რატომ აგებს მნიშვნელოვან მატჩებს პელეგრინის "სიტი"?
"მანჩესტერ სიტიმ" მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი წააგო. მანეუელ პელეგრინის გუნდმა ამჯერად ქედი "ლესტერს" მოუხარა. ეს შეხვედრა გამონაკლისი არ ყოფილა. ინგლისური კლუბი გამორჩეულ თამაშებში უშედეგობას დაეჩვია. ალბათ, ყველასათვის საინტერესოა, რატომ ხდება ეს.

ჩვენს წერილში შევეცდებით ავხსნათ ჩილელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდის არადამაჯერებელი თამაშის მიზეზები.

ფსიქოლოგიური ფაქტორი

მანუელ პელეგრინის "სიტის" არადამაჯერებელი თამაშის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო გუნდის ფსიქოლოგიური არამდგრადობაა. ინგლისური კლუბი ვერა და ვერ შეეჩვია იმ მოდელითა და სისწრაფეებით თამაშს, როგორითაც გრანდებით თამაშობენ.

ამის მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს. უპირველესი კი ალბათ ისაა, რომ მანჩესტერული კლუბი ვერა და ვერ შეეჩვია პირველ ნომრად თამაშს. როცა ინგლისელებს მოწინააღმდეგე გამართულ დაცვას უპირისპირებს, "სიტიმ" უბრალოდ არ იცის, რა ქნას. გრანდი რამდენიმე წელიწადში არ ყალიბდება.

ტრავმები

მიმდინარე სეზონში "სიტის" არ ჩაუტარებია მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩი, რომელსაც გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით შეხვედროდეს. გუნდის ლაზარეთი ყოველთვის სავსეა. ასე იყო თუნდაც "ლესტერთან" შეხვედრაში.

წლების შემდეგ, მიმდინარე სეზონში, "არსენალი" როგორღაც შეეჩვია ტრავმირებული ფეხბურთელების გარეშე თამაშს. რაც შეეხება "სიტის", ეს მისთვის ახალი ხილია და მანჩესტერელებს გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდებათ საიმისოდ, რომ ლიდერების გარეშე ძლიერ მოწინააღმდეგეებთან გამკლავება ისწავლონ.

სტრატეგიული შეცდომა

შუა სეზონში "სიტის" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის დამრიგებლის პოსტს დატოვებს. მეტიც, დასახელდა მისი შემცვლელი, "ბაიერნის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა.

საჯაროობა და გამჭვირვალეობა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენი აზრით, "სიტის" ხელმძღვანელობამ იჩქარა. რა მოტივაციით უნდა იმუშაოს პელეგრინიმ ინგლისურ კლუბში მაშინ, როცა იცის, რომ მისი საქმე დამთავრებულია?

ვფიქრობთ, ეს გარემოება ფეხბურთელებსაც ამჩნევს კვალს. მათ იციან, რომ როგორც უნდა წარმოაჩინონ ახლა თავი, სულ მალე ახალი მთავარი მწვრთნელისათვის ისევ თავიდან ექნებათ ყველაფერი დასამტკიცებელი.

გუნდური კლიმატი

შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ჩანს, რომ "სიტიში" ყველაფერი რიგზე ვერ არის. გუნდის განწყობის გადმოსაცემად იაია ტურეს ამბავი გამოდგება. არავინ დავობს იმაზე, რომ კოტდივუარელი ინგლისური კლუბის გამოკვეთილი ლიდერია. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მომავალ სეზონში "სიტის" პეპ გვარდიოლა ჩაიბარებს, იაიამ ღიად განაცხადა, რომ გუნდში დარჩენას აღარ აპირებს. ცხადია, აფრიკელი "სიტიში" ახლა მოვალეობის მოხდის მიზნითღა თამაშობს.

რა თქმა უნდა, არაერთ ფეხბურთელს უღრღნის გულს ეჭვი იმის თაობაზე, რომ როგორც უნდა ითამაშოს, მისი კარიერა "სიტიში" მაინც განწირულია, რადგან მოვა პეპი და გუნდს მაინც თავის თარგზე მოჭრის, იმ ფეხბურთელებს მოიყვანს, რომლებიც სჭირდება. ცოდვა გამხელილი სჯობს და ეს ვარაუდი სულაც არაა სიმართლეს მოკლებული.

მსუყე კონტრაქტის ფაქტორი

ეს ქვეთავი ჩვენს წერილში შემთხვევით არ გამოჩენილა. არაბული მილიონებით თავმომწონე "სიტიში" ბევრი იოლ ცხოვრებას შეეჩვია. როცა ნაღდ პროფესიონალთან გვაქვს საქმე, ასეთი რამ არამც და არამც არ მოხდება, მაგრამ სადაც ადამიანია, იქ სისუსტეცაა.

საქმე ისაა, რომ გაირტყა რა მისთვის საოცნებო კონტრაქტი, რამდენიმე ფეხბურთელი აშკარად მოდუნდა და იმაზე უარესად დაიწყო თამაში, ვიდრე თამაშობდა. ისინი ფიქსირებულ ხელფასს იღებენ და უკვე ნაკლებად ადარდებთ სათამაშო ფორმა.

ეს პრობლემა აშკარად გამოსასწორებელია, რადგან "სიტის" თვით ამ შემადგენლობითაც კი გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე აჩვენებს. ეგაა, მოთამაშეები 100 პროცენტით არ იხარჯებიან.

აგუეროს არასტაბილურობა

"სიტიში" ბევრი რამ გუნდის არგენტინელ თავდამსხმელზე, სერხიო აგუეროზეა დამოკიდებული. სამხრეთამერიკელი წინააღმდეგობებითა და ტრავმებით სავსე სეზონს ატარებს, რაც მის გარჯას სერიოზულ კვალს ამჩნევს.

ამაში მხოლოდ აგუერო არ არის დამნაშავე. დაიწყო თუ არა სეზონი, მას შემდეგ მას ტრავმები მწევარივით დასდევს უკან. საერთო ჯამში კი ისევ და ისევ "ქალაქელთა" შემტევი პოტენციალი ზარალდება.

იმედია, არგენტინელ სუპერშემტევს სეზონის ბოლოს მაინც შეუწყობს ხელს ჯანმრთელობა, რათა ის ფეხბურთი აჩვენოს, რომელიც შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
აგუეროს ფეხბურთში დაბრუნება შესაძლებელია - "კუნმა" ექიმისგან თანხმობა მიიღო
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
"ვინისიუსი მეტოქეებს საშინელ რაღაცებს ეუბნება" - სერხიო აგუერო
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
"თუ ეს მოხდა, სასქესო ორგანოს მოვიჭრი" - აგუეროს დადებული პირობა სოციალურ ქსელში მთავარი სახალისო თემაა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
"ზოგადად ბრაზილიელები ამპარტავნები არიან, მოედანზე ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევს" - აგუერომ განმარტა მიზეზები, რის გამოც ვინისიუსმა "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
ტურე: გვარდიოლას იმდენ ფულს აძლევენ და ლიგა ვერ უნდა მოიგოს?!
"თუ "ბარსელონასთან" გაიბრწყინებს..." - იაია ტურეს ყოფილმა აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
Goal.com: გვარდიოლა ლიგიდან შამანების წყევლის გამო გავარდა [PHOTO]
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
"ფანებისთვის კარგი ამბავი მაქვს" - სერხიო აგუერომ ლიონელ მესიზე ისაუბრა
იაია ტურე: საუკეთესო მოგონება "რეალის" სტუმრად 6:2 დამარცხებაა
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
"რომ არა დებილები, თბილისის "ლოკომოტივთან" არ წავაგებდით" - ამბობს რუსი აგენტი