სიმართლე მხოლოდ ადამიანების ვიწრო წრემ იცის
ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და კომენტატორი ჯეიმს ალენი გამოეხმაურა "ფერარის" ყოფილი პრეზიდენტის ლუკა დი მონტეძემოლოს რეპლიკას მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მისი აზრით, რაიმე დასკვნების გამოტანა - უაზრობაა.

"ფერარის" ყოფილმა პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ თქვა, რომ არც ისე კარგი ამბები აქვს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელმაც ორი წლის წინათ, თავის ქალის მძიმე დაზიანება მიიღო სამთო თხილამურებით სრიალის დროს.

შუმახერი შვეიცარიაში თავის სახლში იმყოფება, სადაც 24 საათი თავზე ადგას სამედიცინო პერსონალი. და მას შემდეგ, რაც ის გრენობლის კლინიკიდან შინ გადაიყვანეს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიხაელის მდგომარეობის შესახებ არ გავრცელებულა.

დი მონტეძემოლომ იტალიაში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა: "მაქვს ახალი ამბები, სამწუხაროდ, არც ისე კარგი. ის შესანიშნავი პილოტი იყო, მაგრამ ყველაფერი გაანადგურა თხილამურებით შემთხვევითმა დაცემამ. არ არის მართალი, რომ ის სრიალისას რისკავდა. ის ყოველთვის ფრთხილი იყო, როცა ტრასის მიღმა გადაიდოდა".

ბევრი ადამიანი, ისინიც კი, ვისაც ფორმულა 1 არ აინტერესებს, მისვამს კითხვას: "როგორ არის შუმახერი? არის რაიმე ახალი ამბავი?" ყოველთვის ერთნაირად ვპასუხობ: "სიმართლე იცის მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა და ისინი საიდუმლოს არ ამჟღავნებენ".

შუმახერის გარშემო საინფორმაციო ვაკუუმი მისმა მენეჯერმა საბინა კემმა და პილოტის ოჯახმა შექმნეს. მათ ეს შეგნებულად გააკეთეს. ისინი ცდილობენ მისი სიმშვიდის დაცვას და თუ ახალი ამბები არ არის, გამოდის, რომ ყველაფერი დანარჩენი - მხოლოდ სპეკულაციაა. მივყვეთ მათ პოლიტიკას - ეს არის სწორი გადაწყვეტილებაა ყველასთვის, ვისაც ეს თემა აინტერესებს. თუ რაიმე უკეთესობა იქნება, ისინი შეგვატყობინებენ. ახლა კი ყველაზე გონივრულია ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი ძველებურადაა და საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება ლაპარაკი რაღაც ნელ პროგრესზე.

არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ახლო ურთიერთობა შუმახერთან და მის ოჯახთან მხოლოდ ადამიანების ვიწრო წრეს აქვს და მხოლოდ ისინი არიან საქმის კურსში. ამ წრეში შედიან ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი, "ფერარის" ყოფილი ტექნიკური დირექტორი როს ბრაუნი და მოტოგრანპრიში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მიკ დუენი.

დი მონტეძემოლო კი, მართალია, მრავალი წელი იყო შუმახერთან პროფესიულ კავშირში, არასოდეს არ ყოფილა ისე ახლოს გერმანელთან, როგორც ტოდტი და ბრაუნი, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ შუმახერის სახლს.

თუ იმ მანერით ვიმსჯელებთ, როგორითაც საბინა კემი ერევა სიტუაციაში ჭორების მორიგი პორციის აგორების შემდეგ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საერთო ჯამში, საქმე არც ისე კარგად მიდის და შესამჩნევი გაუმჯობესება არ არის. ამასწინ, კემმა უარყო ჭორი იმის თაობაზე, რომ მიხაელს ისევ შეუძლია სიარული. მან ამ ინფორმაციას უპასუხისმგებლო უწოდა, რადგან შეიძლება ამან ცრუ იმედი ჩაუსახოს გულშემატკივრებს.

დი მონტეძემოლოს კომენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებს შუმახერის პიროვნების მიმართ კვლავაც დიდ ინტერესს. და დღეს, ჩემპიონის მიმართ თანაგრძნობა მის მთავარ კრიტიკოსებსაც აქვთ. არანაირი აზრი არ აქვს დი მონტეძემოლოს ნათქვამიდან რაღაც დასკვნის გამოტანას. და ამ მხრივ, ძალიან ცოტა რამ შეიცვალა 2013 წლის დეკემბრის იმ საბედისწერო დღის შემდეგ, როცა მიხაელი მარბელიაში სათხილამურო ტრასის მიღმა გადავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია