"ბაიერნი" და "დორტმუნდი" მარტივ გამარჯვებებს გეგმავენ
ბუნდესლიგის 21-ე ტური ტოპ-მატჩს არ გვთავაზობს, მაგრამ რამდენიმე დუელი საკმაოდ საინტერესოა. პარასკევის მატჩი "მაინცისა" და "შალკეს" დაპირისპირებაა, შაბათს კი "ვერდერისა" და "ჰოფენჰაიმის" დუელი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც გადარჩენისთვის ბრძოლაა.

ძალიან დამაინტრიგებელია შესანიშნავ ფორმაში მყოფი "შტუტგარტისა" და "ჰერტას" დაპირისპირებაც. დორტმუნდის "ბორუსია" ამ ტურში გაუბედურებულ "ჰანოვერს" მასპინძლობს, მიუნხენის "ბაიერნი" კი კვირას თამაშობს - გვარდიოლას ბიჭები აუგსბურგში ჩადიან.

"მაინცისა" და "შალკეს" დღევანდელ შეხვედრაში სასწორზე ევროსაგზური დევს. "მაინცს" ზედიზედ ორი მატჩი აქვს მოგებული და ბოლო დროს ძლიერი დაცვით გამოირჩევა: ბოლო 9 შეხვედრაში მაინცელებმა მხოლოდ 5 ბურთი მიიღეს. თუმცა ამ გუნდს წინა ხაზიც უვარგა - კარგ ფორმაშია გარემარბი ჟაირო, რომელმაც "მაინცის" ბოლო 6 გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო (3 გოლი, 3 პასი).

აი, თავდამსხმელი მუტო კი მძიმედ დაშავდა და თანაგუნდელებს ვეღარ ეხმარება. აქვე ვთქვათ, რომ "მაინცის" ათიანი მალი ბუნდესლიგაში თავის მე-100 შეხვედრას ჩაატარებს. კარგ ფორმაშია "შალკეც" - გელზენკირხენელებმაც ზედიზედ ორი თამაში მოიგეს (ორივე მშრალი ანგარიშით) და მეოთხე ადგილზე აღზევდნენ.

"შალკეს" გაისის სახით ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე შედეგიანი სტანდარტების შემსრულებელი ჰყავს - მისი სტანდარტულებიდან 7 გოლი გავიდა.

სტევენსი წავიდა, "ჰოფე" უმწვრთნელოდ დარჩა

"ვერდერი" მე-16 ადგილზეა, "ჰოფენჰაიმი" - მე-17 პოზიციაზე. შესაბამისად, ამ გუნდების დუელი ძალიან დამაინტრიგებელია.

"ვერდერს" "შტუტგარტთან" ერთად ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული (41) და ბოლო დროს ძალიან აურია მეკარე ფელიქს ვიდვალდმა, რომელმაც ამ სეზონში უკვე 5 უპატიებელი შეცდომა დაუშვა და "ვერდერი" ყველა შეხვედრაში გოლს უშვებდა, მაგრამ ბრემენული კლუბის მთავარი მწვრთნელი ვიქტორ სკრიპნიკი ამბობს, რომ ვიდვალდის სათადარიგოთა სკამზე დასმას არ აპირებს. "ვერდერმა" გერმანიის თასის მეოთხედფინალში "ლევერკუზენი" სენსაციურად დაამარცხა (3:1) და ხასიათი გამოიკეთა.

"ჰოფენჰაიმმა" ბოლო 4 ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო (0/1/3, ბურთები: 1:6) და ახლა მთავარი მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი დაკარგა. ჰოლანდიელ სპეციალისტს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა. "ჰოფეს" დროებით სტევენსის ასისტენტები, ალფრედ შროიდერი და არმინ როიტერსჰანი უთავკაცებენ.

"ჰანოვერი" "დორტმუნდშიც" განწირულია?

დორტმუნდის "ბორუსია" 2016 წელს ჯერაც დაუმარცხებელია - თომას ტუხელის შეგირდებმა წელს ბუნდესლიგაში 9-დან 7 ქულა აიღეს და გერმანიის თასის ნახევარფინალშიც უპრობლემოდ გავიდნენ (3:1 შტუტგარტთან).

ახლა კი "დორტმუნდი" აუტსაიდერ "ჰანოვერს" ხვდება. ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი ბუნდესლიგაში თავისი მე-100 მატჩის ჩასატარებლად ემზადება. ცნობისათვის, გიუნდოგანს ამ სეზონში ყველაზე მეტი, 9 ე.წ. ბოლოსწინა პასი აქვს გაკეთებული.

აი, "ჰანოვერი" კი უკვე მართლაც უმძიმეს მდგომარეობაშია - ზედიზედ 6 წაგების შემდეგ "წითლები" მე-16 ადგილზე მყოფ "ვერდერს" უკვე 5 ქულით ჩამორჩებიან. "ჰანოვერს" თავისი ხელი ვერც ახლახან დანიშნულმა თომას შააფმა დაატყო.

"ვოლფსბურგიც" კრიზისშია

მართალია, "ვოლფსბურგს" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ამ კლუბის მდგომარეობასაც კრიზისული ეთქმის, რადგან "მგლებს" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ (0/3/4). "ვოლფსბურგმა" უკანასკნელად მე-13 ტურში მოიგო ("ვერდერთან" 6:0).

შესაბამისად, ეს მეტად ამბიციური და საკმაოდ მდიდარი კლუბი სულ უფრო და უფრო შორდება ევროპის ზონას, რაც კატასტროფას ნიშნავს იმ გუნდისთვის, რომელიც სეზონის წინ მიზნად მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ისახავდა.

ვოლფსბურგელებს იმედი აქვთ, რომ "ინგოლშტადტთან" ნავსს გატეხენ და მოიგებენ. თავის მხრივ, წარმატების მიღწევას ინგოლშტადტელებიც იმედოვნებენ, თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ კლუბს ოთხი თამაშია, სტუმრად გოლი არ გაუტანია.

"ჰერტას" "შტუტგარტში" ჯოჯოხეთი ელის?

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის მხოლოდ მეორე წრის ცხრილს რომ შეხედოთ, აღმოაჩენთ, რომ პირველ ადგილზე "შტუტგარტია", რომელმაც მეორე წრის სამივე თამაში მოიგო (ბურთები: 9:4).

მიუხედავად იმისა, რომ შვაბები თასიდან გავარდნენ (1:3 "დორტმუნდთან"), ამ გუნდზე აუგს მაინც ვერ ვიტყვით და ვინც ფიქრობს, რომ "შტუტგარტი" "ჰერტასთანაც" ფავორიტად შეიძლება შევრაცხოთ, დიდად ნამდვილად არ ცდება.

თუმცა თავად "ჰერტაც" კარგად გამოიყურება. მართალია, ბერლინელებმა 2016 წელს სამივე მატჩი ფრედ დაასრულეს, მაგრამ "ჰერტა" მესამე ადგილზე რჩება. "შტუტგარტს" ზედიზედ ოთხი მატჩი აქვს მოგებული და 6-თამაშიანი წაუგებელი სერია გამოაცხო.

ბავარიული დუელი: "აუგსბურგი"-"ბაიერნი"

წინა ტურამდე "აუგსბურგს" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც ინგოლშტადტში შეწყდა (1:2). ახლა კი ბავარიელები ბავარიულ გიგანტს ხვდებიან და სავარაუდოდ, ზედიზედ მეორე მარცხსაც იწვნევენ.

ფაქტია, რომ "აუგსბურგი" უკვე ძალიან მიუახლოვდა გასავარდნ ზონას და "ბაიერნთანაც" მედგრად უნდა იბრძოლოს - როგორც შეუძლია, რა თქმა უნდა. მიუნხენელებმა წინა თამაში ვერ მოიგეს (0:0 ლევერკუზენში), მაგრამ ამით "დორტმუნდმა" ვერ ისარგებლა და "ბაიერნს" ისევ 8-ქულიანი უპირატესობა აქვს.

საინტერესო ფაქტი: მანუელ ნოიერი საშუალოდ მხოლოდ 200 წუთში ერთხელ უშვებს გოლს და ამ დროისთვის 218 წუთია, რაც კარს მშრალად ინახავს.

პარასკევი. 12 თებერვალი

მაინცი-შალკე 23:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კლემენტი, სოტო, ბერგრეენი, მუტო - გიფერი, ჰიოვედესი, კერერი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 მატჩი: +4=4-11 (16-31)

შაბათი. 13 თებერვალი

დორტმუნდი-ჰანოვერი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ს. ბენდერი, შაჰინი - კ. შულცი, ზორგი, ანდრეასენი, უგო ალმეიდა, შალაი, ბენშოპი, მ. ვოლფი

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +0=0-6

ურთიერთშეხვედრები

სულ 49 მატჩი: +24=14-11 (108-70)

ვოლფსბურგი-ინგოლშტადტი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: არნოლდი, გილავოგი, დოსტი - ლეველსი, დანილო

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 მატჩი: +0=1-0 (0-0)

შტუტგარტი-ჰერტა 18:30

დისკვალიფიკაცია: დიდავი

ტრავმა: გინჩეკი - ალაგუი, კალუ

ბოლო 6 მატჩი

+4=2-0 +3=3-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 61 მატჩი: +21=16-24 (80-73)

ვერდერი-ჰოფენჰაიმი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: უ. გარსია, ვოლფი, შტერნბერგი, ბარგფრედე, იოჰანსონი - ჰერდლინგი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 მატჩი: +9=5-1 (33-22)

დარმშტადტი-ლევერკუზენი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: - არანგისი, ლ. ბენდერი, ხავიერ ერნანდესი, კრუსი

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 3 მატჩი: +1=0-2 (4-6)

კიოლნი-აინტრახტი 21:30

დისკვალიფიკაცია: - სამბრანო

ტრავმა: - ანდერსონი, ფლუმი, რაინარტცი, კასტაინოსი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 81 მატჩი: +29=25-27 (137-126)

კვირა. 14 თებერვალი

ჰამბურგი-გლადბახი 18:30

დისკვალიფიკაცია: ჯურუ

ტრავმა: გრეგორშიტცი - ალვარო დომინგესი, იანტჩკე, ჰერმანი, ნ. შულცი, ჰანი

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 95 მატჩი: +37=25-33 (147-147)

აუგსბურგი-ბაიერნი 20:30

დისკვალიფიკაცია: - ჩაბი ალონსო

ტრავმა: კალსენ-ბრაკერი, ბაიერი - ულრაიხი, ბენატია, ბოატენგი, ხავი მარტინესი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 9 მატჩი: +2=0-7 (5-18)

ბომბარდირები: 20 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - თომას მიულერი (ბაიერნი); 13 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 11 - ალექს მაიერი (აინტრახტი); 10 - სალომონ კალუ (ჰერტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია