თითქმის გადაწყვეტილია, რომ 32 წლის ნახევარმცველი კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატის გუნდში გააგრძელებს
გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 32 წლის ნახევარმცველი გოგიტა გოგუა კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატის ბინადარ პავლოდარის "ირტიშში" გააგრძელებს.

გოგუას ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ამ ბოლოს დროს ის საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, გორის "დილას" ერთ-ერთი ლიდერია. საიდან წამოვიდა "ირტიშის" ინტერესი?

მოგეხსენებათ, "დილა" თურქულ შეკრებაზე სწორედ "ირტიშს" დაუპირისპირდა. ის მატჩი ყაზახებმა მოიგეს. საყოველთაო აზრით, გოგუა ამ სპარინგში ძალიან კარგად გაისარჯა.

მას მაღალ დონეზე თამაშის მდიდარი გამოცდილება აქვს: წლების განმავლობაში რუსული პრემიერლიგის კლუბების - ნალჩიკის "სპარტაკის", "ვოლგას", რამენსკოეს "სატურნისა" და გროზნოს "ტერეკის" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება "ირტიშს", ეს გუნდი ყაზახეთის გასულ ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გავიდა. რამდენიმე ლეგიონერიც ჰყავს - პორტუგალიელი კარლოს ფონსეკა, ტრინიდადელი ლესტერ პელეტიე, ლიტველი გეორგიოს ფრეიდგეიმასი, ბრაზილიელები - ანტონიო ფერეირა და ედუარდო რონკატო, ასევე - ჩეხი ტომაშ ჟირშაკი...

ყაზახეთის ჩემპიონატი ძველებურად ხელწამოსაკრავი პირველობა აღარ არის. იქაურმა კლუბმა ("ასტანა") უკვე ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და თავიც არ შეურცხვენია. ადგილობრივ პირველობაზე მრავლად არიან ფეხბურთელები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ მაღალ დონეზე თამაშობდნენ რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების პირველობებზე.

"ირტიშის" მთავარი მწვრთნელი ბულგარელი სპეციალისტი დიმიტარ დიმიტროვია. მას სხვადასხვა დროს არაერთი გუნდი გაუწვრთნია, მათ შორის - უმუშავია ახლო აღმოსავლეთში, არაბულ კლუბებში...

როგორც ყაზახური საინფორმაციო საშუალებები წერენ, მომავალ სეზონში "ირტიშის" მიზანი ჩემპიონატის სამ მოწინავე გუნდს შორის დამკვიდრება და ევროსაგზურის მოპოვებაა. ამიტომაცაა, რომ კლუბის უფროსობა ჩემპიონატის დაწყებამდე შემადგენლობას საფუძვლიანად აძლიერებს.

შეგახსენებთ, "ლელოსთვის" ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში გოგუამ განაცხადა, რომ თავს ძველებურად კარგად გრძნობს და ეროვნულ ნაკრებში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. სრულიად ბუნებრივია, რომ 32 წლის ასაკში ფეხბურთელს ჯანსაღი ამბიცია აქვს...

გოგიტა გოგუა: ამას საკუთარ თავს დანაშაულად ვერ ჩავუთვლი...

საქართველოს ნაკრებში გოგუა 2005 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

იმ შემთხვევაში, თუ "ირტიშში" გოგუას ტრანსფერი შედგა, მიმდინარე მოსამზადებელ პერიოდში "დილას" უკვე მეორე ლიდერი დატოვებს. როგორც იცით, გორელთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ თავის ყოფილ კლუბ ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" მიაშურა.

ნავალოვსკის ვერ გავამტყუნებთ. გორის "დილა" ჩვენი პირველობის კვალობაზე ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული. ეგაა, საქართველოს ჩემპიონატის დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და სწორედ აქედან გამომდინარე, ეროვნული ნაკრების წევრს დაღმასვლა დაეწყო.

ორი ლიდერის წასვლით, უჩა სოსიაშვილის გუნდი ძველებური ძალის ვეღარ არის და სეზონის განახლების შემდეგ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი რთული ამოცანის წინაშე დადგება. ამ დროისთვის ტიტულის შენარჩუნების მოსურნე "დილა" თბილისის "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩება, რაც თბილისელთა სათამაშო ფორმისა და ძალის გათვალისწინებით, მცირე სხვაობა ნამდვილად არ არის.

რამდენიმე დღის წინ გორის საკრებულომ "დილას" წინანდელზე შემცირებული ბიუჯეტი დაუმტკიცა. ფაქტია, სეზონის მეორე ნახევარში გორელებს "ქამრების შემოჭერა" მოუწევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fcd
Rrrrrrrrr
fcd
Gogua mogonierdi xo shenada shennaiebi dilashi DA mere uceb garbixart ...
Walkabout
შეძახილმა ხე გაახმოო, ჩვენი ჩემპიონატი დიდად რომ არ ბრწყინავს ყველა ვხედავთ მაგრამ მე ვეთანხმები avoe-ს რომ ტვინი შეჭამეთ უკვე ყველგან იმის აღნიშვნით რომ აქ ვერ გაიზრდები და დროზე უნდა გააღწიო აქედან, მართლა სტიმულს უკარგავთ ფეხბურთელებს...
avoe
ჩვენი ჩემპიონატის დონეზე დაბლა ქართული ჟურნალისტიკა დგას ნავალოვსკიმ ჩვენი ჩემპიონატის გამო კი არ მოუკლო დღე და ღამე სახინკლეში რომ იჯდა და ქეიფობდა მაგიტომ მოუკლო და წონა დაიდო ნუ უკარგავთ ახალგაზრდა ბიჭებს აქ თამაშის სურვილს რა შეჭამეთ ჩემპიონატის დონე ახალგაზრდა ბიჭებმა რომელიც 93-დან 96 წლამდე არიან დაბადებულები მნიშვნელოვნად აწიეს ჩემპიონატის დონე და ეს თვალნათლივ ჩანს თუნდაც ამ შეკრების ამხანაგურებზეც სადაც დადებითი შედეგი გვაქვს ევროპულ გუნდებთან საკმაოდ რთულია აქ თამაში ბოლო 4 გუნდს თუ არ ჩავთვლით აბსოლიტურად ყველასთან და ახლა ის ბოლო 4 გუნდიც გაძლიერდა ჩემი ძმაკაცი თამაშობს სამტრედიაში და თქვენს გამო აქ თამაში აღარ უნდა არადა ყველა თამაშზე ეტყობა რომ მაგრად უმატებს. ვისაც ფეხბურთის თამაში უნდა აქაც მოუმატებს და ყველგან თუ შრომას არ დააკლებს საქმეს
jorjika
სოსიასვილი მეტის ღირსია მალე ვნახავთ ტრიბუნაზე მაგრამ იქაც აღარ დაედგომება გორელებს რომ პატივს არ სცემს არასწორად მოექცა გორელ ფეხბურთელებს
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
ლაშა დვალი ჩვენ გვჭირდება - პოლონური "შლიონსკი" "ირტიშს" ქართველს აღარ უთმობს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ლევან კუტალია: ყაზახეთის ჩემპიონატი ჩემთვის საინტერესოა
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
"იმედიც მაქვს და დიდი სურვილიც, რომ ისევ მოვახერხებ ინგლისში დაბრუნებას"
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ბუბა დაუშვილი "ირტიშში" არ ითამაშებს
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
ბუბა დაუშვილი ყაზახეთის ჩემპიონატში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა