ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

The Guardian: ქართველები დაბადებულნი არიან რაგბისთვის, გენეტიკურად და კულტურულად

The Guardian: ქართველები დაბადებულნი არიან რაგბისთვის, გენეტიკურად და კულტურულად

ჟურნალისტი მაიკლ ეილვინი მოგვითხრობს იმაზე, თუ, როგორ არ უშვებენ ევროპული რაგბის ელიტაში სწრაფად განვითარებად სარაგბო ერს
The Guardian-მა სტატია მიუძღვნა ქართულ რაგბის სათაურით "საქართველო ჩვენს გონებაში, მაგრამ არა ექვსი ერის ელიტაში".

ჟურნალისტი მაიკლ ეილვინი მოგვითხრობს იმაზე, თუ, როგორ არ უშვებენ ევროპული რაგბის ელიტაში სწრაფად განვითარებად სარაგბო ერს:

"რაგბის ყველაზე დიდ ფორუმზე - მსოფლიოს თასზე, ისინი ყოველთვის გვახსენებენ თავს, მაგრამ "ექვსი ერის" ხელმძღვანელობას კვლავ ის ადარდებს, როგორ წარმოჩინდებიან ევროპული ელიტის "გადაღლილი" ნაკრებები "ექვს ერზე".

თუ ვინმეს გასული შემოდგომიდან სიახლის ინტერესი შემორჩენია, აღმოსავლეთ ევროპას, თბილისს უნდა მიაშუროს, უფრო ზუსტად კი მის ჩრდილო გარეუბან ავჭალას.

საქართველოს ნაკრები, მსოფლიოს თასის ერთ-ერთი აღმოჩენა, ავჭალაში გერმანიის ნაკრებს მასპინძლობს რაგბი ევროპის ჩემპიონატში ანუ, როგორც ამ ტურნირს ხშირად უწოდებენ, "მეორე ექვს ერში".

სტადიონი გაივსება, მაგრამ იქ სულ 3 ათასი სკამია და საქართველო აუცილებლად დიდი ანგარიშით მოიგებს.

სულ ახლახან ქართველებს ტაშს მთელი მსოფლიო უკრავდა და ამის შემდეგ შესაძლოა, მათ ჩათვალონ, რომ დიდ ღონისძიებაზე, დილითვე კარზე მიუთითეს.

თუმცა ქართველები არ ტყდებიან: "აქ ნაღდი ბრძოლები იმართება, რაგბი საქართველოს ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა", - ამტკიცებს საქართველოს ნაკრების ზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.

ამ განცხადებას მაინც კარგი ტესტი სჭირდება, ავჭალის სტადიონი საამისოდ არ გამოდგება, მაგრამ მერე საქართველო ესპანეთს 27-ათასიან "ლოკომოტივზე" მასპინძლობს, ხოლო რუმინეთს - 55-ათასიან "დინამო არენაზე".

ქართველები დაბადებულნი არიან რაგბის სათამაშოდ, გენეტიკურად და კულტურულად. სპორტის ეს სახეობა მათთან სრულ იდილიაშია, იმის მიუხედავად, რომ ერს ეკონომიკურად უჭირს.

ისინი არიან ევროპული რაგბისთვის, როგორც წყნარი ოკეანის კუნძულელები ზელანდიისა და ავსტრალიისთვის.

"ეს იყო პირველი, რაც აქ ჩამოსვლისას შევამჩნიე. ვარჯიშებზე ეს ბიჭები საოცარ რამეებს აკეთებენ. მაშინვე მივხვდით, რომ მათ სჭირდებოდათ პასის კულტურის დახვეწა. აქედან კი უკვე იწყება რაგბის, როგორც თამაშის უკეთ გაგება, სწორი გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როცა ზეწოლაა.

პრინციპში, ქართველები არიან წყნარი ოკეანის კუნძულელი ბიჭები აღმოსავლეთ ევროპაში", - აცხადებს ჰეიგი.

ქართველები დიდი ხანია, ამარაგებენ მრისხანე მორკინალებით ფრანგულ საკლუბო რაგბის. ჰეიგის გუნდმა დიდ პროგრესს მიაღწია ბოლო მსოფლიოს თასზე. საკლუბო რაგბი საქართველოში სანახევროდ პროფესიონალურია. ჰეიგს აქვს საშუალება კვირაში ორჯერ საქართველოში მოთამაშე ბიჭებთან იმუშაოს.

"აქაური ბიჭების ოსტატობა მგონი, "ფრანგებისაზე" მეტად დაიხვეწა, რადგან ჩვენ უფრო მეტს ვმუშაობთ ერთად", - აცხადებს ზელანდიელი მწვრთნელი.

პროგრესი უფრო კარგად იგრძნობა ახალგაზრდულ დონეზე. საქართველომ შარშან მსოფლიოს ტროფეი მოიგო და წლეულს სამოას შეცვლის მსოფლიოს თასზე. იცით, ალბათ, რომ ინგლისში კარგად თამაშით დიდების გუნდმა უკვე დაიბევა 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზური.

ამან კი ერთი დიდი პრობლემა შექმნა - ვინ ეთამაშება მათ?

საქართველოს ნაკრებისთვის 3 წლის განმავლობაში არ იქნება თუნდაც ერთი საკვალიფიკაციო შეხვედრა. რაგბი ევროპა მათ ნოემბრის ტესტებით დაეხმარება - წლეულს შოტლანდია უმასპინძლებს საქართველოს.

მსოფლიოს თასის ბოლოს რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ მოუწოდა "ექვსი ერის" ქვეყნებს, ეთამაშონ ხშირად საქართველოსა და რუმინეთს, სურთ მათ ეს თუ არა.

"ექვსი ერი" არ აპირებს არც გუნდების რაოდენობის გაზრდას, არც გავარდნა-შემოსვლის პრინციპის შემოღებას. ამის შესახებ უკვე განაცხადა "ექვსი ერის" შეფმა ჯონ ფიენმა.

"ჩვენი დანიშნულება სულაც არ არის საქართველოსა და რუმინეთში რაგბის განვითარება", - აცხადებს იგი.

ეკონომიკურად "ექვსი ერი" მძლავრია, იმის მიუხედავად, რომ მათი გუნდები მსოფლიოს თასზე ცუდად გამოვიდნენ. თუმცა ასეთი მოქმედება სპორტს სახელს უფუჭებს და წინააღმდეგობაში მოდის მსოფლიო რაგბის მიზანთან - მთელ მსოფლიოში რაგბის განვითარებასთან.

მორარიუ ამბობს: "ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ექვსი ერი" მაინც კომერციული ტურნირია. ამიტომ ჩვენ რაგბი ევროპის ჩემპიონატი უნდა ავიყვანოთ მაღალ დონეზე. გერმანია დიდი ბაზარია, ასევე პოლონეთი, რომლის რაგბისაც ტრადიციები აქვს", - ამბობს რუმინელი.

ასევე დიდი ბაზარია მისი რუმინეთი, სადაც 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - მეტი, ვიდრე შოტლანდიაში, ირლანდიაში და უელსში ერთად. საქართველო 4-მილიონიანია, როგორც ახალი ზელანდია. რუმინეთსა და საქართველოს ლამაზი დედაქალაქები აქვთ, დიდი და კარგი სტადიონებით.

ახალგაზრდა, ნიჭიერი ერის დაბლოკვით, რაგბი ჩიხში შედის. გავიხსენოთ, რა სიმაღლეებს მიაღწია არგენტინულმა რაგბიმ. საქართველოს კი ხანგრძლივი ბრძოლა ელის, რათა მსოფლიოში ყველაზე ძველი შეჯიბრების კარი გაიღოს და ეს მხოლოდ მინდორზე მეტოქის წინააღმდეგ ბრძოლა არ გეგონოთ.

დიახ, ისინი ევროპის კუნძულელები არიან".

• Vato

6 ერს რაგბის განვითარება არ აინტერესებთ ჩაკეტილი სტურქტრრაა და თავისი ბიზნეს მოდდელით. ასე რო ვთქვათ რაც კარგად მუშაობს არ ცვლიან. მათლა ჯობია "რაგბი ევროპა" უფრო მაგალ დონეზე ავიდეს. თუ რაგბი პოპულარული გახდება ისეთ ქვეყნებში როგორც გერმანია, ესპანეთი და თუნდაც რუსეთი პოლონეთი და რუმინეთი. ამ ქვეყნებს უდიდესი რესურსი აქვთ და თუ სწორად განვითარდა ყველაფერი ექვს ერს რაგბი ევროპა ჯერ დაეწევა დონით და შეიძლება კიდეც გავასწროთ;).მგონი 10 წელი დასჩირდება ამას. მერე პირიქით იქნება, 6 ერი თვითინ მოვა და გვთვოვს გაერთიანებას.

• dito

მთავარია რეგიონებში აღორძინდეს რაგბი. განსაკუთრებით მთაში და მერე მართლა გვექნება ზელანდიასთან ფინალი.

• mamuka

თუ თამაშის შესაძლებლობას მოგვცემენ შეიძლება :D

• 222

10 წლის განმავლობაში მსოფლიოზე მაგარ ფინალს ვნახავთ. ახალი ზელანდია - საქართველო. მერე ვახვეწოთ აქეთ

• mamuka

რამე ახალი ტურნირი უნდა შეიქმნას, ან ფორმატი შეიცვალოს თორე ასე ერთ ადილზე გავიჭედებით და წინ ვერ წავალთ. ამ გუნდებთან თამაშიც მარტო ახალგაზრდების გამოსაცდელად თუ გამოგვადგება უკვე. ამ ტურნირსაც მერამდენეჯერ ვიგებთ უკვე სლემით და მერე რა? სამადლოდ თუ გადმოგვიგდებენ 1 ან 2 ტესტს და ეგ არის. ჩემი აზრით კარგი იქნებოდა რაგბი ევროპამ ევროპის ჩემპიონატის დაარსებაზე რო იფიქროს. მეტი თამაშის საშუალება გვექნება და მარტო მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ვიქნებით ჩამოკიდებულები 4 წელიწადში ერთხელ

• beqa

ჩვენ რა არ ვძლიერდებით? რა ბიჭები მოდიან.... მიდით გენაცვალეთ და ყველას დაუმტკიცედ, რომ ძალიან ძლიერები, შრომისმოყვარეები და ჭკვიანები ხართ. აუცილებლად უნდა მოვუგოთ არამარტო რუსეთს, არამედ ყველას ჩვენს ქვეჯგუფში. მე მჯერა რომ ეს ნამდვილად ასე იქნება.

• zaza

მურთაზს ვეთანხმები, რუსეთმა მართლა დიდი ნაბიჯები გადადგა რაგბში. ვფიქრობ წელს დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს! ამ წერილის ავტორს სხვებიც რომ დაეთანხმონ, დიდი ანგარიშით უნდა დავამარცხოთ ყველა მოწინააღმდეგე ერთა თასზე.... წარმატებები ჩვენ ბიჭებს!!!

• tttt

მიდით ბიჭებო ყველას დავუმტკიცოთ, რომ დიდი ერი ვართ. დიდი შრომით და მონდომებით, მალე მოვა დრო ბობოლებსაც გაუჭირდებათ ჩვენთან თამაში.

• მურთაზი

ფრთხილად-ძალიან სწრაფად ძლიერდება რუსეთის როგორც ნაკრები ისე საკლუბო გუნდები

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

24-25 ივნისს თბილისი რაგბი ევროპის 96-ე გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

"რაგბი ევროპა": დროა, "ბორჯღალოსნებმა" უმაღლეს დონეზე უფრო ხშირად ითამაშონ

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

ირაკლი ღარიბაშვილი "რაგბი ევროპის" პრეზიდენტს შეხვდა

Midi Olympique: 9 მარტს ექვს ერზე პლეი ოფის შემოღებაზე მოლაპარაკება გაიმართება

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

სავსე ტრიბუნების დროა!

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

FIRA AER-

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

16 დეკემბერს თბილისში "რაგბი ევროპის" პრეზიდენტი ჩამოვა