თბილისის "დინამო" ბოლო საკონტროლო მატჩში უკრაინის ჩემპიონატში XII ადგილზე მყოფ "ზარიასთან" 1:2 დამარცხდა

ანთალიურ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" გუშინ ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა და უკრაინის ჩემპიონატში XII ადგილზე მყოფ "ზარიასთან" 1:2 დამარცხდა.

ფეხბურთის გულშემატკივარს შევახსენებთ, თურქულ შეკრებაზე "დინამოს" სხვა უკრაინული მეტოქეებისგან ("ვოლნი", "სევასტოპოლი") განსხვავებით, ლუგანსკის (ყოფილი ვოროშილოვგრადის) "ზარია" ბევრად უფრო სახელოვანი გუნდია; სხვა თუ არაფერი, 1972 წელს ეს გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1974 და 1975 წლებში საბჭოთა კავშირის თასის ფინალშიც იასპარეზა. თუმცა პერიფერიული გუნდის ეს წარმატებული პერიოდი მალე დასრულდა და გუნდიც ჯერ საკავშირო უმაღლესსა და პირველ ლიგას შორის "მოგზაურობდა", მერე იგივე "მარშრუტი" ჰქონდა უკრაინის დამოუკიდებელ ჩემპიონატშიც.

ეგ კი არა, ხუთი სეზონის განმავლობაში "ზარია" მეორე ლიგაშიც გამოდიოდა და მხოლოდ 2006 წლიდან დაუბრუნდა უკრაინის უმაღლეს ლიგას. სხვათა შორის, "ზარიაში" სხვადასხვა დროს რამდენიმე ქართველ ფეხბურთელსაც უასპარეზია, ერთ-ერთი კი სულაც რამდენიმე ხნის წინ დაიმატეს: "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი შემტევი ჯაბა ლიპარტია ამიერიდან ლუგანსკელთა გუნდის ღირსებას დაიცავს. სწორედ ლიპარტია გახლდათ კიდეც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუშინდელ შეხვედრაში და იმის მშვენიერი შანსიც ჰქონდა, რომ "დინამოს" კარში გოლი გაეტანა: 24-ე წუთზე "ზარიამ" პენალტის უფლება მოიპოვა, მაგრამ ლუგანსკელთა გუნდის ქართველი ლეგიონერის დარტყმა გიორგი ლორიამ მოიგერია! პირველი ტაიმის მე-40 წუთზე კი ანგარიში გაიხსნა: ედნილსონის პასის შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილი "ზარიას" მეკარე იური მარტიშჩუკთან პირისპირ დარჩა და ზუსტად დაარტყა.

შესვენების შემდეგ თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ თავისი გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა: ახალგაზრდა ქართველებთან ერთად მოედანზე პოტენციური უცხოელი ახალწვეულებიც შემოიყვანა. ერთ-ერთი მათგანი, ბენინის ნაკრებში ნათამაშები ცენტრალური მცველი ჯონ გლელე წინა სპარინგ-მატჩშიც (ხორვატულ "ოსიეკთან") გამოჩნდა, სამაგიეროდ დინამოელთა შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა 27 წლის სერბმა ფორვარდმა მილან იოვანოვიჩმა, სამშობლოში ბელგრადის "რადის" ღირსებას რომ იცავდა, ბოლოს კი ყაზახურ "თარაზში" ასპარეზობდა.

სამწუხაროდ, "დინამომ" ვერ შეძლო ანგარიშის შენარჩუნება და 71-ე წუთზე კუთხურის შემდეგ საკიჩმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა; 85-ე წუთზე კი "დინამოს" მცველებმა საკუთარ საჯარიმოში ჯაბა ლიპარტიას წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვიეს და ჩვენი გუნდის კარში ამ შეხვედრაში უკვე მეორე პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანის დარტყმა ამჯერად ალექსეი პოლიანსკიმ ითავა და ზუსტიც გახლდათ - 2:1 "ზარიას" სასარგებლოდ.

თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც დაესწრო; "დინამომ" კი თავისი უკანასკნელი სპარინგ-შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: ლორია-კაკუბავა (61. ციმაკურიძე), თომაშვილი (55. გლელე), ჰომოლა, მაროვიჩი - ედნილსონი, კვეკვესკირი (79. ჯიღაური) - შ. კაშია (84. ქანთარია), კოშკაძე (69. ფირცხალავა), რობერტინიო (55. თექთურმანიძე) - ტატანაშვილი (59. იოვანოვიჩი).

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა