ჩოგბურთი. ტურნირების მიმოხილვა

ATP-ის ტურნირებზე მორიგი სათამაშო დღის მიმოხილვას იოჰანესბურგში განვითარებული მოვლენებით დავიწყებთ, სადაც პირველი წრე დასრულდა და პარალელურად, მერვედფინალურმა ეტაპმა აიღო სტარტი.

მთავარი მოულოდნელობა განთესვის ლიდერს, ესპანელ ფელისიანო ლოპესს უკავშირდება. აღიარებული ოსტატი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ტურნირს - მისი მძლეველი გახლავთ კანადელი ფრანკ დანჩევიჩი. მატჩი მდიდარი იყო ეისებით - ორივე ჩოგბურთელმა 50 ეისი ჩააწოდა, მათ შორის ესპანელმა - 28.

ასე რომ, ფელისიანო მოწოდებაზე კარგად თამაშობდა, მაგრამ მისი მთავარი პრობლემა აღმოჩნდა ბრეიკ-პოინტების რეალიზაცია - ათი შესაძლებლიდან ლოპესმა ერთხელაც ვერ აიღო მეტოქის მოწოდება, იმ დროს, როცა დანჩევიჩმა ოთხი შანსიდან ნახევარი გამოიყენა და ამით კმაყოფილი დარჩა, ვინაიდან მესამე პარტიაში ტაი-ბრეიკზე გამარჯვება სწორედ მას დარჩა.

ასევე პირველ წრეში გამოეთიშა ტურნირს კიდევ ერთი განთესილი - გერმანელი რაინერ შუტლერი. მან იაპონელ გო სოედასთან წააგო. გაახარა ადგილობრივი პუბლიკა სამხრეთაფრიკელმა ფრიტც ვოლმარანსმა. მის ანგარიშზე იყო 25 ეისი და სამ სეტში გამარჯვება ჰოლანდიელ იგორ სისლინგზე. შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა და ვოლმარანსმა საკუთარ მოწოდებაზე კარგი თამაშის გარდა, ბრეიკ-პოინტების ასპროცენტიანი რეალიზაციით გამოიჩინა თავი - ორიდან ორი.

ფავორიტებს მეორე წრეშიც გაუჭირდათ, რადგან მერვე ნომრად განთესილმა მიხალ პრსიეჟნიმ კიდევ ერთ სამხრეთაფრიკელთან რიკ დე ვოეტსთან წააგო. თუმცა ადგილობრივი ჩოგბურთელების ტრიუმფი ამით არ დასრულებულა, რადგან მეოთხედფინალში გააღწია იზაკ ვან დერ მერვემ, რომელმაც 14 (!) ორმაგი შეცდომის მიუხედავად, სამ სეტში დაამარცხა დასტინ ბრაუნი.

რაც შეეხება ავსტრალიის ღია პირველობის აღმოჩენას, კანადელ მილოშ რაონიჩს, მან ვერ მოიპოვა მეოთხედფინალში თამაშის უფლება, რადგან სიმონ გროილთან მატჩში შვიდიდან ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა.

ზაგრების ტურნირის მეორე წრეში ოთხივე განთესილმა ჩოგბურთელმა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

მარინ ჩილიჩმა, რომელიც საშინაო ტურნირის ზედიზედ მესამედ მოგებას ლამობს, უპრობლემოდ გაიარა რუსი იგორ კუნიცინის ბარიერი. მან ამისთვის ათი ეისი იკმარა. საინტერესოა, რომ მთავარ ფავორიტს კარიერის მანძილზე ზაგრებში ჩატარებულ 11 მატჩში მხოლოდ ერთი სეტი აქვს წაგებული.

გერმანელმა ფლორიან მაიერმა ტურნირი დაატოვებინა ცნობილ ჩეხ რადეკ შტეპანეკს, რომელმაც ხუთი ბრეიკ-პოინტიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენა. მეორე გერმანელმა მიხაელ ბერერმა ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, 70 წუთში გაანადგურა ხორვატი ბლაზ კავჩიჩი. და მხოლოდ ლუკაშ ლაჩკოსა და გილერმო გარსია-ლოპესის მატჩში იყო ბრძოლა. თამაში სამ სეტს გაგრძელდა და პროგნოზისამებრ უფრო ძლიერი ესპანელი ჩოგბურთელი აღმოჩნდა. მას რვა ბრეიკ-პოინტიდან ექვსის გამოყენება დაეხმარა გამარჯვების მოპოვებაში.

სანტიაგოში მხოლოდ სამი შეხვედრა გაიმართა და სამივეში მაყურებელმა ბრძოლა იხილა. ყველგან მესამე სეტის ჩატარება გახდა საჭირო.

ფაბიო ფონინი თითქმის სამი საათი ებრძოდა ალბერტ რამოს-ვინოლასს და საბოლოოდ, გატეხა ნაკლებად ცნობილი მეტოქის წინააღმდეგობა. არგენტინურ-ბრაზილიურ დუელში მაქსიმო გონსალესი ჟოაო სოუზაზე ძლიერი იყო. ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ტომაშ ბელუჩიმ კი საათსა და 54 წუთში დაამარცხა რუი მაშადო.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა