"ბარსელონა" მესით თუ მის გარეშე, მადრიდული დერბი და ბასკები მადრიდში
"კამპ ნოუზე" ვიგოს "სელტა" ჩადის, რომელიც ლიდერებს თანდათან შორდება. გალისიელებს უამრავი პრობლემა აქვთ, ასე რომ, "ბარსას" წაუგებელი სერია, დიდი ალბათობით, 30-მდე გაიზრდება. ვთქვათ მის მდევრებზეც: "ატლეტიკოს" მცირე მადრიდული დერბი აქვს - "ალონსო პერეს კოლისეუმზე", ხოლო "რეალი" ტურის მთავარ მატჩში "ბილბაოს" უმასპინძლებს.

მეასე

"ბარსელონა" და "სელტა" კვირა საღამოს ტურს დაასრულებენ, მაგრამ მათით დავიწყოთ - ეს ამ გუნდების მეასე დაპირისპირებაა პრიმერა დივიზიონში. ბუნებრივია, იოლად გამოიცნობთ, ვისკენ არის უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში, თუმცა არც გალისიური კლუბია ჯაბანი და თუ მოიგო, ეს მე-20 გამარჯვება იქნება 100 შეხვედრაში.

ამით "სელტა" "ბარსას" წაუგებელ სერიას 29-ზე შეაჩერებს. თუმცა ჩვენ მაინც არარეალური გვგონია ეს პროგნოზი და აი, რატომ: "სელტას" ერთდროულად ოთხი წამყვანი ფეხბურთელი (ორელიანა, ასპასი, ბონგონდა, გომესი) ჰყავს დისკვალიფიცირებული, თითქმის ყველა შემტევი სტილისაა.

დავუმატოთ ამას ტრავმამოშუშებული ნოლიტო, რომელიც თუ შეძლებს გამოსვლას, არა გვგონია, საუკეთესო ფორმაში იყოს. დაცვაში გუნდს შესაძლოა, ისევ დააკლდეს ფონტასი, ასევე ექსბარსელონელი. ნოლიტოს "ბარსელონაში" დაბრუნებას ამ ზამთარსვე ვარაუდობდნენ, მაგრამ არ გამოვიდა.

მასპინძელთა პრობლემა ლეო მესის მდგომარეობაა. არგენტინელმა მცირე ოპერაცია ჩაიტარა თირკმელებზე და ძალზე გვეეჭვება, რომ მან თამაში შეძლოს. ლუის ენრიკე კი "ბარსას" რეკორდებზე ლაპარაკობს:

"ჩვენ ძალიან ხშირად ვამყარებთ რეკორდებს. ამისთვის საკმარისია, ნახოთ, რამდენ ფინალში გვაქვს ნათამაშები. წაუგებელი სერიით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვნახოთ, სეზონის ბოლოს ეს თუ აისახება ტიტულებში".

დაბოლოს, "ბარსას" ვიგოური 1:4-ისთვის აქვს შური საძიებელი.

დერბი ისტორიის გარეშე

"ბარსას" პირველი მდევარი "ატლეტიკო" "ხეტაფეს" ეწვევა. ეს დერბი რომ დიდად ტრადიციული არ არის, იქიდანაც ჩანს, რომ გუნდები ლა ლიგაში ერთმანეთს მხოლოდ 24-ედ დაუპირისპირდებიან.

მიუხედავად სამქულიანი ჩამორჩენისა და მეტი გამართული მატჩისა, "ატლეტიკოს" ბანაკში ოპტიმიზს არ კარგავენ. "ატლეტიკოს" მიზანი კვლავ ძველია - ყველა იმ ტურნირის მოგება, სადაც ასპარეზობს. ბუნებრივია, აქ ლა ლიგასაც ვგულისხმობ", - აცხადებს ანტუან გრიზმანი, "ატლეტიკოს" შეტევების ლიდერი.

სხვათა შორის, "ხეტაფესთან" მატჩის წინ დიეგო სიმეონეს გუნდის ლაზარეთში საკმაოდ მოგროვდნენ, განსაკუთრებით, შუახაზისა და დაცვის ფეხბურთელები.

ბასკები დედაქალაქში

ზინედინ ზიდანის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ბასკურ "ბილბაოს" ხვდება. ამ გუნდების დაპირისპირება კი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ეს "რეალისა" და "ბილბაოს" 170-ე დაპირისპირებაა პრიმერა დივიზიონში. აქედან 86 "სამეფო კლუბმა" მოიგო, ხოლო 51 - ბასკურმა.

სტუმართა მთავარი იმედი ახლა საოცრად ათამაშებული არიც ადურისია. ვეტერანმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ სერიოზულად განიხილავენ ევრო 2016-ზე მისი მოხვედრის შანსებს. "ეს დიდი მიზანია, მაგრამ საამისოდ კიდევ ბევრჯერ უნდა გავაკვირვო ხალხი. მიხარია, რომ 35 წლის ასაკშიც ვპროგრესირებ", - იმედს არც თავად ფეხბურთელი კარგავს.

"რეალში" ბეილისა და პეპეს თამაში საეჭვოა, დაცვის ფლანგები - დანილო და მარსელო კი ვერ ითამაშებენ. მარსელო სიტუაციის ფორსირებას აპირებს, ოღონდ მისი სურვილია, "რომასთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩისთვის დაბრუნდეს, "ბილბაოსთან" ბრაზილიელი ნამდვილად არ იქნება.

პარასკევი. 12 თებერვალი

სპორტინგი-ვალეკანო 23:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბერნარდო, კანელია (?), ამაია, ტონიო, რაცი, ნაჩო, ბაენა, ებერტი, კობენიო

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +12=2-5, (31-19)

შაბათი. 13 თებერვალი

რეალი-ბილბაო 19:00

დისკვალიფიკაცია: - სან ხოსე, ვილიამსი

ტრავმა: მარსელო, ბეილი (?), პეპე (?), დანილო - რაულ გარსია, ეჩეიტა (?), ი. გომესი

ბოლო 6 მატჩი

+4=2-0 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 169 თამაში: +86=32-51, (339-234)

ვილიარეალი-მალაგა 21:15

დისკვალიფიკაცია: ბონერა - რესიო

ტრავმა: ასენხო (?), ბაილი, ადრიანი, სამუელი, მუსაჩო, პინა - ფლავიო, ხუან კარლოსი, ატსუ, კამენი (?), ველიგტონი (?), გ. კასტრო

ბოლო 6 მატჩი

+3=3-0 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 25 თამაში: +9=8-8, (30-28)

ვალენსია-ესპანიოლი 23:30

დისკვალიფიკაცია: ანდრე გომეში, მუსტაფი, გაია -

ტრავმა: პ. ალკასერი (?), ე. პერესი, სიკეირა, ფუეგო, დ. ალვეში - ვ. სანჩესი (?), კაისედო (?), ბურგუი (?), სევილია (?), ო. დუარტე, არბილია, რ. კორეა (?), არლაუსკისი, ე. პერესი

ბოლო 6 მატჩი

+0=3-3 +0=2-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 153 თამაში: +73=31-49, (255-216)

დეპორტივო-ბეტისი 01:05

დისკვალიფიკაცია: - პეცელა

ტრავმა: ლუქსი, ლოპო, არიბასი, ფაბრისიო, ბორხესი (?) - ხოაკინი, კადირი (?), პ. ლოპესი, სებალიოსი, პეტროში (?), ფაბიანი, პიჩინი, ვესტერმანი (?)

ბოლო 6 მატჩი

+0=4-2 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 41 თამაში: +17=14-10, (49-38)

კვირა. 14 თებერვალი

სოსიედადი-გრანადა 15:00

დისკვალიფიკაცია: ოიერი - მ. ლოპეში

ტრავმა: კ. მარტინესი, კანალესი, რ. ნავასი (?), ა. ელუსტონდო, აგირეჩე, ზურუტუზა

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 37 თამაში: +15=8-14, (48-41)

სევილია-ლას პალმასი 19:00

დისკვალიფიკაცია: ფასიო -

ტრავმა: კრიხოვიაკი, ბეტო (?), ანდრეოლი, პარეხა (?), რეიესი (?) - მონტორო, ხ. კასტელიანო, დ. სიმონი, ერნანი (?), ელ ჟარი, ა. ერნანდესი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 53 თამაში: +22=6-25, (80-77)

ეიბარი-ლევანტე 21:15

დისკვალიფიკაცია: ჟუნკა - ლერმა

ტრავმა: რეინა, ლუნა, კეკო, პანტიჩი, რამისი, ხაიმე, არუაბარენა, დელ მორალი - ხოსე მარი, ვ. კასადესუსი, ხუანფრანი (?), პ. ლოპესი, რუბენ გარსია (?)

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 3 თამაში: +0=2-1, (6-7)

ხეტაფე-ატლეტიკო 21:15

დისკვალიფიკაცია: ა. პერეირა, ლასენი -

ტრავმა: სარაბია, ლაგო - სავიჩი (?), თომასი, გოდინი, ა. ფერნანდესი, ტიაგო

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 23 თამაში: +4=6-13, (16-40)

ბარსელონა-სელტა 23:30

დისკვალიფიკაცია: - ორელიანა, ბონგონდა, ასპასი, ს. გომესი

ტრავმა: რაფინია, მესი - ნოლიტო (?), ფონტასი (?)

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 99 თამაში: +57=23-19, (213-111)

ბომბარდირები: 20 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - ნეიმარი (ბარსელონა); 15 - ბორხა ბასტონი (ეიბარი); 14 - ლუკას პერესი (დეპორტივო); 13 - არიც ადურისი (ბილბაო), გარეთ ბეილი (რეალი); 12 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), კევინ გამეირო (სევილია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ბარსელონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
[VIDEO] ფინალში გასასვლელად "ბარსელონას" "ატლეტიკოს" 3:0 ძლევა არ ეყო
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით - "ვილიარეალმა" "სევილიას" მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
დაუვიწყარი მატჩი "ბერნაბეუზე" - "რეალმა" თასიდან "სოსიედადი" გამოაგდო [VIDEO]
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
"ყველასთვის, ვისაც გული "რეალისთვის" უძგერს..." - "სოსიედადის" მწვრთნელი ტიტულის მოგების შემდეგ ემოციურად ამღერდა [VIDEO]
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
სევილიური დერბი დაძაბული გამოდგა - 3 წითელი ბარათი და გუდელის ბრწყინვალე გოლი [VIDEO]
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
[VIDEO] მიქაუტაძეს შედევრამდე ცოტა დააკლდა - "ვილიარეალმა" "ელჩე" დაამარცხა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ვთხოვე, რომ დარჩენილიყო..." - ზიდანი ოდეგორის წასვლით ნაწყენია......
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი