპოლისთან" და "ბაიერნთან", ეს უკვე დიდი პრობლემაა. და თუ ერთბაშად ორი ნახევარმცველი დაშავდა? - ტურინული გრანდი თითქმის გამოუვალი მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდება.

რატომ არ დაიმატა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "იუვემ" ერთი ექსტრაკლასის ნახევარმცველი, რომელიც ამ ვაკუუმს ამოავსებდა? - ამ კითხვით "გაძეტამ" ტურინული გრანდის სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტას მიმართა და აქვე პასუხი:

"ვფიქრობ, რომ "იუვენტუსი" შესანიშნავად დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც ყველა ფრონტზე უმაღლესი მიზნის მიღწევა შეუძლია. გაძლიერება არასდროსაა ზედმეტი, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ამის აუცილებლობა ვერ დავინახეთ. ალეგრის აქვს იმის რესურსი, რომ რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი გამოიყენოს და პრობლემა ამით მოაგვაროს. თქვენ ეძებთ აქილევსის ქუსლს, მაგრამ მე გეუბნებით, რომ "იუვენტუსი" კარგად დაბალანსებული გუნდია ყველა რგოლში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა - ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება გვსურს!
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
სამი ხედირას გულის პრობლემები აქვს - გერმანელი "ატლეტიკოსთან" არ იქნება
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
პირლო: ამ ფეხბურთელებს პირველ რიგში გავუშვებ
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ტურინის "იუვენტუსი" გაძლიერებას არ გეგმავს
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
იგუაინი, ხედირა, მატუიდი - ცნობილი ხდება, ვინ დატოვებს "იუვენტუსს"
მესი "ინტერში" უტოპიაა - ამბობს "ნერაძურის" გენერალური დირექტორი
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსში" 2020 წლამდე დარჩა
მაროტამ "იუვენტუსი" დატოვა და "ინტერში" აპირებს გადასვლას
10 ფეხბურთელი, რომლებსაც "იუვენტუსსა" და "რეალში" უთამაშიათ
"რეალისა" და "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას სეზონის ბოლოს დაასრულებს
მაროტა: დიბალას ძალით ვერ დავაკავებთ
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
მასიმილიანო ალეგრი: "აიაქსთან" მატჩისთვის რონალდოს დაბრუნება რთული იქნება