მალიორკაში მცირე საერთაშორისო ტურნირის (10 ათასი დოლარი) პირველი ეტაპი ჩვენებურებმა წარმატებით დაძლიეს

მალიორკაში, კალა მიორის კორტებზე მცირე საერთაშორისო ტურნირი (10 ათასი დოლარი) მიმდინარეობს, რომლის პირველი ეტაპი ორმა ჩვენებურმა წარმატებით გადალახა.

ბალეარის კუნძულებზე 22 წლის სოფიო ქვაცაბაია (413) მე-4 ნომრად განთესეს. მისი პირველი მეტოქე საკვალიფიკაციო წრის გამარჯვებული ბელგიელი აპოლონია მელზანი იყო, რომელმაც ჩვენებურს ვერაფერი დაუპირისპირა - 6:1, 6:2.

მერვედფინალში უპრობლემოდ გავიდა მე-8 ნომრად განთესილი 19 წლის ეკა გორგოძეც (623), მან იტალიელი მარია ზავალი გამოაგდო გათამაშებიდან - 6:0, 6:2. ქვაცაბაიას მეტოქე ესპანელი კაროლინა პრატს-მილანია (1019), ხოლო გორგოძე "უაილდ ქარდით" მიწვეულ ავსტრიელ შტეფანი ჰირშს (1033) შეხვდება. ჩვენებურები უკვე გამოეთიშნენ წყვილთა ასპარეზს.

შეგახსენებთ, რომ მალიორკას ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ძალები ჩვენმა დამწყებმა პროფესიონალებმაც მოსინჯეს, მაგრამ ნინო სუჯაშვილმა (17 წლის), მარიამ ქურასბედიანმა (15) და მარიამ სხირტლაძემ (16) ძალზე წარუმატებლად იასპარეზეს.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე