ბელამ გიბრალტარის მოჭადრაკეთა დიდ საერთაშორისო ტურნირში 5.5 ქულით 87-ე ადგილი დაიკავა
4 თებერვალს, გიბრალტარში დამთავრდა მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი დიდოსტატი ბელა ხოტენაშვილიც მონაწილეობდა. ბოლო, მეათე ტურში იგი ჰოლანდიელ ქსანდერ ვემერსთან დამარცხდა და 5.5 ქულით 87-ე ადგილი დაიკავა.

ქალებში 7 ქულით პირველი ადგილი (15.000 გირვანქა) ანა მუზიჩუკმა (უკრაინა) დაიკავა, 6.5-6.5 ქულით მეორე-მესამე ადგილებზე ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) და თან ჟონი (ჩინეთი) გავიდნენ.

მთავარი პრიზი (20.000 გირვანქა) ამერიკელმა ჰიკარუ ნაკამურამ მოიპოვა. ბოლო ტურის წინ რვა მოჭადრაკე 7-7 ქულით ლიდერობდა. მე-10 ტურში მათგან მხოლოდ ორმა გაიმარჯვა - ნაკამურამ დავიდ ანტონი (ესპანეთი) დაამარცხა, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა (საფრანგეთი) სებასტიან მაზეს (საფრანგეთი) აჯობა.

ნაკამურასა და ვაშიე-ლაგრავს შორის უძლიერესის გამოსავლენად დაინიშნა დამატებითი პარტიები: ორი 10-წუთიანი შეხვედრა (ყოველ სვლაზე 5-5 წამის დამატებით) ფრედ დამთავრდა, ორი 3-წუთიანი ბლიცი (2-2 წამის დამატებით) ნაკამურამ მოიგო.

მეორე ადგილზე ვაშიე-ლაგრავი გავიდა. 7.5-7.5 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები ეტიენ ბაკრომ (საფრანგეთი) და სეტურამანმა (ინდოეთი) გაინაწილეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

moWadrake
იქნებ ნანამ და ნინომ მაინც აჩვენონ შედეგი თეირანში,წარმატებები მათ
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა