ლუკ დე იონგი სამშობლოში ხელახლა დაიბადა
შვეიცარიაში დაბადებული ჰოლანდიელი შემტევი ლუკ დე იონგი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა, მაგრამ მან უკვე ბევრი იმოგზაურა.

მისი კარიერა "გრააფსხაპში" დაიწყო, რასაც "ტვენტეში" კარგი პერიოდი მოჰყვა და დე იონგმა ჯერ გერმანიაში ამოჰყო თავი, მერე კი - ინგლისში. მაგრამ დიდ ჩემპიონატებში დიდი წარმატებით ვერ გააგორა ბურთი.

სამაგიეროდ, მასზე მშვენივრად აისახა სამშობლოში დაბრუნება და პსვ-ს ერთ-ერთ ლიდერად იქცა, ის ნელ-ნელა, ნაკრების გამორჩეულ ფეხბურთელადაც უნდა ჩამოყალიბდეს.

ერედივიზიეში 22 ტურია გასული და ლუკი 16 ბურთით ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. ეინდჰოვენელები ამჟამად 1 ქულით უსწრებენ "აიაქსს" და ტიტულის დაცვისთვის იბრძვიან. გარდა ამისა, კლუბი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისთვის ემზადება, სადაც მეტოქე მადრიდის "ატლეტიკოა".

- ლუკ ბოლო პერიოდში ყველაფერი კარგად მიდის, ამ ყველაფერმა თქვენს მოლოდინს ხომ არ გადააჭარბა?

- ასე ვერ ვიტყოდი, რადგან როგორც გუნდს ამბიციები არ გვაკლდა და მერვედფინალში გასვლა ისედაც ჩვენი მიზანი იყო. თუმცა ვიცოდით, რომ ეს ადვილი გასაკეთებელი არ იქნებოდა. იგივეს ვიტყვი საკუთარ თავზე.

მართალია, სეზონი ჩემთვის მართლაც წარმატებით მიდის, მაგრამ სწორედ ეს გეგმა და მიზანი მქონდა - გამეტანა ბევრი გოლი და გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე ვყოფილიყავი. თავდაჯერება არ მაკლდა და ვგრძნობდი, რომ კარგი სეზონი იქნებოდა.

- და მაინც, ბევრი არ ელოდა, რომ პსვ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდოდა, თანაც ძალიან რთული ჯგუფიდან. რა იყო წარმატების საიდუმლო?

- ჩვენ გვჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი თავის. ასევე, საშინაო მატჩების კარგად ჩატარება იყო გადამწყვეტი ფაქტორი. როდესაც საკუთარ კედლებში მატჩებს იგებ, შანსი ყოველთვის გიჩნდება. თანაც, როგორც გუნდი, ძალიან შემართულად ვთამაშობდით.

მადლობა ეკუთვნით ფანებს, რომლებიც დიდებულ გარემოს ქმნიდნენ, მხურვალედ გვქომაგობდნენ და ძალიან გვეხმარებოდნენ. მერვედფინალში "ატლეტიკოსთანაც" ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება, პირველი მატჩი შინ გვაქვს და გულშემატკივრებთან ერთად მზად უნდა ვიყოთ. ისეთ შედეგს უნდა მივაღწიოთ, რომ მადრიდში საპასუხო შეხვედრის წინ, მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი გვქონდეს.

- გერმანიასა და ინგლისში რამდენიმე წელი გაატარეთ და ცოტა რთული პერიოდი გქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ პსვ-ში გადასვლამ გამოგაცოცხლათ?

- ეს ჩემთვის ძალიან წარმატებული სვლა გამოდგა, სწორი ნაბიჯი გადავდგი. არც გერმანიაში და არც ინგლისში ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც ვიმედოვნებდი და ეს ახლაც გულს მწყვეტს. თუმცა გამიმართლა, რომ პსვ-ს დარ გუნდში თამაშის საშუალება მომეცა და გასული სეზონი ძალიან კარგი გამოვიდა. ჩვენ ჩემპიონები გავხდით, მე კი ბომბარდირთა დავაში მხოლოდ მემფის დეპაის ჩამოვრჩი.

- როგორც ჩანს, ამ სეზონში ჩემპიონობისთვის ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება - "აიაქსსა" და პსვ-ს შორის. შეძლებთ კონკურენტების ჯობნას და ტიტულის დაცვას?

- კარგი წინათგრძნობა მაქვს, უკვე დავამარცხეთ "აიაქსიც" და "ფეიენოორდიც", მაგრამ რამდენიმე ქულა სულელურად დავკარგეთ და პრობლემა ესაა. ყველაფერი ისევ ჩვენ ხელშია და ვფიქრობ, კვლავაც გაჩემპიონების ძალიან კარგი შანსი გვაქვს,

- კარგმა თამაშმა ნაკრებშიც დაგაბრუნათ. რამდენად კმაყოფილ ხართ იმით, რომ ისევ ნაკრებში ხართ?

- როდესაც პსვ-ში გადმოვედი, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ნაკრებში დაბრუნება გახლდათ. მიხარია, რომ ამ მიზანს მივვაღწიე, მაგრამ ცუდია, რომ ევრო 2016-ზ ვერ მოვხვდით. ეს ძალიან მტკივნეულია და ვფიქრობ გულს იქამდე დაგვწყვეტს, სანამ ევროპის ჩემპიონატი დამთავრდება. მერე კი მთელი ყურადღება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უნდა გადავიტანოთ.

- თქვენი აზრით ევროფიასკოს მიზეზი ის იყო, რომ ნაკრები გუნდურად არ თამაშობდა?

- ეს არ იყო ერთადერთი ფაქტორი. როდესაც საქმე ასე ცუდად მიდის, მხოლოდ ერთი მიზეზი არასდროსაა. ბევრი სხვა დეტალიც იყო და ინდივიდუალური შეცდომები ამა თუ იმ მატჩში, რაც ძვირად დაგვიჯდა. თუმცა პატარ-პატარა შეცდომები ფეხბურთში ყოველთვის არის და სწორედ ამ დროს უნდა იყო მზად, რომ დააზღვიო ის ვინც შეცდა და მან დაგაზღვიოს შენ. ჩემი აზრით, სწორედ ეს უნდა დავიბრუნოთ, ერთმანეთისთვის ბრძოლა, ერთმანეთის ნდობა, როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა.

- ახსენეთ, რომ გერმანიასა და ინგლისში ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც გსურდათ. როგორ ფიქრობთ, ეს იმის ბრალი ხომ არ იყო, რომ შეუსაბამო კლუბებში მოხვდით?

- შეიძლება ამ ტრანსფერებისთვის ჯერ მზად მართლაც არ ვიყავი და ის თამაში ნამდვილად ვერ ვაჩვენე, რომელიც შემიძლია. გერმანიაში მხოლოდ ერთი სეზონი მქონდა იმისთვის რომ პოტენციალი გამომევლინა, ჩემი პირველი სეზონი. მერე ტრავმა მივიღე. ადაპტაცია ნელ-ნელა გავიარე და იქაურობას ვეგუებოდი, მაგრამ ლაზარეთიდან დაბრუნებულს შანსები აღარ მქონია, რადგან თითქმის, მაშინვე "ნიუკასლში" გამანათხოვრეს.

ეს მშვენიერი ინგლისური კლუბი ყოველთვის დაინტერესებული იყო ჩემით. იქ დიდი სიხარულით გადავედი, მაგრამ ნახევარმცველად მიწევდა თამაში. გამომდინარე იქიდან, რომ გუნდური მოთამაშე ვარ, ვცდილობდი გუნდს მაქსიმალურად დავხმარებოდი, მაგრამ ეს ჩემი პოზიცია და ამპლუა არ გახლავთ, მე თავდამსხმელი ვარ და წინ უნდა ვიყო, საკუთარი შესაძლებლობები კარგად რომ გამოვავლინო.

- თქვენი უფროსი ძმა სიმი ახლა "ნიუკასლშია" და, ალბათ, ძალიან გწყდებათ გული, რომ "კაჭკაჭებში" თქვენი კარიერა არ აეწყო, თორემ ახლა მასთან ერთად ითამაშებდით. პროფესიონალური კარიერისას ჯერ ერთ კლუბში ხომ არ გითამაშიათ...

- ეს ყოველთვის ჩვენი ოცნება იყო. დასანანია, რომ ჯერჯერობით ვერ ავიხდინეთ. ჩემი იჯარა "ნიუკასლმა" არ გააგრძელა, საკუთარი ნებით არ წამოვსულვარ და ჩემი ბრალი არ არის, რომ სიმს ავცდი. თუმცა პსვ-ში გადასვლა ძალიან წარმატებული სვლა იყო, და სანანებლად საქმე არ მაქვს. მე და სიმს კი იმედია, მომავალში გვექნება ერთად თამაშის შანსი და საშუალება.

- ჯერ მხოლოდ 25 წლის ხართ და შესაბამისად, დიდი დრო გაქვთ იმისთვის, რომ მომავალში ინგლისში ან რომელიმე სხვა გამორჩეულ ჩემპიონატში ისევ აღმოჩნდეთ...

- მართალია, მაგრამ ამ ეტაპზე ასე კონკრეტულად არაფერს ვგეგმავ. თუ მომავალში გამოჩნდება გუნდი, რომლესაც კარგ ვარიანტად ჩავთვლი და რომელიც სასურველ პოზიციაზე მათამაშებს და ჩემი იმედი ექნება, ვინ იცის... ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა ახლა პსვ-ში ვარ, თავს ძალიან ბედნიერიად ვგრძნობ და ის ყველაფერი მომწონს, რაც აქ ხდება. წინ ბევრი რამ გველოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გთხოვთ... "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - დუემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია" - რა თქვა ზიდანმა?
"ამისთვის ფიზიკური მონაცემებია აუცილებელი" - ანჩელოტიმ ნეიმარის ფლანგზე თამაში გამორიცხა
დიდი თავგადასავალი იწყება - მიქაუტაძე "ატლეტიკოსთან" სასტარტოშია
[VIDEO] ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
"ამისთვის ფიზიკური მონაცემებია აუცილებელი" - ანჩელოტიმ ნეიმარის ფლანგზე თამაში გამორიცხა
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
ახლა ხვიჩას დროა - ფრანგული გამოცემა პსჟ-ში ქართველის როლზე წერს
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
დღეს მიქაუტაძის ესპანური დებიუტია, ხვალ ხვიჩა დემბელე/დუეს გარეშე ითამაშებს
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
"კვარას" გაყიდვის შემდეგ, კონტეს "ნაპოლიდან" წასვლა სურდა, მაგრამ ამიტომ გადაიფიქრა" - ადანიმ იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"თუ ამ მიზეზის გამო გაუშვეს, გვარდიოლა როგორ წაიყვანდა?" - "ნაპოლის" ყოფილმა მცველმა დონარუმაზე ისაუბრა
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"ლუკ დე იონგი მეტად საშიშია ვიდრე ნეიმარი..." - რონალდ კუმანი
ევრო 2020. საკვალიფიკაციო: გერმანია, ჰოლანდია, ხორვატია და ავსტრია ევროპირველობაზე გავიდნენ [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. III ტური. D ჯგუფი: "ატლეტიკო" და "ბაიერნი" მერვედფინალსკენ [VIDEO]
"ბარსას" ფორვარდი კარიერას ჰოლანდიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მარკ ვან ბომელმა "პსვ ეინდჰოვენი" ჩაიბარა
ჩემპიონთა ლიგა. IV ტურის წინ: შედგება პეპის შურისძიება "ბარსელონაზე"?
ჰოლანდია-საფრანგეთი. გამოხმაურება: მე-14 წუთზე შეწყვეტილი... [VIDEO]
ჰოლანდია-საფრანგეთი 2:3 - ვერც ფეხით, ვერც ხელით [VIDEO]
ჰოლანდიის ნაკრების განაცხადი ევროშესარჩევისთვის ცნობილია
მთავრობამ გადაწყვიტა - დასახელება ჰოლანდია აღარ იარსებებს
ატლეტიკო-პსვ 0:0 (პენ. 8:7) - ნერვების წყვეტა "კალდერონზე" [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ბარსა" და "სიტი" მერვედფინალში [VIDEO]
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
"სევილიამ" ჰოლანდიის ჩემპიონატის ბომბარდირი შეიძინა
არეულობა ჰოლანდიაში - თურქი ფანები ადგილობრივებს დაერივნენ [VIDEO]
ვან პერსი: მატჩის დასრულების შემდეგ ვან გაალმა დამარტყა...
ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტურის წინ: ომი "ეშტადიუ და ლუშზე"
რონალდ კუმანი: "ბარსელონა"? - მხოლოდ ევროპირველობის შემდეგ