როცა ჩინელები "ჩელსის" ჯაბნიან
ჩინური კლუბის, "ციანსუ სუნინის" სახელი გულშემატკივარს საერთოდ არაფერს ეუბნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე, ამიერიდან კი სხვანაირად იქნება.

ამ გუნდმა, არც მეტი, არც ნაკლები, 78 მილიონი ევრო დახარჯა ტრანსფერებში. მის მაისურას ჩაიცვამენ "ჩელსის" ბრაზილიელი ვარსკვლავი რამირესი და "შახტარის" ასევე ბრაზილიელი ექსლიდერი, ალექს ტეიშეირა.

ფესვები

კლუბი ჯერ კიდევ 1950-იანი წლების შუაში დააარსა პროვინცია ციანსუს მთავრობამ. ოცი წლის წინ ფეხბურთელები საკლუბო მაისურებს თავიანთი ხელით რეცხავდნენ, 1995-2008 წლებში კი გუნდი ჩინეთის რანგით მეორე დივიზიონში ყურყუტებდა.

ხშირი იყო სკანდალები გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებითაც. გუნდის მთავარი მიღწევებია ჩინეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედლების მოპოვება 2012 წელს და ჩინეთის თასზე გამარჯვება 2015 წელს.

კლუბს არსებობის განმავლობაში არაერთხელ შეეცვალა მფლობელი. ფულს ხან ადგილობრივი მთავრობა გამოჰყოფდა, ხანაც თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები თუ სხვა ბიზნესმენები.

გუნდის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება წინა წლის დეკემბერი, როცა კლუბის სპონსორობა უმსხვილესმა ჩინურმა ელექტროკომპანიამ იკისრა. მაშინ ამ საქმის საერთო ღირებულებად 80 მილიონი დოლარი გამოცხადდა.

ვინ არის მფლობელი და რატომ ხარჯავს ამდენს?

ელექტროკომპანია "სანინგ ქომერსი" მთელ ჩინეთში უმსხვილესია. ქვეყნის მასშტაბით მას 1600 მაღაზიაზე მეტი აქვს. კომპანიაში 180 ათასი თანამშრომელი მუშაობს. კომპანიის საბაზრო ღირებულება 17,8 მილიარდი დოლარია.

კომპანიის ხელმძღვანელი, ჩენ ციდუნი ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 28-ე ადგილზეა. "ფორბსის" ინფორმაციით, მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარად ფასდება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ შეიმუშავა ახალი მოდელი, "ინტერნეტს პლუს სპორტი". მათ მიაჩნიათ, რომ საფეხბურთო კლუბის აყვანა მნიშვნელოვნად გაზრდის კომპანიის პოპულარობას ახალგაზრდა მომხმარებელთა შორის.

"ჩვენ ყველაფერს ვისწავლით და ბოლომდე ვართ დარწმუნებულნი, რომ მაგარ გუნდს გავაკეთებთ. ყველაფერს ფართოდ გახელილი თვალებით ვაკვირდებით. ჩემთვის, ზოგადად, გერმანული ფეხბურთია სამაგალითო", - აცხადებს კლუბის პრეზიდენტი.

რატომ აქტიურობს სატრანსფერო ბაზარზე?

გასულ სეზონში დან პეტრესკუს გაწვრთნილმა გუნდმა ჩინეთის ჩემპიონატში მხოლოდ მეათე ადგილი დაიკავა. შემადგენლობაც არ იყო ვარსკვლავური. წინა სეზონში გუნდის მთავარი ვარსკვლავი გახლდათ ბრაზილიელი სამირი, ვისაც ჯიბეში ხორვატული პასპორტი უდევს.

28 მილიონი რამირესისა და 50 მილიონი ალექს ტეიშეირას სანაცვლოდ - წესით, ეს ჩემპიონობისათვის ჩაყრილი საფუძველი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ტეიშეირა ჩინურმა კლუბმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ცხვირწინ ააცალა ლონდონის "ჩელსის".

პეტრესკუს აზრით...

გუნდის რუმინელი მწვრთნელის, დან პეტრესკუს აზრით, "ციანსუ სუნინმა" ძალიან კარგი ტრანსფერები განახორციელა.

"ფანტასტიკური იქნება, თუ ჩვენ სეზონს ჩინეთის ოთხ საუკეთესო გუნდში დავასრულებთ. აქაური ლიგა ხომ წლეულს განსაკუთრებით ძლიერია. ჩვენ ალექს ტეიშეირას სანაცვლოდ ის თანხა გადავიხადეთ, რასაც დიდი ფეხბურთელების სანაცვლოდ იხდიან და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ბოლომდე გაამართლებს გაცემულ ავანსებს. პირადად ჩემთვის ვარსკვლავებთან მუშაობა პრობლემა არ არის. ასეთი სტატუსის ფეხბურთელები მყავდა მაშინ, როცა მოსკოვის "დინამოს" ვწვრთნიდი", -ამბობს ჩინელთა რუმინელი მესაჭე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
პრემიერლიგა: ერთი მოგებაც და "ჩელსი" ჩემპიონია [VIDEO]
ალექს ტეიშეირა კარიერას ჩინურ "ციანსუ სუნინში" გააგრძელებს
"ლივერპული" ტეიშეირას სანაცვლოდ "შახტარს" 32 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ოფიციალურად: უკრაინაში სარეკორდო ტრანსფერი განხორციელდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იანვრის TOP ტრანსფერები: პატო, ადებაიორი, ედერი, ელ შაარავი და სხვები
ნეიმარი "სანტოსში" შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალამდე დარჩეს
ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ლეგიონი დარაზმა
რამირესი - წვრილმანებს გამოდევნებული კაცი
"ლივერპული" ალექს ტეიშეირათი დაინტერესდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ბრაზილიელი ჩინეთის ნაკრებში თამაშის სანაცვლოდ 80 მილიონს ითხოვს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ᓛᓐᓓᓠᓘᓓᓘᓡ "ᓠᓔᓐᓚᓡ" ᓠᓐᓛᓘᓠᓔᓡᓘᓡ ᓒᓐᓓᓐᓑᓘᓠᓔᓑᓐ ᓣᓜᓓᓐ
ტრანსფერ ONLINE: პატო უკვე ლონდონშია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები